არქივი

ვებ სერვერები და მათი მუშაობის პრინციპი

297a516122bf

არასოდეს გიფიქრიათ იმ მოწყობილობების შესახებ რომლის მეშვეობითაც ამ გვერდს კითხულობთ? უდავოა რომ თქვენ ახლა კომპპიუტერთან ზიხართ და ამ გვერდს უყურებთ თქვენს ბრაუზერში… თქვენ ამ გვერდზე გადმოხვედით ლინკზე დააწკაპუნების ან მისამართის ჩაწერის მეშვეობით, მაგრამ რა მოქმედებები შესრულდა კულისებში იმისათვის რომ თქვენს ეკრანზე ეს გვერდი გამოჩენილიყო?

თუ ოდესმე დაინტერესებულხართ ამ პროცესით ან გინდათ რომ გაიგოთ ცოტა რამ იმ მექანიზმების შესახებ რომლებიც ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობას გაძლევენ მაშინ გააგრძელეთ კითხვა. ამ პოსტში შენ ისწავლი თუ როგორ გაჩვენებენ ვებ სერვერები ინტერნეტ გვერდებს სახლში, სკოლაში თუ სამსახურში. მოდი დავიწყოთ!

ძირითადი პროცესი

მოდით წარმოვიდგინოთ რომ თქვენ ზიხართ თქვენს კომპიუტერთან, სარგებლობთ ინტერნეტით და თქვენ დაგირეკათ თქვენმა მეგობარმა რომელმაც გითხრათ: „მე ახლახანს შესანიშნავი სტატია წავიკითხე! ჩაწერე მისამართი და შეამოწმე, სტატია ამ მისამართზეა: „http://ucnauri.com/18/05/2010/razor-1911-2/“ თქვენ ჩაწერთ ამ მისამართს თქვენს ბრაუზერში და დააწკაპუნებთ ღილაკს: „შესვლა“. და ჯადოსნურად, იმის მიუხედავად თუ სად ცხოვრობს ეს მისამართი, ვებ გვერდი გაჩნდება თქვენს ეკრანზე.

ძალიან ზედაპირულად, ამ სურათის საშუალებით ნახავთ იმ ნაბიჯებს რომლის მეშვეობითაც ვებ გვერდი თქვენს კომპიუტერში გაჩნდა:
18d6cf64af0f

თქვენმა ბრაუზერმა ვებ სერვერთან დაამყარა კავშირი, მოითხოვა გვერდი და მიიღო კიდეც. მოდით კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ ამ პროცესს რადგან მთავარი მიზანი ხომ თქვენი გარკვევაა ამ საკითხში.

კულისებში

იმისათვის რომ უფრო ვრცლად გაიგოთ იმის შესახებ თუ რა პროცესები ჩატარდა ვებ გვერდის თქვენს ეკრანზე გამოსაჩენად, ეს არის ის ძირითადი ნაბიჯები რაც მოხდა კულისებში:

  • ბრაუზერმა გაყო URL სამ ნაწილად:
  1. პროტოკოლი (“http”)
  2. სერვერ სახელი (“www.ucnauri.com”)
  3. ფაილის სახელი (“18/05/2010/razor-1911-2”)
  • ბრაუზერი დაუკავშირდა სახელის სერვერს რათა გადაეთარგმნა სერვერ სახელი “www.ucnauri.com” IP მისამართად, რომლესაც ის სერვერ მანქანასთან დასაკავშირებლად იყენებს.
  • შემდეგ ბრაუზერმა დაამყარა კავშირი სერვერთან, ამ IP მისამართით პორტ 80-ზე. (პორტების შესახებ წაიკითხეთ ქვემოთ.)
  • HTTP პროტოკოლის მიხედვით, ბრაუზერმა სერვერ გაუგზავნა GET თხოვნა, რომლითაც ითხოვდა ფაილს “http://ucnauri.com/18/05/2010/razor-1911-2/” (შენიშნვა: შესაძლებელია ბრაუზერმა სერვერს GET თხოვნასთან ერთად გაუგზავნოს ფუნთუშებიც)
  • შემდეგ სერვერმა ბრაუზერს გამოუგზავნა ვებ გვერდის HTML ტექსტი. (შესაძლებელია სერვერიდან გამოიგზავნოს ფუნთუშებიც.)
  • ბრაუზერმა წაიკითხა HTML ტეგები და გააფორმა  ვებ გვერდი თქვენს ეკრანზე.

