არქივი

საინტერესო ფაქტები

4da029ea9449
ყოველ წამს დედამიწაზე 44-მდე გაელვება ხდება. წელიწადში 1,4 მილიარდამდე. მათი 80% ღრუბლის შიგნით ხდება ხოლო 20% მიწის მახლობლად. ელვათა რაოდენობის რეკორდსმენია ადგილი სოფელ კიფუკასთან, რომელიც რესპუბლიკა კონგოს აღმოსავლეთში, ზღვის დონიდან 957 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. აქ ყოველწლიურად კვადრატულ კილომეტრზე 158 ელვა მოდის.

მეცნიერები უცნაურ ტყვიის კუბოს შეისწავლიან

სპეციალისტთა ჯგუფი მიჩიგანის უნივერსიტეტიდან დიდი ზომის ტყვიის კუბოს გამოიკვლევს, რომელიც რომთან ახლოს მდებარე ძველი ქალაქის ნანგრევებში აღმოაჩინეს შარშან ზაფხულს.

ასეთი კუბო ძალიან უცნაურია რომაული ცივილიზაციისათვის, რადგან ისინი არ იყენებდნენ ან თუ იყენებდნენ მხოლოდ ხის კუბოს. ამასთან ერთად ის ძალიან დიდია და ნახევარ ტონას იწონის. მეცნიერებმა უნდა გაარკვიონ, თუ ვინ არის გადახვეული ამ 2,5 სანტიმეტრის სისქის ტყვიის ფირფიტაში და რატომ დახარჯეს ამ ადამიანზე რომაელებმა ამდენი მეტალი.

ფიზიკოსებმა მსუბუქი ატომების სურათის გადაღება შეძლეს

მწვანედ შემოსაზღვრული ჰექსაგონალური სტრუქტურის მქონე ბორის ნიტრიდი შეიცავს სამ კაშკაშა აზოტის და სამ ბნელ ბორის ატომებს.

ტირანოზავრის წინაპრები ავსტრალიაში ცხოვრობდნენ

დინოზავრებ შორის ყველაზე ცნობილი Tyrannosaurus rex, 110 მილიონი წლის წინათ ავსტრალიაში ბინადრობდა და ზომებით ადამინზე ციტა დიდი იყო.
ადრე ტირანოზავრის ნამარხებს მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში პოულობდნენ და გარკვეული დროის მანძილზე ითვლებოდა, რომ ისინი სამხრეთ კონტინენტებზე საერთოდ ვერ მოხვდნენ. თუმცა შემდეგ ნაპოვნი იქნა სხვა, ტრადიციულად ”ჩრდილოელი” დინოზავრების ჩონჩხებიც. აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში და ავსტრალიაში ”ჩრდილოელი” დინოზავრების კვალის არ არსებობა ძალიან საეჭვოდ გამოიყურებოდა.
დოქტორმა როჯერ ბენსონმა კემბრიჯიდან და მისმა კოლეგებმა, გათხრების დროს დინოზავრების ყურეში, რომელიც ავსტრალიის შტატ ვიქტორიაშია, აღმოაჩინეს 30 სანტიმეტრიანი, მხოლოდ ტირანოზავრებისათვის დამახასიათებელი ფეხის ზედა ნაწილის ძვალი. ის ტირანოზავრების ახალ სახეობას ეკუთვნის,NMV P186069, რომელიც ტირექსზე 40 მილიონი წლით ადრე არსებობდა.
ახალი სახეობა NMV P186069 ცარცულ პერიოდში ცხოვრობდა, იმ დროს, როცა ავსტრალია, აფრიკა და სამხრეთ ამერიკა ჩრდილოეთ კონტინენტებს გამოეყვნენ, თუმცა ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს ერთმანეთისაგან დაშორება. ეს ტირანოზავრი 80 კგ იწონიდა, სიგრძეში კი 3 მეტრს აღწევდა. ნამდვილად პატარაა ნათესავ ტირექსთან განსხვავებით, რომელიც 12 მეტრიანი იყო და 4 ტონას იწონიდა. ახლა მეცნიერებმა ის უნდა გაარკვიონ, თუ რატომ გადაიქცნენ გიგანტურ მტაცებლებად მხოლოდ ”ჩრდილოელი” ტირანოზავრები.

შავი პინგვინი

ამ პინგვინს პიგმენტაცია აქვს დარღვეული, მის ორგანიზმში შავი პიგმენტები ჭარბობს. თუმცა ის კომფორტულად გრძნობს თავს და თანამოძმეებისაგან არც ქცევით გამოირჩევა. მონაცემების მიხედვით ასეთი ანომალია ძალიან იშვიათად ხდება, ასეთი ფრინველის ნახვის შანსი მილიონში ერთია.

