საკითხავისამხედროსასარგებლოსაქართველო

საქართველოს წაგებული ბრძოლები: გარნისის ბრძოლა

წარმოგიდგენთ ინფორმაციას გარნისის ბრძოლაზე.

გარნისის ბრძოლა

1220 წელს ჯალალ ელ–დინი ხვარაზმელთა მეთაური გახდა. მას განუწყვეტლივი ომი ჰქონდა მონღოლებთან, თუმცა სანამ იგი მონღოლების იმპერიაზე გალაშქრებას დააპირებდა, მან ჯერ საქართველოს დამორჩილება გადაწყვიტა. 1225 წლის აგვისტოში ჯალალ ელ_დინი საქართველოში შემოიჭრა და დვინის მიდამოებში დაბანაკდა. რუსუდან მეფის ბრძანებით, ქვეყნის ყველა კუთხეში ჯარის შესაკრებად მალესმრბოლნი დაიგზავნა. ამ პერიოდში საქართველოს თავისუფლად შეეძლო გამოეყვანა 80–90 ათასი მეომარი. როგორც ჩანს, ქართველებს გარკვეული რესურსი დაუტოვებიათ და ჯალალ ელ–დინის წინააღმდეგ 60–70 ათასამდე მეომარი გამოუყვანიათ. ჯალალ ელ–დინის არმია ჟამთააღმწერლის ცნობით 140 ათასს შეადგენდა. სომეხი მემატიანეების თქმით, მუსლიმური კოალიცია 200 ათასს ითვლიდა. იმ პერიოდისთვის ხვარაზმიდან დევნილ ჯალალ ელ–დინს 140 ათასიანი არმიის მობილიზება, გინდ მის მოკავშირეებთან ერთად, ნაკლებად თუ შეეძლო, ამიტომაც ეს ციფრი გადაჭარბებულად ითვლება. ბრძოლა ქართველებსა და ხვარაზმელებს შორის გარნისის ველზე გაიმართა. ქართველებმა აქ მოსვლა ცოტა დააყოვნეს, თუმცა შემაღლებული ადგილი მაინც დაიკავეს. მიუხედავად ამისა, ჯალალ ელ–დინმა თავის მეომრებს მეორე დღეს შეტევაზე გადასვლა უბრძანა. ქართველთა ლაშქრის განლაგება ასეთი იყო: წინამებრძოლნი იყვნენ მესხები, რომელთაც შალვა და ივანე ახალციხელები სარდლობდნენ. მემარჯვენე ფრთაზე დასავლეთ საქართველოს მეომრები, “იმერნი” იდგნენ, ხოლო მარცხენა მხარეს – აღმოსავლეთ საქართველოს ლაშქარი “ამერნი”. ქართველთა არმიას სათავეში ივანე ათაბაგი ედგა.

ჯალალ ელ–დინის არმიის ცენტრს მხედრობა ქმნიდა, მარცხენა ფრთას სულთნის ძმა ღიას ელ–დინი სარდლობდა. მარჯვენა ფლანგზე ჯალალ ელ–დინმა მშვილდოსნები განაწესა. ყველაზე ადრე ბრძოლაში სულთნის მარცხენა ფლანგი ჩაერთო. პირველი დარტყმა ქართველთა წინამავალმა მიიღო. ამასობაში, შალვამ და ივანემ ქართველთა არმიის სარდალს, ივანე ათაბაგს, მოციქული რამდენჯერმე გაუგზავნეს, რათა ქართული არმიის ძირითადი ძალები მტრის წინააღმდეგ დაეძრა. მაგრამ დახმარება არსაიდან ჩანდა. გარნისის მაღლობებზე საქართველოს არმიის სამხედრო ნაწილები გაუნძრევლად იდგნენ.

ხვარაზმელებმა მესხ წინამბრძოლებს ალქა შემოარტყეს, ასეთ კრიტიკულ მომენტში დიდი მოულედნელობა მოხდა. უცბად ივანე მხარგრძელის ანუ ათაბაგის ბრძანებით ქართულმა არმიამ ზურგი აქცია ბრძოლის ველზე მყოფ თანამემამულეებს და უკან დახევა დაიწყო. უთანასწორო ბრძოლაში მესხების არმია ივანე და შალვა ახალციხელების მეთაურობით დამარცხდა.

1225 წლიდან მიმდინარეობს დავა, იმის შესახებ, თუ რატომ რალატა ივანე მხარგრძელმა შალვა და ივანე ახალციხელებს. ყველაზე მართლად შემდეგი ვერსია ჩანს. ივანე მხარგრძელი ყოველთვის თავისი ძმის ზაქარია მხარგრძელის ჩრდილში რჩებოდა. მან თითქმის ყველა მის მიერ წარმოებული კამპანია წააგო. თუმცა მისი ძმის სიკვდილის შემდეგ, როცა ქვეყანაში გარკვეული კრიზისი იყო, იგი ათაბაგად დაინიშნა. იმის შიშით, რომ მისი ტიტული გამოჩენილ შალვა და ივანე ახალციხელებს გადაეცემოდათ და არა მის მემკვიდრეს, მან მათი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. ივანე ათაბაგმა საკუთარი ოჯახის ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა, რასაც ღალატი ჰქვია. გარნისში გამარჯვების შემდეგ რამდენიმე თვეში ჯალალ ელ–დინმა თბილისიც აიღო და საქართველოს უძლეველობის მითიც დაიმსხვრა.

by alpha101

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close