არქივი

საინჟინრო საოცრებები

center

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ადამიანები სულ უფრო შთამბეჭდავ ნაგებობებს ქმნიდნენ. ამ პოსტში მე მინდა ავღწერო ადამიანის ხელით შექმნილი საინჟინრო საოცრებები:

გვირაბი სრუტეში

center

დიდი ბირტანეთისა და საფრანგეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა გვირაბის მშენებლობა 1987 წელს დაიწყო და 1994 წელს დასრულდა, გვირაბების საერთო სიგრძე 151,5 კილომეტრია. ლა–მანშის სრუტის გვირაბი 50 კილომეტრის სიგრძისა და 7,6 მეტრის დიამეტრის ორი ძირითადი გვირაბისგან შედგება, რომლებიც ზღვის ფსკერიდან დაახლოებით 45 მეტრის სიღრმეზეა გათხრილი, აქ მოძრაობენ მატარებლები, რომლებსაც ავტომობილები და მგზავრები გადაჰყავთ. მატარებლების სიჩქარე 160 კილომეტრს აღწევს საათში.

ოქროს კარიბჭის ხიდი

center

ოქროს კარიბჭის ხიდი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე გრძელ და მაღალ ხიდად ითვლებოდა, მე–20 საუკუნის საინჟირნო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია. მისი პროექტის ავტორმა, ჯოზეფ სტრაუსმა, მრავალი წელი მოანდომა მის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტას, რომელთა შორის იყო მიწისძვრების საშიშროება და სწრაფი დინების პირობებში ხიდის სამხრეთი საყრდენის დამაგრება მდინარის ფსკერიდან 30 მეტრის სიღრმეზე. უბედურება თითქმის გარდაუვალი იყო, როდესაც მშენებარე ხიდს გემი შეეჯახა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა და 1937 წელს ხიდზე მოძრაობა გაიხსნა.

პანამის არხი

center

ვიდრე პანამის არხი აიგებოდა, ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში გადასასვლელად სამხრეთ ამერიკისთვის შემოვლა იყო საჭირო. დღეს ამ ოკეანეებს 82-კილომეტრიანი არხი აკავშირებს, რომელსაც გემების გზას 12875 კილომეტრით ამოკლებს. ამ პროექტის განხორციელება სულაც არ იყო ადვილი. მშენებლობას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პირველი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, არხის მშენებლობა 1904 წელს მაინც განახლდა. მომდევნო 10 წელიწადში 75000 მშენებელმა ააფეთქა და ამოთხარა 180 ტონაზე მეტი ქვა და მიწა, რათა ეს თანამედროვე საოცრება შეექმნა.

დელტას პროექტი

center

1986 წელს ჰოლანდიის სამხრეთ- დასავლეთ ნაპირზე ზღვისგან დამცავი უზარმაზარი დამბის აგებამ ბოლო მოუღო ამ საშინელ წყალდიდობებს, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ყანები გაანადგურა. დელტას პროექტი ანუ “დელტავერკენი” რამდენიმე დიდი კაშხლისგან შედგება, რომელთა საერთო სიგრძე 30 კილომეტრს აღწევს. ინჟირნების ყველაზე თამამი ჩანაფიქრია 2,8 კილომეტრიანი მოძრავი დამბა მდინარე ოსტერშელდის დელტასთან. ეს დამბა შეიცავს ბეტონის 65 საყრდენს, რომელთაგან თითოეული 16330 ტონას იწონის და 12- სართულიანი სახლის სიმაღლისაა, და ფოლადის 31 კარს, რომლებიც ზღვის მოქცევისას დაბლა იწევა.

პონ დიუ გარი

center

ძველი რომაელები დახელოვნებული მშენებლები იყვნენ და მათი ტექნიკური მიღწევების დამამტკიცებელი მაგალითები დღესაც მრავლად არსებობს. ეს აკვედუკი რომაელებმა ახ.წ პირველი საუკუნისთვის ააგესსამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ნიმასთან. აკვედუკით ქალაქს წყალი მიეწოდებოდა 50 კილომეტრით დაცილებული წყაროდან, რომელიც უზესთან მდებარეობდა. აკვედუკი მდინარე გარს კვეთს (მისი სახელი “გარის ხიდს” ნიშნავს) და სიგრძეში 275 მეტრს აღწევს. ის თაღების სამი იარუსისგან შედგება, რომელთა საერთო სიმაღლე 19 მეტრს აღწერვს, და კირქვის ლოდებისგანაა აგებული კირხსნარის გამოყენების გარეშე.

პუვერის კაშხალი

center


შეერთებული შტატების ყველაზე ცხელ და მშრალ ადგილას აგებული ჰუვერის კაშხალი სიცოცხლისთვის აუცილებელ წყალს აწვდის მილიონობით ადამიანს. სტიქიის დამორჩილებით მშენებლებმა შეძლეს არამარტო საირიგაციო წყლის მიწოდება ნევადისა და არიზონას შტატებისთვის, არამედ ელექტროენერგიის გამომუშავებაც. კაშხლის მშენებლობა მდინარე კოლორადოზე 1931 წელს დაიწყო და ხუტი წელი გაგრძელდა. ნაგებობის სიგრძე 379 მეტრია, ხოლო სიმაღლე – 221 მეტრი. 22 წლის განმავლობაში ის მსოფლიოს უდიდესი კაშხალი იყო. მისი მშენებლობისას გამოყენებული ბეტონით სან-ფრანცისკოდან ნიუ-ორკამდე 5 მეტრის სიგანის გზის გაყვანა შეიძლებოა.

 

კანსაის საერთაშორისო აეროპორტი 

center

 

იაპონიაში მდებარე კანსაის აეროპორტი მსოფლიოში უდიდეს ხელოვნურ კუნძულზე აშენდა. 4 კილომეტრის სიგრძისა და 1,2 კილომეტრის სიგანის კუნძული ზღვის ნაპირიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ხმელეთიდან ერთადერთი ხიდი აკავშირებს. აეროპორტის მშენებლობის დაწყებამდე მყვინთავებმა ბეტონის 48000 ბლოკით ქარიშხლის საწინააღმდეგო დიდი დამბა ააგეს. ამის შემდეგ ფსკერზე ერთი მილიონი სვეტი და ფოლადის 69- უზარმაზარი კამერა დაუშვეს, ხოლო სამი მთა მთლიანად მოასწორეს, რათა მათი მიწა ზღვაში ჩაეყარათ. კუნძული, რომელიც რბილ თიხას ეყრდნობა, ნელ-ნელა იძირება, მაგრამ აეროპორტი მყარად დგას ჰიდრავლიკურ დომკრატებზე.

სიახლე შედგენილია მთლიანად ჩემს მიერ!

EinsteiN

............

მსგავსი ამბები

Back to top button