თუ თქვენ ამ საკითხის შესახებ არაფერი გაგიგონიათ, მაშინ აქ არის ბევრი უცხო სიტყვა. იმისათვის რომ მთელი პროცესი დეტალებში გაიგოთ, თქვენ უნდა იცოდეთ თუ რა არის: IP მისამართები, პორტები, პროტოკოლები…

ინტერნეტი

რა არის „ინტერნეტი“? ინტერნეტი არის მილიონობით კომპიუტერის გიგანტური კოლექცია, აქედან ყველა ერთად არის დაკავშირებული კომპიუტერული ქსელთან. ქსელი ყველა კომპიუტერს აძლევს ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობას. სახლის კომპიუტერი ინტერნეტს შეიძლება უკავშირდებოდეს: სატელეფონო ხაზის მოდემით, DSL-ით ან კაბელური მოდემით რომლებიც ელაპარაკებიან ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერს (Internet service provider ანუ ISP). სამსახურის ან სკოლის კომპიუტერებს ჩვეულებრივ აქვთ ქსელის ინტერფეისის კარტა (network interface card ანუ NIC)  რომელიც პირდაპირ უკავშირდება ბიზნესის ლოკალურ ქსელს (local area network ანუ LAN). ბიზნესის ლქ შეიძლება უკავშირდებოდეს იმპ-ს ისეთი მაღალ-სიჩქარიანი სატელეფონო ხაზით როგორიცაა T1 ხაზი. T1 ხაზს წამში შეუძლია დაახლოებით 1.5 მილიონი ბიტის გატარება, ეს მაშინ როდესაც ნორმალურ სატელეფონო ხაზის მოდემს ჩვეულებრივ შეუძლია 30,000-დან 50,000-მდე ბიტის გატარება წამში.

იმპ-ები შემდეგ უკავშირდებიან უფრო დიდ იმპ-ებს, შემდეგ კი ყველაზე დიდ იმპ-ებს, რომელთაც აქვთ ბოჭკოვან-ოპტიკურ მაგისტრალები მთელი ქვეყნისათვის ან რეგიონისთვის. მსოფლიოს გარშემო მაგისტრალები ერთმანეთს უკავშირდებიან ბოჭკვან-ოტიკური ხაზებით, წყალქვეშა კაბელებით ან სატელიტებით. ამ გზით, ყველა ინტერნეტში ჩართული კომპიტერი დაკავშირებულია ყველა სხვა ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერთან.
jaqba

კლიენტები და სერვერები

ყველა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის დაყოფა შეიძლება კატეგორიებად: სერვერები და კლიენტები. ის მანქანები რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებებს (როგორებიცაა ვებ სერვერები ან FTP სერვერები) სხვა კომპიტერებისათვის არიან სერვერები. ხოლო მანქანები რომელთა მეშვეობითაც ამ სერვისებს ვუკავშირდებით არიან კლიენტები. როდესაც თქვენ უკავშირდებით Yahoo!-ს მისამართზე www.yahoo.com იმისათვის რომ წაიკითხოთ ვებ გვერდი, Yahoo! იმ სერვისს რომელსაც თქვენ მოითხოვთ უზრუნველყოფს მანქანით (ალბათ, ძალიან ძლიერი მანქანათა ჯგუფით). ანუ Yahoo! წარმოადგენს სერვერს. ხოლო, თქვენი მანქანა ალბათ არ აწარმოებს არანაირ მომსახურებას სხვა ინტერნეტში მყოფი ადამიანისათვის. ამიტომ, ის არის მომხმარებლის მანქანა, ცნობილი როგორც კლიენტი. ასევე შესაძლებელია და ჩვეულებრივი მოვლენაა ის რომ ერთი კომპიუტერი იყოს ორივე, სერვერიც და კლიენტიც.

