არქივი

კინემატოგრაფიის ისტორია (ნაწილი მეორე – ქართული კინო)

b350c423cb7a

როგორ წარმოიშვა კინო და ვინ არიან მისი შემქმნელები, ამის შესახებ ცოტა რამ უკვე დავწერე. ახლა მოგიყვებით, როგორ შემოაღწია ამ ტექნიკურმა მიღწევამ საქართველოში. გაგრძელებაშიი ;)

პირველ ცნობებს ძმები ლუმიერების გამოგონების შესახებ გაზეთ ,,ცნობის ფურცელზე” ვხვდებით: ,,დღეს, 16 ნოემბერს, სათავადაზნაურო თეატრში ნაჩვენები იქნება კინემატოგრაფი – მთელს ევროპაში განთქმული ცოცხალი ფოტოგრაფიული სურათები ლიუმერისა” (გაზ. ,,ცნობის ფურცელი”, 1896, 16 ნოემბერი).

პირველი სტაციონარული კინოთეატრი ,,ილუზიონი” გაიხსნა 1904 წელს გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტზე, ყოფილ რესტორან ,,დათვის” შენობაში. მანამდე ფილმებს აჩვენებდნენ ან სათავადაზნაურო თეატრში, ან ძმები ნიკიტინების ცირკში. კინოთეატრის ოფიციალური მფლობელები გახდნენ ივანიცკაია და როზეტი, მაგრამ მალე ივანიცკაია დასცილდა როზეტის და იმავე გოლოვინის პროსპექტზე, ყოფილ ,,შიხმანის ფოტოგრაფიის” შენობაშჳ საკუთარი ილუზიონი გახსნა.
ს. ივანიცკაია ფილმებს იძენდა, ხოლო გამოყენების შემდეგ სხვა ქალაქებში ყიდდა. რეპერტუარში შედიოდა მხოლოდ უცხოური ფილმები. პროექტორს უძრავოდ, ხელით ამუშავებდნენ.

1905 წელს ს. ივანიცკაია საგასტროლოგ გაემგზავრა თურქეთში. დაბრუნების შემდეგ კი მუშტაიდის ბაღში ააშენა ,,ხის სახლი” – საზაფხულო ილუზიონი თავისივე პატარა ელექტროსადგურით.
ამ შემოსავლიანი საქმით სხვებიც დაინტერესდნენ და გამრავლდა სტაციონარული კინოთეატრები. 1907 წელს უკვე მოქმედებდა ,,მუზა”, ,,კოლიზეი”, ,,აპოლო”, ,,ლირა”, ,,მულენ ელექტრიკი”, ,,ამპირი”, ,,სინემა დისკი” და სხვა.
აღსანიშნავია, რომ გარდა უცხოეთიდან ჩამოტანილი ფილმებისა, კინოთეატრები უჩვენებდნენ თბილისში გადაღებულ დოკუმენტური ხასიათის სიუჟეტებსაც. მაგ პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო ისეთი კადრების გადაღება და ჩვენება როგორიც იყო მაგალითად თბილისის გარნიზონის პარადი, მეფისნაცვლის ცხოვრებას.ასევე გადაღებული იქნა ეგზოტიკური ხასიათის ფილმები ,,ქეიფი ორთაჭალის ბაღში, ,,კინტოების მუშტიკრივი” და სხვა.

პირველი და საკმაოდ გრძელი კადრი (27 მეტრი) წარმოგვიდგენს ,,ნამესტნიკის” გამოსვლას სასახლიდან. იმდროინდელი ქრონიკების შემდეგი თემაა სხვადასხვაგვარი კურთხევა. მაგ:,,თბილისის სახელმწიფო ბანკის კანტორის კურთხევა და გახსნა 1910წ”. კამერა დგას ბანკის შესასვლელთან და დაფიქსირებულია, თუ როგორ ჩერდება კარეტები და იქედან გადმოდიან თბილისის ელიტის წარმომადგენლები. სურათის მეორე ნაწილში ნაჩვენებია სტუმრების დაშლა. კადრები გადაღებულია იმავე წერტილიდან.
ქართული პროფესიული საოპერატორო სკოლის დაბადება დაკავშირებულია ვასილ ამაშუკელის სახელთან, რომელმაც გადაიღო უნიკალური დოკუმენტური ფილმი ,,აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წელს”

ვ. ამაშუკელის ფილმი ,,აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” საინტერესოა არა მარტო ქართული დოკუმენტური კინოს ისტორიისათვის. ამ დიდმნიშვენლოვან ფაქტს ხაზი გაუსვა მსოფლიო კინოს ისტორიის მკვლევარმა ჟორჟ სადულმაც: ,,რამდენადაც ვიცი, 1912 წლამდე, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი (1200 მეტრი) არც ერთი ცნობილი პიროვნებისათვის არ მიუძღვნიათ” (ამოწერილია ჟ. სადულის წერილიდან, რომელიც მან კ. გოგოძეს მოსწერა 1961 წელს).
ეს ფილმი წლების განმავლობაში დაკაგულად ითვლებოდა. ის შემთხვევით აღოაჩინა კ. გოგოძემ საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში, ერთ-ერთ ძველ კოლოფში.
ამაშუკელის მიერ გადაღებული 1200 მეტრიდან სახელმწიფო არქივში დაცულია ორი ნაწილისაგან შემდგარი ასლი 550 მეტრაჟით (პირველი ნაწილი – 304 მ; მეორე- 246მ).
რაც შეეხება პირველ ქართულ მხატვრულ ფილმს, ესაა ალექსანდრე წუწუნავას ,,ქრისტინე”, რომელიც 1918 წელს გადაიღო.

,,ქრისტინე” გადაღებული იყო ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ოციანი წლების პირველ ნახევარშიც ფილმების უდიდესი ნაწილი კლასიკოსთა მოთხრობების ეკრანიზაციებს წარმოადგენდა.

აქაა რამდენიმე ფოტო ძველი ფილმებიდან.

9db7ebc2af90

df0cb7a4d000

21faf412f466

7cfa7ad7d4ff

იმედია პოსტი საინტერესო გამოვიდა. მე ვეცადე და თქვენი შესაფასებელია… მადლობთ ყურადღებისთვის :) (გამოყენებული ლიტერატურა კინოდოკუმენტალისტიკის სალექციო მასალა).

მსგავსი ამბები

Back to top button