არქივი

Pwnie Awards 2012

b71180a2ace2
წარმატებულ მსახიობებს აჯილდოებენ “Oscar”-ით, წარმატებულ სპორტსმენებს აჯილდოებენ “ESPY”-თი, ხოლო წარმატებულ ჰაკერებს აჯილდოებენ “Pwnie”-თი.

Pwnie Awards იმართება წელიწადში ერთხელ და აჯილდოებენ წარმატებულ თუ წარუმატებელ უსაფრთხოების პროექტებსა თუ მკვლევარებს.

წელს ცერემონია გაიმართება Las Vegas-ში, BlackHat USA უსაფრთხოების კონფერენციაზე, 25 მაისს.

ნომინაცია გაიმართება 9 კატეგორიაში:
Best Client-side Bug:
გადაეცემა პერსონას, რომელმაც აღმოაჩინა ან არაავტორიზებულად გამოიყენა ტექნიკურად ყველაზე უფრო რთული და საინტერესო Client-side Bug-ი.
Best Server-side Bug:
გადაეცემა პერსონას, რომელმაც აღმოაჩინა ან არაავტორიზებულად გამოიყენა ტექნიკურად ყველაზე უფრო რთული და საინტერესო Server-side Bug-ი.
Best Privilege Escalation Bug:
გადაეცემა პერსონას, რომელმაც აღმოაჩინა ან არაავტორიზებულად გამოიყენა ტექნიკურად ყველაზე უფრო რთული და საინტერესო სისტემაზე წვდომის კონტროლის Bug-ი.
Most Innovative Research:
გადაეცემა პერსონას, რომელმაც გამოაქვეყნა ყველაზე უფრო საინტერესო და ინოვაციური კვლევითი ნაშრომი.
Lamest Vendor Response:
დამატებითი ინფორმაცია ამ ჯილდოს შესახებ ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში.
Best Song:
ჯილდო გადაეცემა საუკეთესო ჰაკერ სიმღერის (ძირითადად რეპის) შემსრულებელს.
Most Epic Fail:
ჯილდო გადაეცემა პერსონას თუ კომპანიას, რომელმაც დაუშვა ყველაზე მასშტაბური შეცდომა.
Epic Ownage:
გადაეცემათ ჰაკერებს, რომელთა დაწერილმა ხელსაწყოებმას, ყველაზე მასშტაბური ზიანი მიაყენეს მსოფლიო სისტემებს (მაგ: Flame, Black Hole და ა.შ).

ეს გახლდათ დაჯილდოების ზოგადი მიმოხილვა. დეტალებისთვის ეწვიეთ ოპფიციალურ ვებ-გვერდს: www.pwnies.com

მსგავსი ამბები

Back to top button