სერვერ მანქანას შეუძლია ერთი ან მეტი მომსახურებით უზრუნველყოფა ინტერნეტში. მაგალითად, სერვერ მანქანაზე შეიზლება დაყენებული იყოს პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც საშუალებას აძლევს რომ იმუშაოს როგორც: ვებ სერვერი, ელ-ფოსტის სერვერი და FTP სერვერი. თუ კლიენტს ამ სერვერზე რაიმე მომსახურების გამოყენება სურს, ის თავის მოთხოვნილებას აძლევს მიმართულებას სპეციალურ სერვერის პროგრამულ უზრუნველყოფისათვის რომელიც დაყენებულია მთლიან სერვერ მანქანაზე. მაგალითად: თუ თქვენს კომპიუტერზე ჩართული გაქვთ ვებ ბრაუზერი, მას უმეტესად გამოიყენებთ სერვერზე მანქანაზე მყოფ ვებ სერვერთან დასალაპარაკებლად. Telnet პროგრამას მოუნდება Telnet სერვერთან დალაპარაკება, თქვენს ელ-ფოსტის პროგრამას მოუნდება ელ-ფოსტის სერვერთან დალაპარაკება და ასე შემდეგ…

IP მისამართები

იმისათვის რომ ყველა ეს მანქანა იყოს მოწესრიგებული, ყველა ინტერნეტში ჩართულ მანქანას მინიჭებული აქვს უნიკალური მისამართი რომელსაც ქვია IP მისამართი (Internet protocol), ეს მისამართები არიან 32-ბიტიანი რიცხვები, რომლებიც დაყოფილნი არიან ოთხ „ოქტეტად“ რომლებიც ერთმანეთისგან წერტილებით გამოიყოფა. ტიპიური IP მისამართი გამოიყურება ესე:

212.58.116.74

IP მისამართის ოთხ ციფრს ქვია ოქტეტები რადგან მათ შეიძლება ჰქონდეთ ღირებულება 0-სა და 255-ს შორის, ანუ ეს ნიშნავს რომ ყოველი ოქტეტის ღირებულება შეიძლება იყოს მაქსიმუმ 28.

ყოველ ინტერნეტში ჩართულ მანქანას აქვს უნიკალური IP მისამართი. სერვერს აქვს სტატიკური IP მისამართი, რომელიც არ იცვლება ხშირად. სახლის მანქანა, რომელიც კავშირს ამყარებს მოდემის საშუალებით აქვს IP მისამართი რომელსაც აძლევს იმპ. IP მისამართი ყოველ სესიაზე არის უნიკალური – ის შეიძლება იყოს შეცვლილი მანქნის ახალი კავშირის დროს.

თუ თქვენ მუშაობთ Windows მანქანაზე, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტის შესახებ ინფორმაცია თქვენს კომპიუტერზე. IP მისამართის და საკვანძო სახელის გასაგებად XP-ს მომხმარებლებმა გამოიყენეთ  ბრძანება IPCONFIG.EXE. UNIX მანქანაზე, ბრძანებების სტრიქონში მანქანის სახელის წინ აკრიფეთ nslookup, (მაგალითად: www.ucnauri.com-ისთვის აკრიფეთ nslookup www.ucnauri.com”) რათა ნახოთ მანქანის IP მისამართი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრძანება hostname რათა გაიგოთ თქვენი მანქანის სახელი.

IP მისამართით თქვენ შეგიძლიათ დაელაპარაკოთ სერვერს. მაგალითად თუ თქვენ ბრაუზერში ჩაწერთ http://212.58.116.74 სავარაუდოდ უნდა აღმოჩნდეთ იმ მანქანაზე რომელიც შეიცავს ვებ სერვერ www.ucnauri.com-ისთვის. გაითვალისწინეთ რომ რამდენიმე სერვერზე, მოხლოდ IP მისამართი არ არის საკმარის.

