არქივი

კრასულა – ფულისა და ბარაქის ხე

14af90138520
ამბობენ რომ მას ოჯახში წარმატება და ბარაქა მოაქვს.თუ ფენშუის დავუჯერებთ, ეს მცენარე ნამდვილი სასწაულია და აუცილებელია ყველას ჰქონდეს ოჯახში.

საუბარი გვაქვს ე.წ. ფულის ხეზე.ზოგადად ყვავილებს მორწყვისა და გადარგვის გარდა ალერსი და სითბო უყვართ, არც ჩვენი ფულის ხეა გამონაკლისი თუმცა კი მას ბევრი წყალი არ უყვარს.ბიოლოგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: ორი ერთი და იგივე სახეობის მცენარე მოათავსეს სხვადასხვა ოთახებში, ერთს ჩვეულებრივ რწყავდნენ, უვლიდნენ და ეალერსებოდნენ, ხოლო მეორეს კი მხოლოდ რწყავდნენ და მიწას უფხვიერებდნენ.იმ ყვავილმა, რომელსაც ეალერსებოდნენ, უფრო სწრაფად გაიხარა და აყვავდა, ვიდრე მეორე ეგზემპლარმა.ახლა მინდა პატარა გადახვევის შემდეგ მოგიყვეთ ფულის ხეზე.

90f10e6b8d80

დღეს ის თითქმის ყველა ოჯახში გვხვდება მაგრამ მისი გახარება და აყვავება ცოტა ვინმეს თუ შეუძლია.მას არ უყვარს ნესტი და ბევრი წყალი მაგრამ არც სიმშრალის მოყვარულია. უყვარს ნიადაგი რომლშიც ცოტაოდენი ქვიშაა შერეული.ზამთრის პერიოდში ძალიან პრეტენზიულია და ყოველივე ეს ხშირად ხდება მისი მოწყენის მიზეზი.თუ ბევრი წყლის დასხმა მოგივათ, მას აუცილებლად დაულპება ფესვები და ამის გამოსწორება ძალიან რთულია.

9cbc90cf0946

რაც შეეხება ამ მცენარეზე გავრცელებულ ლეგენდებს.ფენშუიმ თქვა რომ ეს მცენარე მართლაც არის ბარაქის მომტანი ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ის კარგად ხარობს(რაც საქართველოში თუ სხვაგან სადმე ძალიან იშვიათად შეძლეს ამ მცენარის კაპრიზობის გამო თუმცა კი შესაძლებელია).იმისათვის რომ ხემ კარგად გაიხაროს ის უნდა მოიპაროთ(ამბობენ მოპარული კარგად ხარობსო).ოთახში მისი მდებარეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია.სწორედ ეს მხარე წარმოადგენს ფულის ზონას.ფულის ხეს ძალიან უყვარს მოფერება და ალერსი.კაი იქნება თუ წითელი ფერის ზონარს შევაბამთ იმიტომ რომ ჩინეთში თვლიან რომ წითელი ფერი ბარაქას მოტანას ხელს უწყობს.კიდევ ერთი საიდუმლო კერძოდ მონეტები.ამ მცენარის გადარგვისას ძირში ჩააყოლეთ ყველზე მსხვილი მონეტა, არ აქვს მნიშვნელობა ახალი თუ ძველი.ახალი წლის ღამეს მას ფულებით რთავენ.მას აუცილებლად თიხის ქოთანი სჭირდება და ამ ყველაფერთან ერთად ფულის ხე ყვავის და აქვს ძალიან ნაზი და ლამაზი ყვავილები.თუ თქვენ სახლში კრასულა იგივე ფულის ხე აყვავდება, მაშინ აუცილებლად გელით ხვავი და ბარაქა.

Back to top button