არქივი

წარუმატებლობა წარმატებამდე

daf95b3a5eed

ძალიან მინდოდა რომ რამე დამეწერა ამ თემაზე, რადგანაც სხვა ქართულ საიტებზე ( მათშორის ფორუმზეც) ვერვნახე ვერაფერი მსგავსი. მოკლედ, მე პირადად ინტერნეტთან ჯდომის დროს ისეთ რაგაცეებს ვეძებ რაც რამეში შეიძლება გამომადგეს და დამეხმაროს, მათშორის მოტივაციის ვიდეოებს, გამონათქვამებს, და აქამდე არასდროს დამიპოსტავს. .

დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანს უნდა იყოს წარმატებული იმაში რასაც აკეთებს, არააქვს მნიშვნელობა იქნება ეს : კალათბურთი, ცეკვა, სიმღერა, ბიზნესი თუ სხვა. . . მაგრამ ამ ყველასგან მარტო 5% აღწევს იმ მიზანს რაც თავიდანვე დაისახა, მაგრამ, არა იმიტომ რომ დანარჩენ 95% ზე ნიჭიერები არიან, არამედ იმიტომ რომ ამ 5% აქვს ერთი თვისება – არ დანებდნენ. . . ზოგიერთი ფიქრობს რომ ნიჭი არის როდესაც ბუნებრივად რაგაცა სხვაზე უკეთესად გამოგდის ან როცა რამეში ფიზიკური მონაცემები გიწყობს ხელს და ასე შემდეგ. . . შეიძლება ასეც არის, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე დიდი ნიჭი რაც ადამიანს შეიძლება ქონდეს არის – შრომის მოყვარეობა.

HARD WORK BEATS TALENT,
WHEN TALENT FAILS TO WORK HARD

FAMOUS FAILURES

ალბათ ყველამ იცით ისტორიის ერთერთი საუკეთესო არა მარტო კალათბურთელი, არამედ სპორცმენი – Michael Jordan- და რათქმაუნდა ფიქრობთ რომ ჯორდანი სულ ჯორდანი იყო. . . მაგრამ არა, 14-15 წლის ასაკში ის თავისი სკოლის გუნდიდან გამოაგდეს, რის მერეც ის სახში წავიდა, თავის ოთახში ჩაიკეტა და ტიროდა. მას ასევე უთხრეს რომ – ის ვერასდროს ვერშეძლებდა ჩატენვას. ასევე ჯორდანი დაბალი იყო კალათბურთისთვის, დაახლოებით 1.80 მდე ( საბოლოოდ მისი სიმაღლე გახდა 1.98). მას ინტერვიუში ნათქვამი აქვს რომ – არავის არქონდა იმედი რომ მისგან კალათბურთელი გამოვიდოდა, მის მშობლებსაც კი.- მაგრამ ყოველდღე, 8 საათიანი ვარჯიშების შემდეგ ის გახდა არა მარტო კალათბურთელი, არამედ ყველადროის საუკეთესო კალათბურთელი.
დაახლოებით იგივე ისტორია აქვს მის თანაგუნდელს და ასევე ყველადროის ერთერთ საუკეთესო მოთამაშე – Scottie Pippen – ს, მაგრამ ამას აღარ განვავრცობ.
კიდევ არიან ბევრი ადამიანები სხვა სფეროებიდან რომლებიც არითვლებოდნენ ნიჭიერებად

406a42e828ee

Albert Einstein – არ ლაპარაკობდა 4მდე და ვერ კითხულობდა 7წლამდე, მას უჭირდა ხალხთან კომუნიკაცია და ბავშობაში ის თავის უაზრო ოცნებებში ცხოვრობდა (მას ჭირდა დისლექსია, დისლექსიკები ყველაფერს ჩვეულებრივ ადამიანზე ნელა და განსხვავებულად აკეთებენ, და რაღაცეების აღთქმისთვის დიდი დრო უნდათ, მაგრამ ეს არანაერ გავლენას არახდენს მათ გონებრივ შესაძლებლობებზე, პირიქით, როგორც წესი მათი IQ ჩვეულებრივ ადამიანზე მაღალია) . ეინშტეინს ასევე უჭირდა სკოლაში სწავლა, რის გამოც მისი მასწავლებლები აგდებულად უყურებდნენ.

