არქივი

აშშ-ის აეროპორტში ადამიანის 60 თავი აღმოაჩინეს

27cedeac1ce0

არკანზასის დედაქალაქ ლიტლ-როკის აეროპორტში კონტეინერი აღმოაჩინეს, რომლითაც ადამიანის 60-მდე თავი გადაჰქონდათ.

კონტეინერმა აეროპორტის თანამშრომელთა ყურადღება იმის გამო მიიპყრო, რომ მას გადაზიდვისთვის საჭირო ეტიკეტები არ ჰქონდა,იტყობინება Sky News.

აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცავი ორგანოები ამჟამად არკვევენ, იყო ეს ტვირთი არალეგალური, თუ იგი გადაჰქონდათ, როგორც სამედიცინო დანიშნულების მასალა. თუ დადგინდება, რომ ტვირთის ტრანსპორტირება სამედიცინო მიზნებისთვის ხორციელდებოდა, მაშინ ტვირთის ადრესატ კომპანიას, ტვირთის დაყოვნებისთვის, კომპენსაციას გადაუხდიან.

ადგლობრივი გამომძიებლის თქმით, არკანზასში არაერთხელ გამოუვლენიათ ადამიანის ორგანოებით უკანონო ვაჭრობის ფაქტები. ამავე დროს, ტეხასური კომპანია Medtronic-ის წარმომადგენელთა განცხადებით, რომლებსაც ეს ტვირთი უნდა მიეღოთ, მსგავსი ტვირთების გადაზიდვა ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button