ფერადი,ლამაზი,საყვარელი,საშინელი,საზიზღარი მუხლუხოები
1. მუხლუხო „ჩრჩილი“
ეს მუხლუხო საკმაოდ საყვარლად გამოიყურება თავისი ლამაზი ფერების კომბინაციით. ის ფერად კაკტუსს მოგაგონებთ. „cecropia“ ასე ეძახიან ამ მწერს, რომლის ლარვაც ერთერთი ყველაზე დიდია სამხრეთ ამერიკაში.
2. კოპლებიანი მუხლუხო
ეს ფერადი მუხლუხოები ნაპოვნია შვეიცარიაში. როგორც ხედავთ, ზურგი შავი აქვს, რომელიც გაფორმებულია წვრილი თეთრი კოპლებით, და ასევე აქვს კანონზომიერად განლაგებული მოზრდილი თეთრი კოპლები.ამ მუხლუხოებს აქვთ „რქა“ – წითელი გამონაზარდი.
3. ნესტრიანი ვარდის მუხლუხო
სახელიდან გამომდინარე ამ მუხლუხოებს ხშირად ვარდებზე შეამჩნევთ. მათ მეორენაირად უქნარებსაც ეძახიან, რადგან შეუძლიათ რამოდენიმე დღე ერთ ადგილზე ისხდნენ გაუნძრევლად. ზურგზე აქვთ ყვითელი ბუსუსიანი ნესტრები. გავრცელებული არიან აღმოსავლეთ ამერიკის ტყეებში.
4. წითელფეხებიანი ბეწვიანი მუხლუხო
ეს უცნაური მუხლუხო კოსტა რიკაში ბინადრობს. ერთი შეხედვით ცხოველს მოგაგონებთ, რადგან ხშირი და ფერადი ბეწვითაა დაფარული. მას აქვს უამრავი წვრილი ფეხი, რომელსაც წითელი ბეწვი ფარავს. უნდა ვაღიაროთ, რომ ფერების საკმაოდ ლამაზი კომბინაციაა.
5. იელის მუხლუხო
იელი ეს არის ძალიან ლამაზი ყვავილი, რომლის პარაზიტიცაა ეს ზოლიანი მუხლუხო. იელის მუხლუხოს ტანი დაფარულია ნაზი,თხელი ბუსუსებით. აქვს წითელი ფეხები. წინა სამ ფეხზე აქვს საცეცები.
6. უნაგირიანი მუხლუხო
უნაგირიან მუხლუხოს შეუძლია სხვა მწერების დანესტვრა. მას აქვს მაგარი ხერხემალი, რომელშიცაა მოთავსებული შხამი. ეს შხამი გლანდების საშუალებით გამოდის გარეთ. დანესტვრა შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს, ამან შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და გამონაყარი. უნაგირიანი მუხლუხო იკვებება უამრავ ხეზე ჰიბისკუსის და პალმის ჩათვლით.
7. მუხლუხო „სფინქსი“
ვერ გეტყვით რით მიამსგავსეს ეს მუხლუხო სფინქსს ან საერთოდ რატომ დაერქვა ეს სახელი. ისინი ბინადრობენ სამხრეთ ამერიკაში.
8. მონარქი მუხლუხო
ეს არის გამორჩეული გარეგნობის მქონე მუხლუხო. თავისი ზოლებით ის ვეფხვს მოგაგონებთ.
9. რქიანი ეშმაკი
ეს მუხლუხო საკმაოდ საშიში შესახედაობისაა. ზურგზე აქვს ხორკლიანი რქები, ხოლო თავთან ეშვები. სწორედ ამ რქების გამო შეარქვეს სახელი „რქიანი ეშმაკი“, რადგან სწორედ ეშმაკს მოგაგონებთ.
10. ვეფხვისებრი მუხლუხო
კიდევ ერთი საოცარი გარეგნობის მქონე მუხლუხო, რომელიც გავრცელებულია როგორც ევროპაში,ასევე აზიაში. სრულიად უწყინარია სხვა მწერების მიმართ. მისი ფერები ვეფხვის ფერებს ჰგავს და ასე შეერქვა სახელი.