არქივი

შეიქმნა ადამიანის ტვინის მსგავსი ჩიპი

08539ca6f585
არ არის გამორიცხული, რომ თანამედროვე ადამიანი მოესწროს ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტების გამოჩენას და განვითარებას დედამიწაზე.

ევროპელმა მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა მიკროპროცესორი, რომელიც მუშაობს ზუსტად ისე, როგორც ადამიანის ტვინი. დეველოპერები აცხადებენ, რომ ჩიპი მუშაობს როგორც ტვინი, მხოლოდ მინიატურული. პროცესორი სიმულირებს 50 000 ნეირონის მოქმედებას. ეს ჩიპები შეიქმნა ადრე დამზადებული “ელექტრო ტვინის” საფუძველზე.

ჩიპი ფუნქციონალურად საკმაოდ ჩამორჩება რეალურ ტვინს, თუმცა მუშაობის პრინციპი ორივეს ერთნაირი აქვს, ასევე მიცროპროცესორი მოქმედებს 100 000–ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე ადამიანის ტვინი.

“ჩვენ არ ვცდილობთ სრულფასოვანი ადამიანის ტვინის ანალოგის შექმნას, ჩვენი მიზანია ტვინის სტრუქტურის კომპიუტერულ ტექნოლოგიაში რეპროდუქცირება. ესეთი მიდგომა ერთის მხრივ, მოგვცემს საშუალებას უკეთ გავეცნოთ ადამიანის ტვინს და მეორეს მხრივ, დავამზადოთ ისეთი მიკროჩიპები, რომლებსაც შეეძლებათ ერთდროულად ათასობით ინფორმაციის დამუშავებას”, — განაცხადა გერმანიაში ჰეიდელბერგის უნივერსიტეტის ნეიროფიზიკოსმა, კარლჰაინც მეიერმა (Karlheinz Meier).

მეცნიერების თქმით, იმისთვის, რომ ჩიპმა მიაღწიოს ადამიანის ტვინის დონეს, საჭიროა რამდენიმე ათასი ახალი პროცესორის გაერთიანება და კომბინირებული მუშაობა, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი მილიარდზე მეტი (ადამიანის ტვინის ნეირონების რაოდენობა) ნეირონის მოქმედების სიმულირება.
წყარო:blogroll.ge

მსგავსი ამბები

Back to top button