დომეინ სახელები

იმის გამო რომ ხალხს ძალიან უჭირს IP მისამართების დამახსოვრება, ასევე იმის გამო რომ ხანდახან საჭიროა IP მისამართის შეცვლა, ყველა სერვერს აქვს ისეთი სახელები რომელიც ადამიანს შეუძლია წაიკითხოს და დაიმახსოვროს. ამ სახელებს ქვიათ დომეინ სახელები. მაგალითად www.ucnauri.com არის მუდმივი და ადვილად დასამახსოვრებელი სახელი. ალბათ დამეთანხმებით რომ ბევრად უფრო ადვილია დაიმახსოვრო www.ucnauri .com ვიდრე 212.58.116.74.

სახელს www.ucnauri.com შედგება სამი ნაწილისგან:

  1. საკვანძო სახელი (“www”)
  2. დომეინ სახელი (“ucnauri”)
  3. ზედა დონის დომეინ სახელი (“com”)

დომეინ სახელებს რომლებიც შეიცავენ “.com”-ს, აკონტროლებს რეგისტრატორი სახელად VeriSign. ასევე VeriSign აკონტროლებს “.net” დომეინ სახელებს. სხვა რეგისტრატორები (როგორებიცაა RegistryPro, NeuLevel და Public Interest Registry) აკონტროლებენ სხვა დომენებს (როგორებიცაა .pro, .biz და .org). VeriSign ქმნის ზედა დონის დომეინ სახელებს და გარანტიას გვაძლევს რომ ყველა ზედა დონის დომეინი არის უნიკალური. ამასთან ერთად VeriSign ინახავს ინფორმაციას ყველა საიტის შესახებ და აქვს „whois“ („ვინარის“) მონაცემთა ბაზა. საკვანძო სახელს ქმნის ის კომპანია რომელიც დომეინს უზრუნველყოფს ჰოსტინგით. “www” არის ყველაზე გავრცელებული საკვანძო სახელი, მაგრამ ახლა საიტების უმეტესობას საერთოდ არ აქვთ ის, ან  შეცვლილი აქვთ ისეთი სიტყვით რომელიც მიუთითებს საიტის კონკრეტულ სივრცეს. მაგალითად: ka.wikipedia.org არის ქართული ვიკიპედია, სადაც „www“-ს მაგივრად საკვანძო სახელად დანიშნული არის „ka“.

სახელის სერვერები

რამდენიმე სერვერს რომელთაც ქვიათ დომეინ სახელის სერვერები (domain name servers (DNS) განაწილებული აქვთ ადვილად წასაკითხი სახელები და IP მისამართები. ეს სერვერები არიან უბრალო მონაცემთა ბაზები რომლებსაც სახელები გადაყავთ IP მისამართებში და ისინი გავრცელებულნი არიან მთელს ინტერნეტში. კერძო კომპანიების, იმპ-ების და უნივერსიტეტების უმეტესობას აქვთ პატარა სახელის სერვერები რათა სახელი გადაიყვანონ  IP მისამართში. ასევე არსებობენ ცენტრალური სახელის სერვერები რომლებიც სახელების IP მისამართებში გადაყვანისთვის იყენებენ VeriSign-ის მიერ მიწოდებულ მონაცემებს.

თუ თქვენს ბრაუზერში აკრეფთ http://ucnauri.com/18/05/2010/razor-1911-2/, თქვენი ბრაუზერი ამოიღებს სახელს „www.ucnauri.com“ გაატარებს მას დომეინ სახელის სერვერში და დომეინ სახელის სერვერი მას  დაუბრუნებს www.ucnauri.com-ის ნამდვილ IP მისამართს.

UNIX მანქანებზე, თქვენ ამ მომსახურების ნახვა შეგიძლიათ nslookup ბრძანებით. უბრალოდ ბრძანების სტრიქონში ჩაწერეთ სახელი როგორიცაა www.ucnauri.com, სტრიქონი შეეკითხება სახელის სერვერს და განახებთ შესაბამის IP მისამართს.