მზის სისტემა მტვრისა და გაზისაგან შემდგარ ნისლეულში შევა

დედამიწიდან 1,5 მილიონი კილომეტრით დაშორებული ”პლანკის” სახელობის კოსმოსურმა ობსერვატორიამ მზის სიტემის მოძრაობის მიმართულებისკენ კოლოსალური ზომების ცივი მტვრის ფენა დააფიქსირა(სურათი შედგენილია ინფრაწითელი დიაპაზონის სამ სხვა და სხვა სიხშირეზე). გიგანტური მტვრის ძაფები დედამიწიდან 500 სინათლის წლითაა დაშორებული. ტალღის იმ სიგრძეზე, რომელზეც ”პლანკი” მუშაობს, ცივი მატერის აღმოჩენა ადვილი. ამ მტვრის ზოგიერთი ფრაგმენტის ტემპერატურა 12 დან რამოდენიმე ათეული კელვინია(0 კელვინებით -273,15 გრადუსია ცელსიუსით). ამ ეტაპზე უცნობია რა მექანიზმმა მისცა ამ ღრუბლებს ფორმა, შესაძლებელია მათ ფორმირებაში მონაწილეობდნენ როგორც გრავიტაციული ძალები ისე ვარსკვლავების მიერ ამოფრქვეული დამუხტული ნაწილაკების ნაკადი(პლაზმა) და მაგნიტური ველები.(შუაში ვარდისფერი ზოლი გალაქტიკური სიბრტყის ჩხელი გაზებია).

წარმოადგენს თუ არა ეს მტვერი საშიშროებას დედამიწისთვის ჯერჯერობით უცნობია. დაკვირვება გრძელდება, რადგან მეცნიერებისათვის კვლევის საგანს წარმოადგენს ის, თუ როგორ ჩნდებიან ასეთი ცივი მტვრისა და გაზის გროვებისაგან ახალი ვარსკვლავები.

მეცნიერებმა კიბორჩხალა და მედუზა იპოვეს ანტარქტიკის ოკეანის სქელი ყინულების ქვეშ

ნასას სპეციალისტთა ჯგუფმა ანტარქტიკის ყინულოვანი ჯავშნის ქვეშ კრევეტების შორეული ნათესავი და მედუზას საცეცი იპოვეს. ადგილი სადაც კვლევა მიმდინარეობდა 19 კმ-ითაა დაშორებული ზღვიდან. მათ კამერა 180 მეტრიან ჭაში ჩაუშვეს ყინულის დასათვალიერებლად და ვარდისფერი კიბორჩხალა-ამფიპოდი( Lysianassoidea) აღმოაჩინეს, რომელიც კრევეტს ჰგავდა, სიგრძით დაახლოებით 7 სანტიმეტრი. ეს არსება კამერის სადენის გარშემო ცურავდა. დაინახეს აგრეთვე საცეცი, ის დაახლოებით 30 სანტიმეტრი ზომის მედუზას უნდა ეკუთვნოდეს.
ეს იგივეა, რომ აუზის ერთ პატარა ჰაერის ბუშტუკში არა ერთი არსება ცხოვრობდეს. რთული ორგანიზმების აღმოჩენა ასეთი სისქის ყინულის ქვეშ პირველად მოხდა. რადგან ზღვამდე მანძილი დიდია, ბიოლოგებმა დაასკვნეს, რომ კობორჩხალა და მედუზა შორიდან კიარ მოცურდნენ, არამედ ყინულის ქვეშ ბინადრობენ. გამოდის, რომ ცოცხალი ორგანიზმების ამტანობის შესახებ კიდევ ბევრი რამე არ ვიცით, ეს ფაქტი საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ცოცხალი ორგანიზმები შეიძლება სხვა პლანეტების ყინულით დაფარული თანამგზავრების სიღრმეებშიც არსებობენ.

ყველაზე პატარა კაცი მსოფლიოში, გარდაიცვალა.

იტალიაში 21 წლის, პლანეტაზე ყველაზე პატარა კაცი ჰე პინპინი გულის შეტევით გარდაიცვალა.

აღმოაჩინეს თუ არა ატლანტიდა?

ვერსიების რიცხვმა ატლანტიდის ადგილსამყოფელის შესახებ ათეულებს გადააჭარბა, ხოლო ძველ წყაროებსა(ძველი აღთქმის ჩათვლით) და თანამედროვე არქეოლოგიურ დამთხვევებზე ნარკვევებმა ათასებს. ბოლო ვერსიით ის ესპანეთის სანაპიროზე აღმოაჩინეს, თანამგზავრიდან გადაღებული სურათების საშუალებით.

