ახალი ამბებიგასართობიუცნაური

თანამედროვე ქართული სიტყვები #5 და #6

54322763na2

 

როგორც შეგპირდით ახლა წარმოგიდგენთ ახალ ქართულ სიტყვათა განმარტებებს ასო ““–სა და “” – ზე

ეე! _ ესრეთ იზრახვიან ჟამსა განკარვებისასა, ანუ გახარებისასა, ანუ იმედის გაცრუებისა გინა გარდაწურისასა; გარნა სხუათა არს ოდეს ესე ვითარად უამურს მოუწოდებდნენ ვისმე

 

ვაზვრატი _ არა გამოსასყიდი, რომელ არს წარტაცებულის სულიერის მოყუანებისათვის მოთხოვნილი, არამედ ნაცარცვისს მოქცევისა სასყიდელი

ვალის დადება _ მცირედის მადლისა ყვედრება

ვაჟნი _ ცუდმედიდი

ვაფშე _ ყოვლით კერძო

ვეში _ ესე არს ავეჯი სახლისა და ჭურჭლეული, რაგინდრა (გლეხურად); კვალადვე ვეშად იწოდების თითეული ცალკე უსულო საგანი, ესრეთ, რომ უკეთუ რამე მოსწონთ, ამბობენ: მაგარი ვეშიაო.

ვზროსლი _ წამოზრდილი, ესრეთ უმცროსნი ასაკითა თავისზედ უფროსს იხსენიებენ

მსგავსი ამბები

Back to top button