ესე იგი ჩვენ გავიგეთ: ინტერნეტი შედგება მილიონობით მანქანისაგან, თითოეულს აქვს უნიკალური IP მისამართი. ამ მანქანების გარკვეული რაოდენობა არის სერვერ მანქანა, რაც ნიშნავს რომ ის აწარმოებს მომსახურებას ინტერნეტში მყოფი სხვა მანქანებისთვის. თქვენ უკვე გსმენიათ ასეთი სერვერების შესახებ: ელ-ფოსტის სერვერი, ვებ სერვერი, FTP სერვერი, Gopher სერვერი და Telnet სერვერი და სხვა.

პორტები

ნებისმიერი სერვერ მანქანა თავის მომსახურებას ინტერნეტში შესაძლებელს ხდის დანომრილი პორტებით, თითო პორტი თითო მომსახურებისთვის რომელიც ხელმისაწვდომია სერვერზე. მაგალითად, თუ სერვერ მანქანაზე გაშვებულია ვებ სერვერი და FTP სერვერი, ვებ სერვერი ჩვეულებრივ ხელმისაწვდომი უნდა იყოს პორტ 80-ზე, ხოლო FTP სერვერი ხელმისაწვდომი იქნება პორტ 21-ზე. კლიენტი მომსახურებას უკავშირდება სპეციფიკურ IP მისამართზე, სპეციფიკურ პორტზე.

თითოეული ყველაზე ცნობილი მომსახურება ხელმისაწვდომია, ცნობილ პორტ ნომერზე. ესენი არის ყველაზე ცნობილი პორტების ნომრები:

  • echo 7
  • daytime 13
  • qotd 17 (Quote of the Day) (დღის ციტატა)
  • ftp 21
  • telnet 23
  • smtp 25 (Simple Mail Transfer, ანუ ელ-ფოსტა)
  • time 37
  • nameserver 53
  • nicname 43 (Who Is)
  • gopher 70
  • finger 79
  • WWW 80

თუ სერვერ მანქანა პორტზე, მსოფლიოს გარშემოდან დაკავშირებას არ ზღუდავს, და თუკი პორტს ბრანდმაუერი არ იცავს, თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდეთ პორტს ნებისმიერი ადგილიდან და გამოიყენოთ მისი მომსახურება. თუ თქვენ გინდათ რომ თქვენს მანქანაზე დააყენოთ ვებ სერვერ პროგრამული უზრუნველყოფა, თქვენ ვებ სერვერი უნდა დასვათ პორტ 918, ან სხვა გამოუყენებელ პორტზე. თუ, თქვენი მანქანა ცნობილია როგორც xxx.yyy.com, ნებისმიერ ინტერნეტში ჩართულ ადამიანს შეუძლია დაუკავშირდეს თქვენს სერვერს მისამართით: http://xxx.yyy.com:918. “:918” აღნიშნავს პორტის ნომერს. როდესაც პორტი არ არის მითითებული, ბრაუზერი ასკვნის რომ სერვერი იყენებს კარგად ცნობილ პორტ 80-ს.

პროტოკოლები

როდესაც კლიენტი მომსახურებას დაუკავშირდება კონკრეტულ პორტზე, მას მომსახურებას გამოსაყენებლად სჭირდება სპეციალური პროტოკოლის დახმარება. პროტოკოლი უმეტესად არის ტექსტი, და უბრალოდ აღწერს თუ როგორ წარიმართება კლიენტის და სერვერის საუბარი.

ალბათ, ყველაზე უბრალო პროტოკოლი არის დროის პროტოკოლი (daytime protocol). თუ თქვენ დაუკავშირდებით პორტ 13-ს მანქანაზე რომელელიც მხარს უჭერს დროის სერვერს, სერვერი თქვენ გამოგიგზავნით მის აღქმულ თარიღს და დროს შემდეგ კი გაწყვეტს კავშირს. პროტოკოლი არის, „თუ შენ მე დამიკავშირდები, მე გამოგიგზავნი თარიღს და დროს შემდეგ კი შევწყვეტ კავშირს.“ UNIX მანქანების უმეტესობა მხარს უჭერს ამ სერვერს. თუ ამის ცდა გსურთ, შეგიძლიათ ერთ-ერთს დაუკავშირდეთ Telnet გამოყენებითი პროგრამით. UNIX-ზე, სესიას ექნება ასეთი სახე:

%telnet web67.ntx.net 13
Trying 216.27.61.137…
Connected to web67.ntx.net.
Escape character is ‘^]’.
Fri Jun 11 20:51:06 2010
Connection closed by foreign host.