იქ სადაც მიუთითებდა პლატონი აგრეთვე ნახეს ვულკანური წარმოშობის კუნძული წყალ ქვეშ, ანუ გიბრალტარის სრუტედან დასავლეთით,320 კიმ-ის მანძილზე. ქალაქი 10 000 წლის წინათ ჩაიძირა. 1960 წელს ნანგრევებს შორის მყვინთავებმა აღმოაჩინეს ასეულობით სპილოს ჩონჩხი, რაც ზუსტად ემთხვევა პლატონის მტკიცებას, რომ ატლანტიდაზე ძალიან ბევრი სპილო იყო. 2000 წელს იაპონიის მახლობლად იპოვეს წყალქვეშა ქალაქი, ფსკერზე 500 კილომეტრის რადიუსით ძალიან ბევრი ქალაქის ნაშთია შემორჩენილი. კუნძულ ოკინავას ნაპირებთანაც მყვინთავებმა აღმოაჩინეს ნაქალაქარი. გრძელი ქუჩები, ბულვარები, გრანდიოზული კიბეები, თაღები, ერთმანეთთან უზუსტესად მისმული გიგანტური ბლოკებისაგან შემდგარი ნაგებობები. იმავე წლის სექტემბერში ოკინავას სამხრეთით პირამიდს მაგვარი შენობა იპოვეს 50 მეტრის სიღრმეზე.როგორც ჩანს ის ცერემონიათა დარბაზის ცენტრი იყო.

2001 წლის ზაფხულში კუბის დასავლეთ სანაპიროსთან 600 მეტრ სიღრმეზე კიდევ ერთი ჩაძირული ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც გიგანტური ქვების, მეგალითებისაგან იყო აშენებული. უფრო დაწვრილებით დათვალიერების მერე აღმოჩნდა, რომ ეს იყო პლატო პირამიდის ფორმის სიმეტრიული ქვის ნაგებობებით.აგრეთვე კუთხეებიანი ქუჩებითა და სახლებით. ქალაქი დაახლოებით 6000 წლისაა, წყალში ჩაძირვა მიწისძვრებმა და ვულკანურმა აქტიურობამ გამოიწვია.

ატლანტიდა ჯერ კიდევ არაა ნაპოვნი, ასე რომ ყველას შეუძლია წვლილი შეიტანოს მისი აღმოჩენის საქმეში.

დინოზავრების წინაპარი

მეცნიერთა ჯგუფმა ტანზანიაში აღმოაჩინა დინოზავრების ევოლუციის რტოს ერთ-ერთი ადრინდელი წარმომადგენელის გაქვავებული ჩონჩხი. ასილიზავრის სიმაღლე 0,5-1 მეტრამდე იყო, სიგრძე 1-3 მეტრამდე ხოლო წონა 10-30 კგ. სიარულის დროს ოთხივე ფეხს იყენებდა და ტანი ჰორიზონტალურად ეჭირა, ქონდა სამკუთხედი კბილები.

დინოზავრები მაინც ასტეროიდმა დახოცა…

საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა ყველაზე უფრო ვრცელი ანალიზი დინოზავრებისა და სხვა რიგი ცხოველების გადაშენების თემაზე და გამოიტანა დასკვნა, რომ კატასტროფის მიზეზი და მასობრივი გადაშენება მასიური ასტეროიდის დედამიწაზე ჩამივარდნის გამო მოხდა.

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მათ უარყვეს ვერსიები სუპერ ვულკანების ამოფრქვევის ან ზეახალი ვარსკვლავის ახლო აფეთქების შესახებ. არც ბიოსფერული ცვლილებები მიიჩნიეს დინოზავრების მასიურად დახოცვის მიზეზად. მასალები წარმოდგენილი და განხილული იყო მთვარისა და პლანეტების კვლევის 41-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე ა.შ.შ-ში.

20 წლიანი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კატასტროფა 10-15 კმ დიამეტრის ასტეროიდის ან კომეტის ჩამოვარდნამ გამოიწვია ეხლანდელი მექსიკის ტერიტორიაზე, კუნძულ იუკატანთან. დარტყმის შემდეგ 180 კმ დიამეტრის კრატერი გაჩნდა. ამ აფეთქების ნამსხვრევები მთელი დედამიწის ზედაპირზეა მიმოფანტული. კლიმატოლოგები,პალეონტოლოგები,გეოქიმიკოსები,გეოფიზიკოსები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ასტეროიდის ჩამოვარდნა არის ერთად ერთი მიზეზი კატასტროფისა.

