საკითხავისაქართველო

ჩემი ლექსები 3

883f39ff248a

რახან ჩემმა ლექსებმა ასე თუ ისე ფართო გამოხმაურება ჰპოვა და ბევრს მოეწონა, გადავწყვიტე გამეგრძელებინა მათი დადება…
იმედია კვლავაც მოგეწონებათ :))

ძველ თბილისს

ნოსტალგია მაქვს ძველი თბილისის,
გამიგონია მხოლოდ ამბებით,
სინამდვილეში ნეტავ ვინ იცის,
გადავრჩებით თუ გადავგვარდებით…

აქ ძმაკაცობის იცოდნენ არსი,
ლაჩარი უნდა სანთლით გეძება,
დღეს კი ყველაფერს ერთმევა ფასი,
ეს ცვლილებები გულზე მედება…

ქართველი ქართველს, რომ ესვრის ტყვიას,
გაუყრის დანას ანდაც მუცელში ,
დღეს ჩვენში ამას გმირობა ჰქვია,
ჩემი ლექსი კი რჩება ფურცელში…

წერე რამდენიც გინდა,ვინ გისმენს?!
ფულით კეთდება დღეს ყველაფერი,
ილიას სიტყვებს აღარვინ ისმენს,
ვეღარ გვიშველის ჩვენ ვერაფერი…

დროა მოვიდეთ ყველანი გონზე
და ჩავიხედოთ ჩვენ ჩვენს გულებში,
რათა ადვილად გავიდეთ ფონზე
და არ აღმოვჩნდეთ ცხელ ჯურღმულებში…

იმისათვის კი რომ არ დავეცეთ,
არ წახდეს ერი, არ გადაგვარდეს,
სიმართლეს აღარ უნდა გავექცეთ,
თუნდაც ათასი ტყვია გავარდეს…

მიტევებაა ყველაზე დიდი,
ჩვენი განძი და ჩვენი საუნჯე,
ერთურთის ხათრი და დიდი რიდი,
მაღალო ღმერთო, ყველას შეუნდე…

აწყობილი

ელოდი, რამდენი ხანია,
ნდოდა შენთან ყოფნა,
მმა და ვაქხანალიამ,
ეს გძნობა ჯერ ვერ მოკლა…

მე მინდა ითხრა, მიყვარხარ,
უშენოდ სცოცხლე, არც მსურს,
ბოლომდე არც ვიცი ვინა არ,
მაინც ვრ ვივიწყებ წარსულს…

ღმეთო, ოხ, რამდენი ხანია,
ელოდი და ახლაც გელი,
მ წლებმა დღეს სული დალია,
გრამ, მე ახალ წლებს ველი…

ვცდილობ გიპოვო ისევ, მაგრად ჩაგჭიდო ხელი
და ვყოთ ასე ერთად, თუნდაც ათასი წელი…

***

ლექსს იმისთვის კი არა ვწერ, რომ ვინმემ მაღიაროს,
ანდაც ჩემმა გარითმულმა საზეპიროდ იაროს…
რითმებს იმისთვის ვიგონებ, რომ ამოვთქვა სათქმელი,
ღმერთს დაკეტვა დაჰვიწყნია ჩემი გულის სარკმელის…

სულ მუდამ მას გავაკეთებ, რასაც გული მიბრძანებს,
ცხვირს არასდროს ჩამოვუშვებ, არასოდეს ვინანებ,
რაც კი გამიკეთებია მოდიოდა გულიდან,
სულიდან ამომდიოდა თქვენი სიყვარულითა…

ჩემი ვინძლო პოეტობით მე ჩემს ჭიას ვახარებ,
არავის არ ვეჯიბრები, არც არავის ვახარბებ,
ვიცი ნამდვილ პოეტობა მეტისმეტად ძნელია,
სულ ყველას გთხოვთ მომიტევეთ თუკი ჭია გრძელია…

გიორგი ხერგიანი

მსგავსი ამბები

Back to top button