Windows მანქანაზე, თქვენ სერვერზე მოხვედრა შეგიძლიათ, MSDOS-ში ამ ბრძანების ჩაწერით “telnet web67.ntx.net 13”.

ამ მაგალითში, web67.ntx.net არის სერვერის UNIX მანქანა, და 13 არის პორტის ნომერი დროის მომსახურებისათვის. Telnet გამოყენებითი პროგრამა უკავშირდება პორტ 13-ს (telnet-ი ჩვეულებრივ უკავშირდება პორტ 23-ს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მიმართულება მისცეთ ნებისმიერ პორტთან დასაკავშირებლად), შემდეგ სერვერი აგზავნის თარიღს და დროს და წყვეტს კავშირს. Telnet გაძლევთ საშუალებას რომ მიუთითოთ პორტის ნომერი, ასე რომ ამის ცდა თქვენს Telnet-ის ვერსიაზე არის დამოკიდებული.

პროტოკოლების უმეტესობა არის უფრო ჩახლართული, ვიდრე დროის პროტოკოლი. ყველა ვებ სერვერი ეწყობა HTTP პროტოკოლს. პროტოკოლის ყველაზე ძირითადი ფორმა რომელსაც HTTP სერვერი გაიგებს არის მხოლოდ ერთი ბრძანება: GET. თუ თქვენ დაუკავშირდებით სერვერს რომელსაც ესმის HTTP პროტოკოლი და მას ეტყვით “GET ფაილის სახელი,” სერვერი გიპასუხებთ დასახელებული ფაილის შიგთავსის გამოგზავნით და შემდეგ შეწყვეტს კავშირს: ეს არის ტიპიური სესია:

%telnet www.ucnauri.com 80
Trying 212.58.116.74...
Connected to ucnauri.com.
Escape character is '^]'.
GET http://www.ucnauri.com/
  ...
Connection closed by foreign host.

შეჯამება

ამ პოსტით თქვენ ინტერნეტის შესახებ უზარმაზარი ინფორმაცია მიიღეთ. თქვენ იცით რომ, როდესაც ბრაუზერში ჩაწერთ URL-ს, მოხდება შემდეგი რამ:

  • ბრაუზერი URL-ს გაყოფს სამ ნაწილად:
  1. პროტოკოლი (“http”)
  2. სერვერ სახელი (“www.ucnauri.com”)
  3. ფაილის სახელი (“18/05/2010/razor-1911-2/”)
  • ბრაუზერი დაუკავშირდება სახელის სერვერს რათა გადათარგმნოს სერვერ სახელი “www.ucnauri.com,” IP მისამართში, რომელსაც გამოიყენებს სერვერ მანქანასთან დასაკავშირებლად.
  • შემდეგ ბრაუზერი ვებ სერვერთან დაამყარებს კავშირს ამ IP მისამართით პორტ 80-ზე.
  • HTTP პროტოკოლის მიხედვით, ბრაუზერი სერვერ გაუგზავნის GET თხოვნას, რომლითაც ითხოვს ფაილს ” http://ucnauri.com/18/05/2010/razor-1911-2/.” (შენიშნვა: შესაძლებელია ბრაუზერმა სერვერს GET თხოვნასთან ერთად გაუგზავნოს ფუნთუშებიც)
  • შემდეგ სერვერი ბრაუზერს უგზავნის ვებ გვერდის HTML ტექსტს. (შესაძლებელია სერვერიდან გამოიგზავნოს ფუნთუშებიც.)
  • ბრაუზერი კითხულობს HTML ტეგებს და აფორმებს  ვებ საიტს თქვენს ეკრანზე.

