არქივი

ზოგიერთი ბუნებრივი და ფიზიკური მოვლენების ახსნა

bc75c506a92d
გააგრძელე…ბევრს გაიგებ ;)

რამდენს იწონის ჰაერი, რომელიც თქვენს ოთახშია?

ერთი შეხედვით, ოთახში არსებული ჰაერის წონა, შეიძლება სრულიად უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ. მაგრამ მარტივი გამოთვლები გვიჩვენებს, რომ ეს ასე არ არის.დავუშვათ ოთახის სიგრძე 5 მეტრია, სიგანე 4 მეტრი, ხოლო სიმაღლე 3 მეტრი. მაშინ, ამ ოთახის მოცულობა იქნება 5x4x3=60 კუბ. მეტრი. ცნობილია, რომ 1 კუბ. მეტრი ჰაერი იწონის 1 კგ და 250 გრამს.მაშასადამე, ოთახში არსებული ჰაერის წონა ყოფილა 75 კილოგრამი.

e57728c47832

რატომ არის რომ ზაფხულში წვიმის წვეთები მსხვილია, ხოლო შემოდგომაზე კი- წვრილი?

ზაფხულში წამოსული წვიმის წვრილი წვეთები, როგორც წესი, ვერ აღწევს დედამიწამდე, რადგანაც ისინი მაღალი ტემპერატურის გამო ატმოსფეროში ორთქლდებიან.ხოლო მსხვილი წვეთები დიდი მოცულობის გამო ვერ ასწრებენ აორთქლებას და შეუცვლელი სახით აღწევენ დედამიწამდე.
შემოდგომაზე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა შესამჩნევად ეცემა, წვრილი წვიმის წვეთები ვერ ასწრებენ აორთქლებას და მთელი მათი მასა თავისუფლად ვერ აღწევს დედამიწამდე.

რატომ “ამოდის” ცხიმიანი ლაქა ქსოვილიდან, მასზე ცხელი უთოს გასმისას ?

ცხიმიანი ლაქის “ამოყვანისთვის: ქსოვილის ერთ მხარეს უნდა დავადოთ ქაღალდის ნაჭერი, ხოლო მეორე მხრიდან გავუსვათ ცხელი უთო.ცხიმი გარდაიქმნება სითხედ და გადავა ქაღალდზე თუ ქსოვილი საკმაოდ სქელია, მაშინ ქაღალდი უნდა დავდოთ ორივე მხარეს.

smile ;)

მსგავსი ამბები

Back to top button