არქივი

ლეონარდო და ვინჩი – “წამოძახილები წარსულიდან”

e15d7be01fa7
ვიცით მაცდუნებლად ჟღერს და შემობრძანდით სრულიადში გეთაყვებო!!!

არ მეგულება ადამიანი რომელმაც არ იცოდეს ამ პიროვნების სახელი ან ვინ იყო ის.ალბათ არ არის ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით არ ცნობს “მონა ლიზასა” და “საიდუმლო სერობას”, თუმცა ალბათ ცოტას თუ გაუგია
და ვინჩის წინასწარმეტყველებები.
ლეონარდო და ვინჩი დღემდე მიჩნეულია უნიკალურ ადამიანად, ის არ გახლდათ მხოლოდ მხატვარი, მოქანდაკე, არქიტექტორი, ანატომი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ბუნებისმეტყველი და გამომგონებელი… და ვინჩი წინასწარმეტყველიც იყო.
მის ჩანაწერებში აღმოაჩინეს საკმაოდ ბევრ დაშიფრული ტექსტი, რომლის ნაწილი საკმაოდ ადვილად ამოხსნეს და ყველასთვის გამაოგნებელი იყო, რომ ეს წინასწარმეტყველებები აღმოჩნდა.
უცნობია ლეონარდო წინასწარმეტყველების რა ხერხს იყენებდა, თუმცა მისი წინასწარმტყველებები საკმაოდ დიდი ნაწილი არასასიამოვნო და შემაშფოთებელია. ძნელია ითქვას, ეს წინასწარმეტყველებები უკვე ასრულდა თუ შორეული მომავალში მოხდება. ერთი რამ ფაქტია, ლეონარდო ისევე როგორც ფერწერაში, წინასწარმეტყველებაშიც იდუმალი და მისტიკურია.

a3eab65952ec

1)ადამიანები მოუსმენენ მათ – ვინც არ ლაპარაკობს

2) ადამიანები ისაუბრებენ მათთან – ვინც ძალიან შორს არის

3)ადამიანები ივლიან, თუმცა არ იმოძრავებენ

4) მიწა გადაიშლება… ამოვლენ სიბნელით მოცული მხეცები, რომლებიც დაიწყებენ ადამიანთა განადგურებას. დაიღუპება ბევრი სიცოცხლე, დედამიწაში ურიცხვი ნასვრეტი გაჩნდება. თუმცა ადამიანების დიდი ნაწილი გადარჩება. გადარჩენილი ადამიანები საკუთარ სახლებს დატოვებენ. დატოვებული სახლები და სხვა ყველაფერი ფრინველებისა და მხეცების ლუკმა გახდება

5) ბევრი იქნება ისეთი ხალხი, რომლებიც დაიმალებიან და ასევე გადამალავენ სანოვაგეს და საკუთარ შვილებს ღრმა გამოქვაბულებში. ადამიანები იქ, სიბნელეში იცხოვრებენ მრავალი თვის მანძილზე ყოველგვარი ბუნებრივი თუ ხელოვნური განათების გარეშე

6) დაბრუნდება ჰეროდეს დრო, როდესაც დედებს უმანკო ჩვილები წაერთმევათ

7) დედამიწის ზოგიერთ ადგილას ადამიანები გადაყრიან ყველანაირ საჭმელს და სასმელს, რომელიც მათი სიცოცხლისთვის იყო განკუთვნილი, რადგან ეს სანოვაგე იქნება სიკვდილი

8) ადვილად დასანახი იქნება ჰაერში, დიდ სიმაღლეზე ვებერთელა გველები ფრინველებს როგორ ებრძვიან

8c4b0f4c450f

ჩემის აზრით და ბევრიც დამეთანხმება არის მის წინასწარმეტყვებელაში სიმართლის მარცვლები… და ბოლომდე მაინც ვერავინ გაიგებს ვინ იყო ლეონარდო დავინჩი და ღმერთმა იცის რამდენი საიდუმლო იმალება
ზუსტად ჩვენს ცხვირწინ ,რასაც ჩვეულებრივად ვიღებთ და ვერც კი ვამჩნევთ…

წყარო: Wooden Monkey Pictures With Old Books Production… Present

bc5781204cf0

მსგავსი ამბები

Back to top button