დამატებითი: უსაფრთხოება

სერვერების უმეტესობა ამატებს გარკვეული დონის დაცვას. ალბათ გინახავთ ვებ გვერდი სადაც ნახავდით დიალოგის ფანჯარას რომელიც გთხოვთ თქვენს სახელს და პაროლს, ეს ნიშნავს რომ თქვენ მოხვდით პაროლით დაცულ გვერდზე. სერვერი საიტის მფლობელს საშუალებას აძლევს რომ, მართოს იმ ადამიანების სახელები და პაროლები რომელთაც შეუძლიათ საიტზე შესვლა; სერვერი უშვებს მხოლოდ იმ ხალხს რომლებმაც იციან შესაფერისი პაროლი. მოწინავე სერვერები ამატებენ დამატებით დაცვას რათა სერვერსა და ბრაუზერს შორის კავშირი იყოს დაშიფრული, რათა მოხდეს დაცული ინფორმაციის (საკრედიტო ბარათის ნომერი) ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნა. ეს არის ყველაფერი ვებ სერვერის შესახებ რომელსაც თქვენამდე სტანდარტული, სტატიკური საიტები მოაქვს. სტატიკური საიტები არიან ისინი, რომელთა შეცვლაც არ შეიძლება მანამდე, სანამ თვითონ მფლობელი არ შეცვლის მას.

დამატებითი: დინამიკური გვერდები

ასევე არსებობენ დინამიკური გვერდები. მაგალითად:

  • ნებისმიერი სტუმრების წიგნაკი გაძლევთ საშუალებას რომ ჩაწეროთ შეტყობინება HTML ფორმაში, ხოლო შემდეგ როდესაც ამ სტუმრების წიგნაკს ვინმე ნახავს, გვერდი უკვე შეიცავს ახალ ჩანაწერს.
  • „ვინ არის“ ძიება რომელიც გაშვებული აქვს Network Solutions-ს, საშუალებას გაძლევთ რომ შეიყვანოთ საკვანძო სახელი სპეციალურ ბლანკში, და გვერდი რომელიც თქვენ დაგიბრუნდებათ იქნება შეცვლილი თქვენს მიერ შეყვანილი საკვანძო სახელის მიხედვით.
  • ნებისმიერი საძიებო სისტემა გაძლევთ საშუალებას რომ საკვანძო სიტყვა ჩაწეროთ HTML ფორმაში, და ის დინამიკურად ქმნის გვერდს, თქვენს მიერ შეყვანილი საკვანძო სიტყვის მიხედვით.

ყველა ამ შემთხვევაში, ვებ სერვერი უბრალოდ “ფაილს არ ეძებს.” ეს არის ინფორმაციის გადამუშავება და გვერდის საკვანძო სიტყვის მიეხედვით შექმნა. ვებ სერვერი ასეთი დავალებების შესასრულებლად იყენებს რაღაცას, რასაც ჰქვია CGI სკრიპტები.

თქვენ გაიგეთ რომ ვებ სერვერი შეიძლება იყოს პროგრამული უზრუნველყოფის ძალიან პატარა ნაწილი. ის იღებს მისთვის გაგზავნილ ფაილის სახელს GET ბრძანებასთან ერთად, იპოვნის ამ ფაილს და უკან უგზავნის ბრაუზერს. თუ თქვენ გაერკვიეთ პორტებში და მათ კავშირებში, თქვენ მარტივად შეგიძლიათ შექმნათ C პროგრამა 500-ზე ნაკლები ხაზით, რომელსაც გამოიყენებთ უბრალო ვებ სერვერად. ცხადია, სრულმასშტაბიანი კორპორატიული დონის ვებ სერვერი მოითხოვს მეტ მოქმედებებს, მაგრამ საფუძველი არის ძალიან მარტივი.

(c) arabuli

arabuli

ჩემი ცხოვრების აზრი იყო და მუდამ იქნება: "ტყუჭი"

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button