კულტურა

საქართველოს წაგებული ბრძოლები: მარაბდის ბრძოლა

40d9b164a357

წარმოგიდგენთ ინფორმაციას მარაბდის ბრძოლაზე.

მარაბდის ბრძოლა
ქართლ–კახეთის წინააღმდეგ ირანის შაჰ აბას I–ის ომები ერთ–ერთი ყველაზე სისხლიმღვრელი ეპოეაა საქართველოს ისტორიაში. ყიზილბაშთა ერთ–ერთმა მეთაურმა, გიორგი სააკაძემ უღალატა შაჰ აბასს და მის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო. წსრთლ–კახეთის აჯანყების ჩასაქრობად შაჰმა, მარტყოფის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ , ახალი დიდი ჯარი გაგზავნა საქართველოში თავისი სიძის, ისახან ყირჩიბაშის სარდლობით. ირანელთა არმია 1625 წლის ივნისის ბოლოს საქართველოში შემოვიდა და მდინარე ალგეთის ხეობაში, მარაბდის ველზე დაბანაკდა. ირანის 60 ათასიანი არმიის წინააღმდეგ ქართველთა 20 ათასიანი ჯარი იბრძოდა, რომელსაც თეიმურაზ I სარდლობდა. გიორგი სააკაძე ამ ბრძოლაში ხელმძღვანელობიდან ჩამოაცილეს. ამის მიზეზი ქართველთა სარდლობაში აზრთა სვადასხვაობა იყო. გიორგი სააკაძე მოითხოვდა დაცდას, სანამ მტერი თვითონ არ გადმოვიდოდა შეტევაზე, რადგან დიდი სიცხის გამო ქართველთა ჯარს, განსაკუთრებით ქვეითებს, მარაბდის დაბალ ველზე ბრძოლა გაუჭირდებოდათ, თანაც კოჯორ–ტაბახმელას ვიწროხევებიან მიდამოებში მტერს მთლიანად გაშლისა და ძალების სრული გამოყენების საშუალება არ ექნებოდა. სამხედრო თათბირმა სააკაძის გეგმა უარყო. გადაწყვდა ბრძოლა მეორე დღეს, 1625 წლის 1 ივლისს დაეწყოთ.

როგორც ჩანს, ირანელთა სარდლობა მოელოდა ქართველთა შეტევას: ყიზილბაშებმა სანგრები ააგეს და ზარბაზნები შემოუწყვეს, ზარბაზნების უკან ოთხ რიგად მეთოფეები განალაგეს, მოწინავე ჯარს ამირგუნა–ხანი სარდლობდა, ცენტრს კი თვით ისა–ხან ყორჩიბაში. წინ რჩეული ცხენოსნები მოიწევდნენ. შეტევა შეაფერხა ყიზილბაშთა სანგრებიდან გაჩაღებულმა თოფების და ზარბაზნების ცეცხლმა. მაგრამ ქართველები ამან ვერ შეაჩერა და ისინი დიდი სიწრაფით შეიჭრნენ მტრის ბანაკში და მეწინავე რაზმები გადათელეს.

ამირტუნა–ხანი სასიკვდილოდ დაიჭრა. ქართველთა ლაშქარი მტრის მეთოფეებს დაატყდა და მათი წყობა დაშალა. ქართველთა გამარჯვება თითქმის გარდაუვალი იყო. მაგრამ ისა–ხანი ბრძოლის ველს არ თმობდა და უკანასკნელ ძალებს იკრებდა. ამ დროს ქართველების ნაწილმა ბრძოლა მოგებულად ჩათვალა და გამარჯვების აღნიშვნა დაიწყო. ცხენოსანთა რაზმი კი ავთანდილ სააკძის მეთაურობით გაქცეულ მტერს დაედევნა. ისინი ბრძოლის ველს გასცილდნენ. ამან ყიზილბაშთა მდგომარეობა ძლიერ შეამსუბუქა. მტერმა ძალა მოიკრიბა და ქართველებს შეუტია. ამ დროს ყიზილბაშებს დამატებითი რაზმი შეუერთდა შაჰ–ბენდე–ხანის მეთაურობით. ქართველთა ჯარმა შემოტევას ვეღარ გაუძლო და გატყდა. ქართველთა ცხენოსნობა მტერს დანებდა და ბრძოლის ველი დატოვა. მიტოვებული ქვეითი ჯარი, რომელიც გლეხებისგან შედგებოდა, მტერს არ დანებდა და ბოლო კაცამდე იბრძოდა. ამ ბრძოლაში 10000 ქართველი დაიღუპა. მარაბდის ველზე დამარცხების მიუხედავად, ქართველებმა არსებობის უფლება მოიპოვეს. ქართველებისადმი ბოღმა საფლავში ჩაჰყვა “ირანის ლომს” შაჰ–აბას I. მარტო 1625 წელს ირანმა მარტყოფში დაახლოებით 27 ათასი, მარაბდაში 14 ათასი, ქსნის ხეობაში 12 ათასი, ე.ი სულ 56 ათასი მეომარი დაკარგა. ეს ირანის არმიის თითქმის ნახევარი იყო.

by alpha101

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button