არქივი

მიურატები

4f7fc9d67417

(სურათზე ხედავთ იოჰამ მიურატს!)

მიურა (ფრანგ. Murat), ფრანგული არისტოკრატიული საგვარეულო, რომელიც სათავეს იღებს საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ I-ის სიძისა და და მხედართმთავრის იოაჰიმ მიურატისაგან. მისი შთამომავლები ცხოვრობენ საფრანგეთსა და საქართველოში.

მიურატების საგვარეულოს პირველი ცნობილი წარმომადგენელი, ვინმე პიერ მიურატი, XVII საუკუნეში ცხოვრობდა. მისი შვილთაშვილი იყო მარშალი იოაჰიმ მიურატი (1867-1815), მედუქნის შვილი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა პრინც მიურატთა სახლს. მისი უფროსი ძმა, ანდრე მიურატი, ნეაპოლის სამეფოს გრაფის ტიტულს ატარებდა 1810 წლიდან. ეს შტო 1899 წელს დასრულდა. იოაჰიმისა და ნაპოლეონის დის, კაროლინის, უფროსი ვაჟი აშილი (1801-1847) უშვილოდ გარდაიცვალა და პრინც მიურატის ტიტული აშილის უმცროს ძმას ლუსიენსა (1803-1878) და მის შთამომავლობას გადაეცა. 1812 წლიდან ლუსიენს ასევე ჰქონდა პრინც პონტეკორვის ტიტული, რომელსაც საგვარეულოს წარმომადგენლები დღემდე ატარებენ. მიურატთა სახლის ამჟამინდელი თავია ლუსიენის უფროსი ვაჟის იოაჰიმის (1834-1901) შვილთაშვილი იოაჰიმი, მე-8 პრინცი მიურატი (დ. 1944), რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს.

ლუსიენ მიურატის უმცროსმა ვაჟმა, აშილმა (1847-1895), 1867 წ. პარიზში იქორწინა სალომე დადიანზე (1848-1913), სამეგრელოს მთავრის დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილზე. ისინი ერთხანს სამეგრელოში, მათ მიერ მოწყობილ დადიანების ცნობილ რეზიდენციაში ცხოვრობდნენ. აშილისა და სალომეს შთამომავალი, ალენ მარი იოაჰიმ ნაპოლეონ მიურატი (დ. 1943) მეუღლესთან — ვერონიკა დე ტრემეკურსა და შვილებთან ერთად საქართველოში დასახლდა. მიურატები ამ დროიდან ზუგდიდში, დადიანების საგვარეულო მამულში, ცხოვრობენ და ჩართული არიან ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

წყარო:ვიკიპედია

Giorgi Chavle

davibade 1997 wlis 4 agvistos. var warchinebuli moswavle. mivige meore xarisxis diplomi leqsebis konkursshi.vcxovrob batumshi. samjer makvs migebuli 1 xarixis diplomi swavlashi. sayvareli sagania-biologia, sayvareli maswi-qartulis, bevri ram vici-egvipteze. ar miyvars-tyuili da geograpia :)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button