არქივი

რა მოხდება თუ კოსმოსში თოფს ვისვრით?!

5dbfbf976b13

ამ პოსტში პასუხს გავცემთ კითხვას: რა მოხდება თუ კოსმოსში თოფს ვისვრით?!

კოსმოსში ჟანგბადი არაა, უჟანგბადო ვაკუუმში კი როგორც იცით ცეცხლი ვერ გაჩნდება, თუმცა თანამედორვე თოფებს სულაც არ სჭირდებათ ცეცხლი, რადგან მათ საკუთარი მჟანგავი აქვთ. ეს მჟანგავი არის ქიმიური ელემენტი, რომელიც სასხლეტის გამოკრის დროს ეხმარება დენთს აფეთქებაში. სწორედაც რომ კოსმოსში შეგვიძლია თოფის სროლა და სულაც არ არის საჭირო ატმოსფერული ჟანგბადი.

ერთადერთი განსხვავება იქნება გასროლის შემდგომი კვამლის ფორმა. როგორც ბრაუნის უნივერსიტეტის ასტრონომი, პეტერ შულცი (იგი ასევე შეისწავლის ვულკანის კრატერებს) ამბობს, “ლულის თავიდან სფეროსებრი კვამლი გამოვა, რომელიც ნელნელა გაფართოვდება”.

წარმოიდგინე, რომ კოსმოსში ხარ თავისუფლად და გაქვს იარაღი თავისი 1 ტყვიით. თუ შენ სასხლეტს ხელს გამოკრავ, ნიუტონის მესამე კანონის თანხმად, თოფი უკუქმედებას განიცდის. უკუქმედების ძალა იქნება ტყვიის გასროლის ძალის ტოლი, ოღონდ საპირისპირო მხარეს მიმართული. ანუ თუ ჩვენი ნასროლი ტყვია 1000მ/წმ-ით წავა, თოფი უკუქმედებას განიცდის, რახან თოფი ჩვენ გვიკავია ჩვენ განვიცდით უკუქმედებას და იმის გამო, რომ ჩვენი მასა ტყვიის მასაზე ბევრად დიდია, ჩვენ ტყვიის საპირისპირო მხარეს დაახლოებით 1სმ/წმ-ით გადავაადგილდებით.

როდესაც შენ ტყვიას გაისვრი, ტყვია გადაადგილებას გააგრძელებს სამუდამოდ. ასე ვთქვათ ტყვია არასოდეს შეწყვეტს მოძრაობას.
“ტყვია არასოდეს შეწყვეტს მოძრაობას, რადგან სამყარო ყოველთვის ფართოვდება, თანაც ძალიან სწრაფად, მას კი ტყვია ვერასოდეს დაეწევა” – ამბობს მატიჟა ქუკი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი.

თოფები მართლაც რომ გაუტანიათ კოსმოსში. რუსი კოსმონავტების ათეულების აღჭურვილობაში თოფებიც შედიოდა. თუმცა ეს თოფები არ იყო უბრალო და ჩვეულებრივი. ჯეიმს ობერგის(კოსმოსის ისტორიის ექსპერტი) თქმით “ეს თოფები იყო საუცხოო All-In-One-ის ტიპის. მათ ქონდათ 3 ლულა, დასაკეცი კონდახი, რომელზეც მაჩეტე იყო მიმაგრებული.” ეს თოფები რუსებს არა საომრად, არამედ არაკეთილმოსურნეთაგან თავის დასაცავად ჰქონდათ, იმ შემთხევაში თუ მათი კოსმოსური ხომალდი “საიუზი” რაიმე კატასტროფას განიცდიდა.

რა მოხდება თუკი კოსმონავტი იუპიტერს ესვრის ტყვიას?

ფიზიკოსი რობერტ ფლეკის თქმით იუპიტერის გრავიტაცია თავისკენ მიიზიდავდა ტყვიას, იმ შემთხვევაშიც კი თუ თოფი ცუდად იქნა დამიზნებული.
“იუპიტერი იმდენად დიდია, რომ იგი მიიზიდავს ტყვიას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თოფი იუპიტერისგან მოშორებით იქნება დამიზნებული” – ამბობს რობერტი.

შულცის თქმით ტყვიას გასაოცარი ძალა ექნება, თუკი იგი პირდაპირ იუპიტერისაკენ იქნება დამიზნებული, რადგან იუპიტერის გრავიტაცია მიიზიდავს ტყვიას და მისი სიჩქარე დაახლოებით 60კმ/წმ იქნება.

ესროლო ტყვია სხვა ადამიანს ზურგში, ეს მარტივია და ლაჩრობადაც მიიჩნევა, მაგრამ კოსმოსში შენ თეორიულად შეგიძლია შენ თავს ესროლო ზურგში ტყვია!

როგორც ვიცით კოსმოსში ყოფნისას ჩვენ დედამიწა იმ დონეზე მიგვიზიდავს, როგორც იგი ნებისმიერ მიწაზე მდგარ ადამიანს. მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ არ ვვარდებით დედამიწაზე კოსმოსიდან? დიახაც რომ ჩვენ ვვარდებით დედამიწაზე, ჩვენ მივემართებით მისკენ, თუმცა დედამიწა ხომ ბრუნავს. ანუ ამით იმის თქმა მსურს, რომ ჩვენ დედამიწისკენ ვეშვებით იმდენად, რამდენადაც დედამიწა ჩვენგან “მიდის”! უფრო კარგად რომ გაიგოთ უყურეთ ამ ვიდეოს:

ანუ თუ ჩვენ სრული სიზუსტით ჰორიზონტალურად ვესვრით პლანეტას, როგორიცაა დედამიწა, ტყვიას, იგი ჩვენ ზურგში მოგვხვდება(თუ რა თქმა უნდა დიდი ხნის განმავლობაში არ გავინძრევით და დაველოდებით ტყვიას).

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button