კულტურა

საქართველოს წაგებული ბრძოლები: სასირეთის ბრძოლა

961187b0d7b0

გაგრძელებაში წაიკითხავთ სასირეთის ბრძოლაზე, რომელშიც ვიკინგებიც მონაწილეობდნენ!

სასირეთის ბრძოლა

1045–1046 წლებში საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. სამკვდრო–სასიცოცხლოდ იყვნენ დაპირისპირებულნი მეფე ბაგრატ IV და კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში. მათ შორის გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ სასირეთის ჭალასთან გაიმართა. ეს იყო საქართველოს ისტორიის სამარცხვინო ფურცელი, რადგან, ერთი მხვრივ, ქართველმა ქართველის წინააღმდეგ ხმალი აღმართა და თანამოძმეთა სისხლი დაიღვარა და მეორე მხვრივ, დაპირისპირებულებმა ერთმანეთთან საბრძოლველად უცხოტომელები გამოიყენეს. ლიპარიტ ბაღვაშს მხარს უჭერდნენ ბიზანტიელები. მათი გარნიზონები სამხრეთ საქართველოს სტრატეგიულ ციხეებში იდგნენ. ამით შეშინებული მეფე ბაგრატი იძულებული გახდა, თავის არმიის გასაძლიერებლად, უცხო ქვეყნის მეომრები დაექირავებინა. ასე აღმოჩნდნენ საქართველოში სკანდინავიელი ვიკინგები, ან როგორც ქართველები ეძახდნენ მათ ვარანგები. ბაგრატ IV-მ საქართველოში სულ 3000 ვიკინგი მოიწვია. გადამწყვეტ ბრძოლაში კი მხოლოდ 700 ვიკინგი წაიყვანა. ეს ბრძოლა კასპის მახლობლად, სასირეთის ჭალაში მოხდა. ბრძოლის დაწყებას არც ერთი მხარე არ აპირებდა. ბაგრატ IV ელოდა დამატებით ძალებს მესხეთიდან, მაგრამ ამ დროს საკუთარ სიმამაცეში დარწმუნებულმა ვიკინგებმა, სარდლობასთან შეუთანხმებლად, იერიში მიიტანეს ლიპარიტის ბანაკზე, რამაც საქართველოს მეფე აიძულა ბრძოლაში ჩართულიყო. კლდეკარის ერისთავს ბიზანტიელთა გარნიზონები უმაგრებდნენ ზურგს. სისხლისმღვრელი შეტაკება მცირერიცხოვან ვიკინგთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქრის დამარცხებით და აჯანყებული ლიპარიტის და მისი მომხრე ბიზანტიელების გამარჯვებით დასრულდა.

ბრძოლის გეგმაც:

84715a34def4

by alpha101

P.S ბრძოლის სახელწოდება მე არ მომიფიქრებია. :D

მსგავსი ამბები

Back to top button