გართობაუცნაური

ასტრალი (რა…სად.. როგორ. )

4d600fe00eca

,,რომ დავწექი, უბრალოდ ვიწექი და არ მეძინა, მაგარი მოდუნებული ვიყავი და რაღაცეებზე ვფიქრობდი. ერთ მომენტში ვიგრძენი, რომ თითქოს ზევით ავდიოდი ჭერისკენ. გეგონება ლოგინსა და ჩემს შორის რაღაც მანძილი დაშორება იყო დარჩენილი.”

,,არ ვიცი როგორ, მაგრამ ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ჩემს სხეულს დავყურებ ზევიდან.. ”

,,ზოგჯერ ასეთი რამ მემართება.. მგონია მძინავს, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ მხოლოდ ჩემს სხეულს ძინავს, ხოლო ტვინით კი ყველაფერს ჩვეულებრივ აღვიქვამ”..

ალბათ ხშირად მოგისმენიათ ესეთი ფრაზები.. თუ არ მოგისმენიათ გაგიგიათ მაინც, რომ ამდაგვარი რამ შესაძლებელია. მეტსაც გეტყვით, ეს შეიძლება ნებისმიერ თქვენგანს დაემართოს.ოკულტიზმში მიიჩნევა, რომ არსებობს სამი სამყარო ანუ არსებობის სამი პლასტი: სულიერი, ასტრალური და ფიზიკური. პირველი პლასტი, მგონი, გასაგებია. მეორე ანუ ასტრალური პლასტი გულისმობს ენერგიასა და ძალას, მესამე _ მატერიას.

ოკულტისტების აზრით, მეორე პლსტი ანუ ენერგია ესაა გამტარი პირველსა და მესამე სამყაროს შორის. ესეც გასაგებია, რადგან ენერგია უხილავია და მუდამ მოძრავი.გარდა იმ ოთხი სტიქიისა, რომელიც ჩვენ ვიცით: ცეცხლი, მიწა, ჰაერი და წყალი, უძველეს დროში მაგებს მიაჩნდათ, რომ არსებობდა მეხუთე, უფრო ფაქიზი ელემენტიც: ეს იყო ეთერი, ანუ, როგორც ინდოელები უწოდებდნენ _ აკასა. ესაა სწორედ ასტრალი ანუ ასტრალური სინათლე, იგივე მატერია, ოღონდ სულიერი თვისებების მატარებელი და ჩვეულებრივი თვალისთვის უხილავი.

ოკულტიზმში მიიჩნევა, რომ ასტრალი მსჭვალავს მთელ სამყაროს და მასშია ადამიანების მთელი წარსულიცა და მომავალიც. ესაა ენერგია, რომელიც ზემოქმედებს ყველაფერზე.რელიგიურ ენაზე ასტრალურ სხეულს სამშვინელი ეწოდება და მისი გამოყოფის მრავალი მაგალითი არსებობს. სრული ცნობიერებით ამ მდგომარების მიღწევა ურთულესია. ასე რომ, როცა ზოგიერთი ყვება რომ ეს შეძლო, იოლად ნუ დაიჯერებთ. ამის შემდეგ ადამიანს ეწოდება “მეორეჯერ” დაბადებული და მისი ცნობიერება უსერიოზულეს ცვლილებას განიცდის.გადავიდეთ უფრო საინტერესო ეტაპზე, ვიცი ახლა ყველას დაებადა კითხვა, პრაქტიკაში როგორ უნდა განახორციელო ასტრალიო, როგორც ჩანს ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მოიძევება, თუმცა თითქმის ყველა ფორუმზეა თემა გახსნილი ,,როგორ გავიდეთ ასტრალში” ან უბრალოდ ,,ასტრალი”(პატარა მინაწერით – ვინ, სად, როგორ, რანაირად იმოგზაურაო) ბავშვებიც აქტიურად გადმოსცემენ თავიან ფანტაზიებს, რომელსაც ეჭვი მაქვს მეცხრე სიზმრად ხედავენ ხოლმე ღამე, მაგრამ არსებობენ გულახდილებიც და ისინი მიამიტად კითხულობენ რა არის ეს ასტრალი? ან ასტრალი გეოგრაფიული ადგილიაო? მესამე აგვირგვინებს ასტრალი არა ყაზ-ტრანს-გაზ თბილისი კიდეო :lol2: ჰოდა მოდით, რეალურად ყველამ რომ გაიგოს რა და როგორ, აგერ გადმოიფრქვევა ყველაფერი : ))

