არქივი

ტოპ 10 ყველაზე მაღალი ქანდაკება მსოფლიოში

417b5d3f2b0b

1.) ბუდას ქანდაკება (Ushiku Daibutsu)

ბუდას ეს ქანდაკება მდებარეობს იაპონიის პროვინციაში – Ibarak-ში. ის ყველაზე მაღალი ქანდაკებაა მსოფლიოში, მისი სიმაღლე მიწიდან 120 მეტრია(10 მეტრი ფუნდამენტი, 10 მ. ლოტოსის პლატფორმა და 100 მ ბუდა) .ის მთლიანად ბრინჯაოსგანაა ჩამოსხმული. Ushiku Daibutsu აგებულია 1995 წელს. ამ ქანდაკებაში არის ლიფტი, რომელსაც 85 მეტრზე ავყავართ, სადაც მდებარეობს სათვალთვალო მოედანი.

65cb56e9393d

2.) ბუდისტების ქანდაკება “გუანინი”

ეს ქანდაკება მდებარეობს ჩინეთის პროვინციის Хайнянь -ის ქალაქ სანიაში. იალუნვანი არის პარკი ამ ქალაქში, სადაც მდებარეობს ეს ქანდაკება. მისი სიმაღლე 108 მეტრია და მისი მშენებლობა 2005 წლის მაისში იქნა დასრულებული.

71af2b4c65ce

3.) Huangdi და Yandi

ამ ქანდაკების სიმაღლე 103 მეტრია, ის მდებარეობს ჩინეთში და წარმოადგენს ორი იმპერატორის Huangdi-სა და Yandi-ს სკულპტურას.

7b5d9ab54d2a

4.) “სამშობლო – დედა”

“სამშობლო – დედა” მდებარეობს უკრაინაში, კიევში. მისი სიმაღლე 102 მეტრია (62 მ სკულპტურა, ხოლო 40 მ კვარცხლბეკი) და მდინარა დნეპრს გადაჰყურებს .

65ca8747daf7

5.) პეტრე პირველის ქანდაკება

პეტრე I ს ქანდაკება მდებარეობს რუსეთში, მოსკოვში. ის შექმნილია წარმოშობით ქართველი მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის მიერ 1997 წელს. მისი სიმაღლე 96 მეტრია…

3f44c1cda2ab

6.) თავისუფლების ქანდაკება

თავისუფლების ქანდაკება მდებარეობს აშშ-ში, ნიუ-იორკში, მდინარე ჰუდსონის კუნძულ “თავისუფლებაზე”. ეს ქანდაკება 1886 წელს ფრანგებმა ამერიკელებს საჩუქრად მიართვეს. მისი სიმაღლე 93 მეტრია, კვარცხლბეკის გარეშე 43 მეტრი.

c774e0c99f1f

7.) “სამშობლო-დედა გვიხმობს”

ეს ქანდაკება მდებარეობს რუსეთში, ქალაქ ვოლგოგრადში. ის შექმნილია 1967 წელს და მისი სიმაღლე 84 მეტრია

1723146b7ee5

8.) ბუდას ქანდაკება – “Maitreya”

ქანდაკება მდებარეობს ქალაქ ლეშანის აღმოსავლეთით, სიჩუანის პროვინციაში, სამი მდინარის გადაკვეთაზე. მისი მშენებლობა 90 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. სიმაღლე 71 მეტრია, მხოლოდ თავის სიმაღლე კი დაახლოებით 15 მ., ხელის თითის სიგრძე 8 მეტრი, ფეხის თითის – 1,6 მ, ცხვირის – 5,5 მ.

d8e2d425df04

9.) “Buddha of Bamyan”

ბუდას ეს ორი ქანდაკება მდებარეობს ავღანეთში, ბამიანის პროვინციის ბუდისტურ კომპლექსში, ქაბულიდან ჩრდილოეთით, 230 კმ მოშორებით. მათი სიმაღლეებია 55 და 37 მეტრი.

d8bde609d998

10.) იესო ქრისტეს ქანდაკება (Christ the Redeemer)

ეს ქანდაკება მდებარეობს ბრაზილიაში, რიო დე-ჟანეიროში. მისი სიმაღლე 32 მეტრია, ხოლო წონა 1000 ტონა. ის მდებარეობს 710 მეტრიან მთაზე – Corcovado-ზე.

მსგავსი ამბები

Back to top button