გართობა

გენიოსები ხუმრობენ ( ნაწილი 2)

dbbab3585315
ხელოვანთა ხუმრობები

“ქათინაურების” გაცვლა
ინგლისელმა მსახიობმა ქალმა უთხრა ბერნარდ შოუს:
– თქვენ რომ ჩემი ქმარი იყოთ, ყავაში უსათუოდ საწამლავს ჩაგიყრიდით.
– მე კი თქვენი ქმარი რომ ვიყო , სიამოვნებით დავლევდი მას- უპასუხა შოუმ.

ობიექტური ჟიური
ერთ დროს ამერიკაში ეწყობოდა კონკურსები, ვინ უკეთ მიბაძავდა ჩარლი ჩაპლინს. ერთხელ ასეთ კონკურსში ინკოგნიტოთ თვით ჩარლიმ მიიღო მონაწილეობა.
რაოდენ დიდი იყო მსახიობის გაოცება, როცა ჟიურიმ მას მესამე ადგილი მიანიჭა.

ერთი საათი ლოდინი
ცნობილი კომპოზიტორი ბოროდინი ძალიან დაბნეული პიროვნება გახლდათ. ერთხელ სახლიდან გასვლისას, კარზე პატარა ბარათი მიამაგრა წარწერით: “ერთ საათში დავბრუნდები” .
რამდენიმე ხნის შემდეგ შინ რომ დაბრუნდა და წერილი დახვდა საშინლად შეწუხდა:
– საწყენია, მაგრამ რას იზამ მომიხდება დაცდა… ამოიოხრა და სკამზე ჩამოჯდა, საკუთარი თავის მოლოდინში.

“წინდახედული” პოლიციელები
ერთი მხატვარი დასასვენებლად საფრანგეთის მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში ჩავიდა და პირველსავე დღეს გამოთვრა. პოლიციელებმა მაშინ შეამჩნიეს, როდესაც ოტხით მოფოფხავდა.
– აა, მთვრალი ხართ, არა?
– დიახაც , მთვრალი გახლავართ- ძლივს ამოილუღლუღა მხატვარმა
– მერე რა… რაფაელიც ხომ სვამდა… მოდილიანიც… ვან გოგიც…
ერთი პოლიციელი მიუბრუნდა მეორეს.
– ერთი მიდი, გაიარ-გამოიარე, შესაძლოა ის ლოთებიც აქვე, სადმე ახლოს ყრიან.

დახვეწილი გემოვნების მსხვერპლი
საგასტროლოდ ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებული ინგლისელი პიანისტი მოულოდნელად უკანვე სამშობლოში დაბრუნდა და დირიჟორ ბიჩემმს ახსნა-განმარტება მისცა:
– იმიტომ დავბრუნდი, რომ არაბებმა ორჯერ დამიშინეს ტყვია.- რას ამბობ? – გაოცდა ბიჩმი. – მე ვერასოდეს ვიფიქრედბი , რომ არაბები ეგრე კარგად ერკვევიან მუსიკაში.

გამოუვალი მდგომარეობა
– ცოლს რატომ არ ირთავთ? – ჰკითხა ნაცნობმა ქალმა ერთ საკმაოდ სახელმოხვეჭილ, მაგრამ შეუხედავი გარეგნობის კომპოზიტორს.
-ჯერ ერთი, ჩემს მიმართ საამისო სურვილი არავის გამოუთქვამს, მაგრამ კიდევაც რომ გამოჩნილიყო ვინმე, მაინც არ ვითხოვებდი მისი ცუდი გემოვნების გამო.

მხოლოდ შენთვის
მომღერალმა, რომელსაც სოლო კონცერტი უნდა ჩაეტარებინათ, მიმართა თავის საცოლეს:
– ჩემო ძვირფასო, ხვალინდელი დღე ძალზე მნიშვნელოვანია.მე ვიმღერებ მხოლოდ და მხოლოდ შენთვის!”
– ნუ ღელავ საყვარელო, – ანუგეშა იგი ქალიშვილმა, – იქნებ ჩემს გარდა კიდევ მოვიდეს რამდენიმე კაცი.

P.S. პირველი ნაწილი
შეიძლება ისეთი კარგი აღარ იყოს როგორც პირველი ნაწილი ;)

smile ;)

მსგავსი ამბები

Back to top button