დავიწყოთ იქიდან, რომ ყველა ადამიანს შეუძლია ასტრალში გასვლა, ეს საკმაოდ რეალურიც ძალა და სესაძლებლობაა, მაგრამ ძნელად მიღწევადი. საუკეთესო გზად მედიტაცია მიიჩნევა. წყნარ ოთახში, სადაც Xელს არავინ შეგიშლით, საჭიროა საწოლზე მოთავსება, მედიტაციის დროს გონება მთლიანად განთავისუფლებული უნდა იყოს ფიქრებისა და აზრებისგან.. ანუ აკრძალულია ფიქრო, თუმცა ამის გამო არ უნდა დაიძაბოს ადამიანი. ეს ყველაფერი თავისთავად უნდა მოხდეს, მოკლედ ადამიანი უნდა იწვეს და იფიქროს არაფერზე, ისუნთქოს მშვიდად, ჩაისუნთქოს ცხვირით, ამოისუნთქოს პირით. ამის შემდეგ ყურადღების კონცენტრაცია უნდა მოხდეს სუნთქვის გზებზე, ანუ როგორ ხდება სუნთქვა, როგორ მოძრაობს ჰაერი სხეულში. როგორ ჩადის ქვევით და საშუალება უნდა მიეცეს სხეულს რელაქსაციის. მოყევით ფეხის თითებიდან და კონცენტრაცია გააკეთეთ სხეულის ყველა ნაწილზე (ხელით კი არ შეეხოთ კაცო, მხოლოდ გონებით :papa: როგორც იტყვიან გონების თვალით), სხეულმა უნდა იგრძნოს მეტი და მეტი რელაქსაცია, უფრო უნდა მოდუნდეს. როდესაც თქვენი სხეული ასეთი დასვენების პროცესშია, უცებ მოგინდათ ძილი ხომ? თუ გგონიათ უკვე რომ გძინავთ.. არა, თქვენ ტვინს არ ესაჭიროება არც თვლემა და არც ძილი, წარმოთქვით რაიმე ფრაზა,რომელზეც ფოკუსირებას მოახდენთ, ანუ ფრაზის წარმოთქმაზე მოახდინეთ ყურადღების კონცენტრაცია (პირით კი არა, მხოლოდ გონებაში წარმოთქვით, ოღონდ ისე, რომ თითქოს პირით წარმოთქვი :armjera:

ძნელი გამოსათქმელია, მაგრამ პრაქტიკაში მიხვდება ადამიანი რა ). ეს იმისთვისაა საჭირო, რომ როცა გონება ასეთი თავისუფალი და გამოცარიელებულია, ძალაუნებურად ადამიანს უამრავი ფიქრი მოსდის თავში, რაც აფუჭებს კონცენტრაციას, ამიტომაც კვლავ წარმოთქვით ის თქვენი არჩეული ფრაზა და კიდევ გაიმეორეთ ის.

შემდეგ მიმოიხედეთ ირგვლივ (თვალები კი არ გაახილოთ ან თავის კანტური არ დაიწყოთ :dabneuli: ) მხოლოდ გონებით მიმოიხედეთ, ნახეთ რას ხედავთ. დიდი შესაძლებლობაა რომ დაინახოთ მრავალფეროვანი სინათლე, დიდი დრო არ დახარჯოთ ამის ყურებით, არამედ აღმოაჩინეთ, თუ რამდენად ღრმაა ეს სტადია, სადაც თქვენ ხართ. შემდეგ კვლავ რელაქსაციის საშუალება მიეცით სხეულს.. თან იქამდე, რომ უკვე ვეღარ იგრძნოთ ფიქიკური სხეული, უცხო გახდეს თქვენთვის. ეს სტადია გადამწყვეტად ითვლება ასტრალში მოგზაურობისთვის.

de243dae0e07

შემდეგ იგრძნობთ ვიბრაციისმაგვარ რაღაცას, თითქოს თქვენი სხეულის გავლით მოქმედებს ეს ვიბრაცია, ის თანდათან სხვადასხვა გზებსა და კონტროლს იძენს, ეს გაჩვენებთ, რომ თქვენ ტოვებთ ფიზკურ სხეულს. წადით წინ და შეიგრძენით ეს (კი არ წამოდგეთ ეხლა, წინ წასვლაში წამოდგომა არ იგულისხმება :( ) არ ანერვიულდეთ და არ შეშინდეთ.

შემდეგ უნდა მოახდინოთ ვიბრაციის კონტროლი. დაიწყეთ მასზე ფოკუსირებით, ანუ ზუსტად დააკვირდით, საიდან იწყება, საით მიდის, და ცადეთ მათი კონტროლი გონებით, შეიგრძენით ვიბრაცია და აკონტროლეთ და დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ მათი მართვა, როგორც მოგესურვებათ. ამას რომ მიაღწევთ უკვე დროა ცადოთ სხეულის დატოვება.

თქვენ გჭირდებათ თვითდარწმუნება, რომ თქვენს გონებას აქვს ძალა და კონტროლის უნარი. გჭირდებათ ფიქრი სხეულიდან ნაწილობრივ გამოყოფაზე. აამოძრავეთ ხელი, ან ფეხი და გადმოდგით (ფიზიკური სხეულის ხელ-ფეხი არ იგულისხმება), ეცადეთ მიაწვდინოთ ის, რომელიმე ნივთამდე, რომელიც თქვენს ოთახში დგას ახლოს, და მის ვიზუალიზაციას ახდენთ, თუმცა თვალები დახუჭული გაქვთ. ეს პროცესი წაიღებს საკმაო დროსა და ძალისხმევას, მაგრამ წარმატება სავსებით შესაძლებელია. ამ ეტაპს კი მოსდევს სრულიად გამოყოფის პროცესი.

ამ შემთხვევაში უკვე მთელი ტანის ამოძრავება უნდა შევძლოთ. თუ წინა ეტაპზე კონცენტრაციას მხოლოდ ცალკეულ ნაწილებზე ვახდენდით (ხელ-ფეხი) ეხლა მთელ ტანზე უნდა მივაპყროთ ყურადღება, როდესაც მოძრაობას შეძლებთ ყურადღება უკვე გაამახვილეთ იმაზე, თუ რა მსუბუქია თქვენი სხეული.. ან როგორ მსუბუქად იქროლებდა ის ქარში, სხეულიდან გამოღწევის მერე ბევრს ეუფლება ტრიალის, ფრენის, საოცარი სიმსუბუქის, ბედნიერების შეგრძნებები. მოკლედ ესაა ასტრალი : )) სანამ ამ ყველაფერს გააკეთებდეთ იფიქრეთ სხეულში დაბრუნებაზე : ))

მსგავსი ამბები

Back to top button