არქივი

წინაპართა კვალდაკვალ

1a4150de0fa2

მეცნიერებას, რომელიც მცენარის მტვერს იკვლევს, პალინოლოგია ჰქვია.

პალინოლოგიამ არქეოლოგიაში სასწაულები მოახდინა.აქამდე დაფარული ათასწლეულების ყოფა გააცოცხლა. კავკასიაში 4100 სახეობის მცენარე ხარობს. აქედან 80% ფუტკრის საკვებია. ფუტკარი თან იკვებებოდა, თან მტვერი გადაჰქონდა და თაფლს ამზადებდა. ათი ათასობით წლის წინ საქართველოში, ამ ტერიტორიაზე დამკვიდრდა I მიწათმომქმედი. ის ჯერ კიდევ 8000 წლის წინ მიირთმევდა თაფლს. ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის ნამოსახლარის გათხრისას ვნახეთ ქოთანში თაფლის ნარჩენები. სამწუხაროდ, ამ აღმოჩენით ვერ დავადგინეთ, სკები შინ ედგათ. თუ ველური თაფლი მოჰქონდათ ტყიდან: მაგრამ ბაკურიანის ახლოს, 4600 წლის წინათ მოსახლეობა მეფუტკრეობას ნამდვილად მისდევდა.

ამ უძველესი თაფლის ნაშთები სოფელ საკირესთან აღმოჩენილ კოდიანის ყორღანში მოვიპოვეთ 2005 წელს. კოდიანის ყორღანი ზღვის დონიდან თითქმის 3000 მეტრის სიმაღლეზეა. ყორღანიდან ამოღებულ ჭურჭელში 3 სახეობის საუკეთესო ხარისხის თაფლი იყო, ცაცხვის, მინდვის ყვავილების და მარცვლეულის. თაფლი სამ, ერთი ხის და ორი კერამიკის ქოთანში იყო შენახული და მიცვალებულს ჰქონდა ჩატანებული. თაფლის ასეთ ნაირსახეობას შემთხვევით არავის ჩაატანდნენ – გარდაცვლილის სამარხს მისი საქმიანობის კვალი აჩნდა. ანუ იქ მეფუტკრე იყო დაკრძალული. და, იცით ვინ იყო, პირველი მეფუტკრე საქართველოში ? – ქალი. სამარხი ქალისა გახლდათ ! იმ დროს 4600 წლის წინათ კაცები ნადირობდნენ, ქალები შინ შრომობდნენ, ფუტკარიც ოჯახში ეზიდებოდა ყვავილის ნექტარს და მტვერს. ევროპაში პირველი თაფლი ინგლისში აღმოაჩინეს და მხოლოდ 3300 წლისაა ! და თუ 8000 წლის წინ ფუტკრის მოვლა-მოშინაურება ვიცოდით, ღვინოს ვწურავდით, მცენარეებს ვაშენებდით და ვიყენებდით, რატომ არ უნდა გვცოდნოდა ქსოვა ? მარნეულის ნამოსახლარში, ძველი წელთაღრიცხვის მე-6 ათასწლეულით დათარიღებულ ფენებში 2006 წელს სელის ქსოვილი ვიპოვეთ, თან ხელით კი არა,დაზგაზე ნაქსოვი.

ეს აღმოჩენა ზოგმა მეცნიერმა გააპროტესტა – სად ძველი წელთაღრიცხვის მე-6 ათასწლეული და სად დაზგაო… გვქონდა ეს დაზგები და რა ვქნათ ? მიკროსკოპში უჯრულა ნაქსოვი აღმოჩნდა, ერთიმეორეზე მიჯრით ჩაწყობილი თვლებით – ასე ხელით მოქსოვა შეუძლებელია. მარტო კი არ ქსოვდნენ, კიდეც ღებავდნენ – ნარინჯისფრათ, ღვინისფრად, ლურჯად…მერე და მერე ბამბა და აბრეშუმი გაჩნდა. წალკის სამარხში 3600 წლის ბამბის ქსოვილი და ბოჭკოები ვიპოვეთ. დედოფლის გორის სამარხში – I საუკუნის აბრეშუმის კვალი იყო.

P.S უნდა გვეამაყებოდეს !

წყარი: ჩემი ფურცლებიდან.

Back to top button