კულტურა

კომპანიამ Toshiba რეკორდული მეხსიერების ახალი ჩიპი წარმოადგინა

27ea985f4878

კომპანია “ტოშიბამ” რეკორდული მოცულობის ფლეშ-მეხსიერების მოდული წარმოადგინა, 128-გიგაბაიტიანი ჩიპის გამოყენება შესაძლებელი იქნება სმარტფონებზე, პლანშეტურ კომპიუტერებზე და სხვა პორტატულ აპარატებზე.

მოდულის სიგძე-სიგანე 2,2 და 1.7 სანტიმეტრი, სისქე კი 1,4 მილიმეტრია. მისი სერიული წარმოება უკვე ამ წლის ბოლოდან დაიწყება და 2011 წლის დასაწყისიდან ბაზარზეც გამოჩნდება.

რა ეღირება ახალი ჩიპი, ჯერჯერობით კომპანიაში ამის შესახებ არ განუცხადებიათ.

ახალი მოდული მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მობილური აპარატების მეხსიერების მოცულობასაც. მაგალითისთვის, 128-გიგაბაიტიანი მეხსიერება იძლევა საშუალებას 16-საათიანი HD-ვიდეოს 1080p ფორმატში გადასაღებად.

წყარო: www.ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button