2bea7ca86af7

ყველა დროის ერთერთი საუკეთესო ჯგუფ – The Beatles – ს არცთუ წარმატებული დასაწყისი ქონდა, რადგანაც მათთან არ აფორმებდნენ კონტრაკტს ხმის ჩამწერი სტუდიები იმ არგუმენტით, რომ გიტარის ხმა უკვე მოძველებული იყო და ხალხში ვერგაავრცელებდნენ თავიანთ მუსიკას.

49f1f5c94035

Eminem – ბავშვი რომელიც 3 ჯერ ჩარჩა მეცხრე კლასში და საბოლოოდ სკოლიდან გამოვიდა, ცხოვრობდა ტრაილერში, საგნებიდან ლიტერატურის გარდა არაფრის სწავლა არგამოსდიოდა, კანის ფერის გამო ხშირად ცემდნენ ( დეტროიტში ძირითადათ შავკანიანების უბნებში უწევდა ცხოვრება) 16 წლის ასაკში 2 ჯერ ცადა თავის მოკვლა, 21 წლის ასაკში კი ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა. იმის გამო რომ თეთრ კანიანი იყო პროდიუსერები მას სერიოზულად არუყურებდნენ – white boy can’t rap -და მის დემოს არცკი უსმენდნენ. წარმატების შემდეგ ემინემი say goodbye hollywood ში ამბობს : I never dreamt i’d get to the level that i’m at.

b3527c475d74

ამერიკის მეთვრამეტე პრეზიდენტი Ulysses S. Grant, წარუმატებელი ჯარისკაცი, ფერმერი და უძრავი ქონების აგენტი, 38 წლის ასაკში მამამისთან წავიდა რომ მისი მუშახელი გამხდარიყო.

7746ae356716

ბიზნესმენი და გამომგონებელი – Thomas Edison – რომელსაც მასწავლებელმა უთხრა რომ: იყო ზედმეტად უტვინო იმისთვის რომ რამე ესწავლა და უკეთესი იქნებოდა, თუ ის ფერმაში დაიწყებდა მუშაობას სადაც რაღაც წარმატებისთვის მაინც შეიძლება მიეღწია. მან 10 ზე მეტი გამოგონება შექმნა რომლითაც დღესდღეობით ხალხი სარგებლობს და რომლებმაც ედისონს მილიონები მოუტანა.

d1307532c37d

ადამიანი, რომელსაც გაზეთებიდან ანთავისუფლებდნენ და რომელსაც ყველა რედაკტორი იწუნებდა და ეუბნებოდნენ რომ : მას არ აქვს წარმოსახვის უნარი და მისი იდეები არაორიგინალურია. Walt Disney

be1b1ef10be2

Abraham Lincoln, ამერიკის მეთექვსმეტე პრეზიდენტი, რომელსაც საცოლე გარდაეცვალა, ორჯერ ბიზნესი დაენგრა, ნერვული აშლილობა ქონდა და 8 ჯერ დამარცხდა არჩევნებში.

