არქივი

ფუტკრები

a433d9f13ea4

ფუტკრების შემსწავლელ მეცნიერებას აპიოლოგია (აპიდოლოგია) ჰქვია. დაახლოებით 30 ათასი სახეობის ფუტკარი, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე ბინადრობს. ამ მწერის შესახებ უამრავი მითი და ლეგენდა არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ყველა ეგვიპტელი ფარაონი “ფუტკართა მბრძანებლის” ტიტულს ატარებდა. ფუტკარი სამეფო ემბლემაზე იყო გამოსახული, ხოლო ფარაონის გარდაცვალების შემდეგ, ამ მწერს მის აკლდამაზე გამოსახავდნენ.

ძველი ბერძნები დარწმუნებული იყვნენ, რომ ზევსი ჩვილობაში ფუტკრის ნექტრით გამოკვებეს. ხშირად, ცხოველებისა და ნადირობის ქალღმერთ არტემიდესაც ფუტკრის თანხლებით გამოსახავდნენ. თაფლის სამკურნალო თვისებები ჰიპოკრატემ შეისწავლა და აღწერა.

პალეონტოლოგთა აზრით, ფუტკრები დედამიწაზე 30 მლნ წლის წინ გაჩნდნენ, ადამიანებმა კი თაფლი ჯერ კიდევ ქვის ხანაში გასინჯეს. ესპანეთის ერთ-ერთი გამოქვაბულის კედელზე აღმოჩენილია ნახატი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 7 ათასი წლის წინაა შექმნილი და მასზე გამოსახულია ადამიანი, რომელიც ფუტკრის ბუდიდან თაფლს იღებს.

ცნობილი ფაქტია, რომ ბრძოლისას მოკლული ალექსანდრე მაკედონელის ცხედარი თაფლში მოათავსეს და რამდენიმეკვირიანი მგზავრობის შემდეგ, მისი გაუხრწნელი სხეული სამშობლოში ჩაიტანეს.
ჰერალდიკაში თაფლი და ჭიანჭველა მოთმინებასა და შრომისმოყვარეობას აღნიშნავს. ფუტკრებს ხშირად, ბანკების სიმბოლოებად გამოსახავენ.

100 გრამი თაფლის შესაგროვებლად ფუტკარს 46 კმ-ის გაფრენაც უწევს. ზოგიერთი ჯიშის ფუტკარს საკუთარ წონაზე სამჯერ მეტი ტვირთით ფრენა შეუძლია. ფუტკარი 65 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს, თაფლით დატვირთული – ორჯერ ნაკლები სიჩქარით. ყვავილის არომატს ფუტკარი 1 კმ-ის მანძილზე გრძნობს. სხვათა შორის, გაწვრთნილი მწერები ნარკოტიკს ადამიანსა და ძაღლზე სწრაფად, შეუცდომლად პოულობენ. ლაბორატორიებში გაზრდილ ფუტკრებს ისეთ სურათებზე უყვართ “ჩამოჯდომა”, სადაც ყვავილები ხატია, მათი საყვარელი ტილო კი – ვან გოგის “მზესუმზირები” გახლავთ.

ბუნებაში ალბინოსი ფუტკრებიც გვხვდება. ყოველწლიურად, ამ მწერის ნაკბენისგან უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე – გველის. ფუტკრები “მათემატიკოსები” არიან: მათ მიერ აშენებული ფიჭის კუთხეები ყოველთვის ტოლია.

წყარო: ჟურნალი გზა

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button