კონფერენციის ბრიტანელმა მონაწილემ განაცხადა, რომ ასტეროიდი ტყვიაზე 20-ჯერ მეტი სიჩქარით შემოვიდა ატმოსფეროში. როგორც ცეცხლოვანი გიგანტური ბურთი ისე გამოჩნდებოდა ჰორიზონტზე და ახლოს მყოფ ნებისმიერ ცოცხალ არსებას მაშინვე დაწვავდა. დარტყმის სიმძლავრე 100 ტრილიონი ტონა ტროტილის აფეთქების ექვივალენტი იყო, ანუ მილიარდჯერ მეტი იაპონიაში აფეთქებული ატომური ბომბების სიმძლავრეზე. დინოზავრების არსებობას საბოლოო წერტილი აფეთქების შედეგად ჰაერში ასულმა მტვერმა დაუსვა, რადგან ამის შედეგად მზის სხივი დედამიწამდე ვეღარ აღწევდა. შეჯახება

ყველა მეცნიერული დისციპლინებიდან თავმოყრილმა მასალამ დაადასტრურა, რომ 65 მილიონი წლის წინათ სახეობათა გადაშენების მიზეზი სწორედ ასტეროიდი იყო.

საინტერესო ფაქტები ელვაზე

როი სალივანი ცოცხალი გადარჩა მეხის მეშვიდედ დაცემის მერეც.

ამერიკელი მაიორი სამერფორდი გარდაიცვალა მესამედ მეხის დაცემით გამოწვეული ავადმყოფობისაგან. მეოთხე მეხი კი მის საფლავზე დადგმულ ქვას დაეცა!!!
იაპონიის მთებში მიმავალ მთამსვლელების მწყობრში ელვამ ყოველი მეორე ადამიანი მოკლა.

იტალიელი მეწაღის სახელსნოზე დაცემულმა მეხმა ყველა ლითონის საგანი დაამაგნიტა.

შარშან საქართველოში სფეროსებრმა ელვამ ორი ადამიანი იმსხვერპლა.

სპირალური გალაქტიკა NGC 4565(საერთშორისო ნუმერაციით)

ეს 40 მილიონი სინათლის წლით დაშორებული სპირალური გალაქტიკა ძალიან გავს ჩვენსას, მას გვერდიდან ვხედავთ, რის გამოც გალაქტიკა ნემსი შეარქვეს.. სიგრძით 100 ათასი სინათლის წლისაა. სურათზე მაღლა მარჯვნივ ჩანს მისი მეზობელი NGC 4562. მისი დანახვა სამოყვარულო ტელესკოპებითც შეიძლება, ამიტომ ასტრო მოყვარულებს უკვირთ, როგორ ვერ აღმოაჩინა ეს ციური შედევრი გალაქტიკური კატალოგის შემქმნელა ასტრონომმა მესემ.

ჩილეს მიწის ძვრამ დედამიწის ღერძი უმნიშვნელოდ გადახრა და ღერძის გარშემო ბრუნვის დრო მიკროწამით დააჩქარა. ეს არანაირ კატასტროფაზე არ მეტყველებს. ყოველი ძლიერი მიწის ძვრის თანმხლები მოვლენაა .

თევზის წვიმა

ავსტრალიის უდაბნოში მდებარე ქალაქ ლაჯამანუში თევზის წვიმა მოვიდა. ზოგიერთი თევზი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ექსპერტები თვლიან, რომ ეს ქორჭილები ქარიშხლის პსხვერპლი არიან, რომელიც აქედა 500 კმ-ით დაშორებულ მდინარესთან იყო.

უკანასკნელი 30 წლის მანძილზე თევზის წვიმა რამდენიმეჯერ დაფიქსირდა. 1974 და 2004 წლებში.

ყველაზე დიდი კრისტალები

ზოგიერთი მათგანი 13 მ სიგრძისა და 1 მ სიგანისაა. ასეთი კრისტალები მექსიკის შტატ ჩიუაუაში , გამოქვაბულ ნაიკაში აღმოაჩინეს.

უკვდავი არსება

მედუზა (Turritopsis nutricula) სულ 4-5 მილიმეტრის ზომისაა. ჩვეულებრივად მედუზები კვდებიან გამრავლების მერე, ამ მედუზას კი შეუძლია გაახალგაზრდავდეს.

ყველაზე ძველი ფეხსაცმელი

არქეოლოგებმა სომხეთის სამხრეთ პროვინცია ვაიოც ძორში აღმოაჩინეს 37 ფეხის ზომის უძველესი ფეხსაცმელი. გამოქვაბული, სადაც თივით დათბილული ფეხსაცმელი იპოვეს სავსე იყო ცხოველური ექსკრემენტებით, რამაც თავისებური კონსერვანტის როლი შეასრულა და ფეხსაცმელი კარგად შეინახა. რადიონახშირბადული ანალიზით დადგინდა, რომ ფეხსაცმლის ასაკი 5,5 ათასი წელია.

წყარო: http://astronomia.ucoz.org

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button