daf95b3a5eed

ესეთი ადამიანები ძალიან მრავლად არიან და მათი ჩამოთვლა დაუსრუებლად შეიძლება, და ეს მაგალითები იმიტომ მოვიყვანე რომ, თუ ვინმეს რამე ჯერ არგამოგდით ეს იმას არნიშნავს რომ უნიჭოები ხართ და ყველაზე მთავარია რომ არმოეშვათ ამის კეთებას და ბოლომდე იბრძოლოთ. (რაღათქმაუნდა სათქმელად უფრო ადვილია ვიდრე გასაკეთებლად) მაგრამ ყოველთვის, როდესაც წარმატებაზე ფიქრს დაიწყებთ, გაიხსენეთ : ადვილი რომ იყოს, ყველა წარმატებული იქნებოდა. .
მაგალითი პირველი, ფეხბურთში, არის 16 წლის ბიჭი, რომელიც ყოველდღე დილის 9 საათისკენ დგება, სკოლაში მიდის, სკოლის მერე ერთი-ორი საათი ბირჟაზე დგას, ცოტას მოწევს, მერე ავა სახში, ჩანთას აიღებს და ვარჯიშზე წავა, მივა 5 წუთით ადრე, ნელა გამოიცვლის და გუნდს შეუერთდება. (ამ ვარჯიშსაც რავუთხარი ნახევარს ისაჩკავებს) საათნახევრის შემდეგ გამოიცვლის და რამოდენიმე გუნდელთან ერთად მოსაწევად გავა, ღამე სახში დაბრუნდება და მიუჯდება ფეისბუკს.
მაგალითი მეორე, ამავე გუნდში ვარჯიშობს ბიჭი, რომელიც დილით 6 საათზე დგება, დარბის და ვარჯიშობს, შემდეგ სკოლაში მიდის და ბოლო გაკვეთილის შემდეგ პირდაპირ სახში ბრუნდება, ჩანთას იღებს და ვარჯიშზე 2 საათით ადრე მიდის რომ ტექნიკაზე ან დარტყმაზე იმუშავოს, ვარჯიშის დაწყებისას ორჯერ უფრო მეტს აკეთებს ვიდრე მწვრთნელი სხვა მოთამაშეებს ეუბნება, ვარჯიშის დასრულების შემდეგაც რჩება და ისევ ტექნიკაზე ან დარტყმაზე იწყებს მუშაობას. სახში მისვლისას წვება და იძინებს რომ მეორე დღეს არგაუჭირდეს 6 საათზე ადგომა.
მაგრამ როგორც წესი ბიჭები რომლებიც მეორე მაგალითში მოვიყვანე არიან შეუმჩნევლები და უპერსპეკტივოები მწვრთნელის აზრით და ბიჭები პირველი მაგალითიდან მომავლის ვარსკვლავები (ესეც მწვრთნელების აზრით). . მაგრამ როგორც წესი, საბოლოოდ პირველი მაგალითიდან არაფერი არგამოდის და მეორე მაგალითიდან ყველა შემთხვევაში რაღაცა გამოდის, მაგრამ ჩვენთან უსპობენ მეორე მაგალითის ბავშვებს იმედებს და ისინიც თავს ანებებნ, იმიტომ რომ ხედავენ, როგორ *იქაჩებიან* საჩკავიკები. ეს უბრალოდ სპორტის მაგალითი მოვიყვანე, თორემი ყველას შეგიძლიათ იგივე პარალელი თქვენ-თქვენ სპეციალობებთან გაავლოთ. უბრალოდ არ იფიქროთ, რომ რამე არგამოგივათ ან შრომა არდაფასდება, შრომა ყოველთვის ფასდება. ბევრი რომ აგარ ვწერო რამოდენიმე ვიდეოს დავდებ, სადაც ჩემ ნაწერებზე უკეთეს მოტივაციას მოისმენთ. მაგრამ თუ მაინც ეჭვი გეპარებათ ესეთი წარმატებების არსებობაში და გგონიათ რომ მოგონილი ამბებია, ნახეთ ფილმი The Pursuit of Happyness

აი ეს ფილმია, და არამგონია რომელიმე თქვენგანს ამ ადამიანზე უფრო მძიმე ცხოვრება ქონდეს, ეს კაცი რეალური პერსონაჟია და შეგიძლიათ იპოვოთ googleში როგორც Chris Gardner

IF YOU NEVER FAILED YOU NEVER LIVED

gums

13

მსგავსი ამბები

Back to top button