არქივი

უცნაური ვაჭრობა იბეიზე

3675fe6193e0
♥ იბეი ალბათ ყველამ იცის, რისი პოვნა არ შეიძლება იქ, სულო და გულო, გადმოლაგებულია ყველაფერი, მოკლედ გემოვნებაზე არ დაობენო ნათქვამია და ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეუძლია დაიკმაყოფილოს უსასრულო სურვილთა წყება. ჩვეულებრივი ნივთების გარდა იბეიზე ზოგისთვის საოცარი ნივთებიც იყიდება, სწორედ ასეთ შემთხვევებს ეხება ეს პოსტიც.♥

♥1.♥ 54c6f377b0aa
გაგიკვირდებათ და ადამიანმა როგორც ჩანს ცხოვრების (სიცოცხლის) მნიშვნელობას მიაგნო, ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე ჩათვალა და აუქციონზეც გამოიტანა : ) თუმცა დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა ამ იდეამ, მხოლოდ 8 ადამიანმა გამოთქვა სურვილი შეძენაზე, მიზეზი შესაძლოა იმაშია, რომ ან ბევრმა უკვე იცის სიცოცხლის მნიშვნელობის აზრი, ან კიდევ ადამიანებს ეს არც აინტერესებთ. აზრი 10,50 $-ად გაიყიდა.

♥2.♥ 1dc281556c22
გოგონას ქალიშვილობა
ამ ფაქტმა დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი გამოიწვია, ალბათ ბევრ თქვენგანს გაუგია, თუმცა ვინც არ იცის ახლა გაიგოს. აუქციონზე ქალიშვილობაც გამოიტანა გოგონამ, რადგან სწავლის ქირა ჰქონდა გადასახდელი, ვაჭრობა 10,000 $-დან დაიწყო და რა თქმა უნდა ზევით აიწია, საბოლოოდ გამარჯვებული ერთი ბიზნესმენი გამოვიდა, რომელმაც შესაშური ჯენტლმენობა გამოიჩინა, გოგონას ფული გადაურიცხა და არც კუთვნილი ქალიშვილობა მოსთხოვა.

♥3.♥ 6708781e68a7
ამ ქალბატონს გამარჯვებული სახით ხელში რომ უპყრია რაღაც ის 10 წლის ყველის სენდვიჩია : )) ეს უბრალო ყველის სენდვიჩი არ გეგონოთ, ის 28 000 $-ად გაიყიდა იბეიზე, ახლა სენდვიჩების დაძველების ბიზნესის წამოწყებაზე ფიქრს შეეშვით, მაგის გამო არ გაყიდულა ამხელა ფასად. საქმე ის გახლავთ რომ თუ დაუკვირდებით ზედ ქალის სახეა გამოსახული, მის პატრონს სწამს, რომ ეს თვით წმინდა მარიამის სახეა, საიდან დაასკვნა ეგ არ უთქვამს, მოკლედ კარგი ფული კი გააკეთა და რას დარდობს.

♥4.♥ 0aa398821b0a
ეს ქალი სავარაუდოდ აქეთ ეცა, იქით ეცა, გული ვერსად მოიოხა და ისევ იბეიზე გამოფინა ქმრის საყვარლის საცვალისა და მათი ვნებიანი ღამის დამადასტურებელი პრეზერვატივის ცარიელი კოლოფის ფოტო, ამ ფოტოს გაყიდვას აპირებდა ზუსტად : ))) ან ცოტა ვერაა დალაგებული და ან ,,აღშფოთებულ” მდგომარეობაში იმყოფებოდა :(

♥5.♥ 9aa9619c0109
ეს უცნაური ფიგურა პატრონმა ეზოში იპოვნა და მაშინვე მოიხიბლა, ერთი შეხედვით ვერ გაარკვია თუ რა იყო, თუმცა მაშინვე შავ მაგიასთან, ჯადოსთან და ვუდუსთან დააკავშირა, შემდეგ კი ნივთის ,,იდუმალების” ხათრით ფულის გაკეთებაც მოინდომა იბეიზე.

♥6.♥ 691c7e3df520
ონლაინ კაზინომ მოჩვენება ბაბუის ჯოხი 65 000 $-ად შეიძინა, ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ბაბუის გარდაცვალების შემდგომ, 6 წლის შვილიშვილმა აიკვიატად, რომ ბაბუა კვლავ მათთან იყო, მისი სული არ შორდებოდა იქაურობას, მშობლებმა კი, ასეთ ხერხს მიმართეს, ბავშვი დაარწმუნეს, რომ გარდაცვლილი ბაბუის სულს გაყიდიდნენ და ამის მერე ბავშვს აღარ შეაწუხებდა, მართლაც იბეიზე სცადეს სულის გაყიდვა, მაგრამ რადგანაც ეს წესებით არაა გათვალისწინებული, ანუ გასაყიდი მასალა ხელშესახებ რამეს უნდა წარმოადგენდეს, ამიტომაც პირობითად ბაბუის ჯოხის გაყიდვა მოისაზრეს. მგონი არც ისე პატარა თანხაც ჩაიჯიბეს :evil: შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოც

♥7.♥ 4421b6ab9a16
Melissa Heuschkel-მა გადაწყვიტა ჯერ კიდევ მუცლად მყოფი შვილისთვის სახელის დარქმევის უფლება სხვისთვის მიეყიდა, ამისთვის კი იბეის მიმართა, რა თქმა უნდა არ დააყოვნა ერთ-ერთმა საიტმა, რომელსაც ბავშვის ქუდზევ მშვენივრად ამოიკითხავთ, ხოდა 15500$-დან შეიძინა ეს უფლება, ბავშვს კი საიტის სახელწოდება ანუ Golden Palace დაარქვეს : )) დედამისი გოლდის ეძახის და ძალიანაც მოსწონს შვილის გამორჩეული სახელი, საინტერესოა თავად ბავშვი რას იტყვის ამის თაობაზე როცა გაიზრდება

მსგავსი ამბები

Back to top button