საკითხავისასარგებლო

მსოფლიოში ყველაზე… ( ნაწილი 2)

b1fc423634e9
a114eb79c4ff

*ყველაზე დიდი კრაზანა ბინადრობს იაპონიაში.მისი სიგრძე 5,5 სმ, ხოლო ნესტარის სიგრძე 0,6 სმ-ია.მისმიერ გამოყოფილი შხამი იმდენად ტოქსიკურია, რომ ნაკბენ ადგილზე კანი უბრალოდ დნება.
*ყველაზე დიდი ზომის ვირთხა ბინადრობს ფილიპინებზე.მისი სიგრძე კუდის ჩათვლით აღწევს 1 მეტრს.
*ყველაზე მაღალხარისხიანი მობილური ტელეფონი დაამზადეს კომპანია Samsung-ში, რომელიც აღჭურვილია 10მეგაპიქსელიანი ვიდეოკამერით ,რაც თავის შესაძლებლობით აღემატება ბევრ ციფრულს ფოტოაპარატს.ტელეფონის ეკრანს შეუძლია 16მლნ ფერის ასახვა.მისი საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა თვალი ადევნოს თანამგზავრულ სატელევიზიო პროგრამებს.
*ყველაზე ბედნიერ ერად, 65 გამოკითხულ ქვეყნის წარმომადგენლებს შორის აღიარეს დანიელები, მათ 8,4 ქულა დააგროვეს 10 შესაძლებლობიდან, ხოლო ტველაზე უბედურ ერად გრძნობენ თავს ტანზანიელები. მათ მხოლოდ 3,1 ქულის დაგროვება შესძლეს.
*ყველაზე დიდი გოგრა წარმოადგინა ჯოზეფ ჯუტრასმა, აშშ-ში გამართულ კონკურსზე, 2007 წლის 29 სექტემბერს. გრანდიოზული გოგრის წონა 766 კგ. აღმოჩნდა.
*ყველაზე გრძელი სტაფილო გამოიყვანა ინგლისელმა ჯონ ატერტონმა, მან 2007 წლის გიგანტური ბოსტნეულის ნაციონალურ ჩემპიონატზე, წარმოადგინა სტაფილო , რომლის სიგრძე 5,8 მეტრს აღემატებოდა.
*ყველაზე სახიფათო ინტერნეტ-ავარია მოხდა 2008 წლის იანვარში. ზუსტად ერთი კვირის განმავლობაში დაზიანდა ოკეანის ფსკერზე გამავალი 4 კაბელი, რის შედეგადაც შეწყდა კავშირი აზიის, აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის მილიონობით ინტერნეტ მომხმარებელს შორის.ავარიის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო გემიდან ზღვაში ჩაშვებული ღუზა ან არაკეთილმოსურნეთა მზაკვრული ხრიკები.
*ყველაზე მძიმე წონის ადამიანი მედიცინის ისტორიაში იყო 1941 წელს დაბადებული ამერიკელი ჯონ მინოხი , მისი მაქსიმალური წონა შეადგენდა 635 კგ-ს.
*ყველაზე მაღალი ადამიანი მედიცინის ისტორიაში იყო 1918 წელს დაბადებული ამერიკელი რობერტ უოდლოუ, რომლის სიმაღლე შეადგენდა 2 მ და 72 სმ-ს.
*ყველაზე დიდი სახმელეთო ტრანსპორტია გერმანიაში დამზადებული ექსკავატორი. მისის წონა 14800 ტონაა.სიგრძე 220 მეტრი.სიმაღლე 95 მეტრი.ერთი დღე-ღამის განმავლობაში შეუძლია გადაიტანოს 240000 კუბ მეტრი მოვულობის მიწა.
*ყველაზე მაქსიმალურ სიმაღლედ ფრინველებისათვის ჳთვლება 11300 მ. სწორედ ამ სიმაღლეზე 1973 წლის 29 ნოემბერს, სპილოს ძვლის ნაპირებთან მთის არწივი შეეჯახა სამგზავრო თვითმფრინავს.
*ყველაზე დიდ სოროს თხრის ევროპული მაჩვი და ცხოვრების ნახევარზე მეტს მასში ატარებს.მის მიერ გათხრილი სოროს სიგრძე აღწევს 800 მეტრს, აქვს 50 მიწისქვეშა საკანი და არანაკლებ 180 შესასვლელ-გამოსასვლელი.

smile ;)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close