საკითხავისასარგებლო

უნიკალური რუკა


1929 წელს თურქეთში,ტოპკაპის სასახლის მუზეუმში აღმოაჩინეს რუკა,რომლის ავტორი ცნობილი თურქი მეზღვაური და კარტოგრაფი პირი-რეისი იყო.აღმოჩენა გააკეთა დოქტორ ეტჰემმა.შემდგომმა კვლევებმა ცხადყო,რომ ეს რუკა შედგენილი იყო 1513 წელს და პრაქტიკულად ეს იყო მსოფლიო რუკა,სადაც კონტინენტთა განლაგება რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული იყო.ყოველივე ეს კი ახალი ფურცელი იყო კარტოგრაფიის ისტორიაში.

პირი-რეისი(სრული სახელია ჰაჯი მუჰიდინ პირი იბნ ჰაჯი მეჰმედი) მოღვაწეობდა 1465-1555 წლებში.ეს ის დროა როცა ოსმალეთის იმპერია თავისი სიძლიერის პიკს აღწევს და აფართოებს თავის გავლენის სფეროებს.

სასახლე სადაც აღმოაჩინეს ეს რუკა

ისევ დავუბრუნდეთ ზემოთნახსენებ რუკას.1929 წელს მოხდა მისი აღმოჩენა და მოხდა მისი დეტალური შესწავლა,რუკაზე ნათლად გამოჩნდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის,ევროპისა და აფრიკის სანაპიროების მონახაზები.ეს რუკა გამოსახული იყო გაზელის(ანტილოპის მსაგავსი ჩლიქოსანი) ტყავზე რამდენიმე ეგზემპლარად,ზომებით 90 X 63 სმ,86 X 60 სმ,90 X 65 სმ,85 X 65 სმ,81 X 63 სმ,86 X 62 სმ(რომელი ზომის აღმოაჩინეს ვერ გავარკვიე).

დიდი ზომის ფოტო

1953 წელს თურქმა მეცნიერებმა აშშ_ში გაგზავნეს ამ რუკის ასლი შემდგომი შესწავლისათვის.აქ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი სადაც შევიდნენ ძველი რუკების სპეციალისტები და კარტოგრაფები,მათ შეადარეს პირი რეისი რუკა თანამედროვე რუკებს,მოახდინეს მათი ერთმანეთთან დაპირისპირბა და აღმოჩნდა,რომ პირი რეისის რუკა თითქმის შეუცდომლად ასახავდა გეოგრაფიულ რეალობას,ასევე რუკაზე შეინიშნებოდა ანტარქტიკის სანაპიროს მონახაზი(თუმცა ამას ზოგიერთი მეცნიერი არ აღიარებს).თუმცა წინა პლანზე ერთი დილემა წამოიწია და დაისვა კითხვა-“როგორ მოახერხა პირი რეისმა რუკის ასე დეტალურად შექმნა?”.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდა.მეთესქვსმეტე საუკუნეში არ არსებობდა სფერული ტრიგონომეტრია და საჰაერო გადაღება,ასევე ოსმალთა იმპერიაც ვერ დაიკვეხნიდა საზღვაო ექსპედიციების სიმრავლით.

თუ ჩავთვლით,რომ რუკაზე არის ანტარქტიკა,მაშინ უნდა სავარაუდოა რომ პირი-რეისმა ამ რუკის შექმნის დროს გამოიყენა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის გადარჩენილი კარტოგრაფიული მასალები.აქ აღსანიშნავია:
-არსებობს ჩანაწერი სადაც პირი რეისი აღნიშნავს,რომ რუკის შექმნისას ის იყენებდა ალექსანდრიულ “მასალებს”,თან იმ დროს ეგვიპტე ოსმალთა იმპერიის ნაწილი იყო და ასეთუისე თურქებს ხელი მიუწვდებოდათ ეგვიპტურ მასალებთან.

ერთ-ერთმა მეცნიერმა იმის დასამტკიცებლად,რომ პირი რეისის რუკაზე ანტარქტიკა იყო გამოსახული ჩაატარა კვლევა აზიმუტის პროექციის გამოყენებით,შედეგმა კი აჩვენა რომ მიუხედავად მეცნიერთა გარკვეული ნაწილის სკეპტიციზმისა ნამდვილად ანტარქტიკის კონტურები ჩანს რუკაზე.თუმცა მაინც გამოცანად რჩება თუ როგორ ასახა ყოველივე ეს თურქმა კარტოგრაფმა,იმ დროს თითქმის არავინ იცოდა ანტარქტიკის არსებობის შესახებ.

ქვევით იხილეთ სურათი სადაც ასახულია აზიმუტის პროექციის გამოყენებით მიღებული შედეგი:

მარცხნივ არის ასახული პირი რეისი რუკის ნაწილი,ხოლო მარჯვნივ მსოფლიო რუკა აზიმუტის პროექციაში.ასახული ციფრები ნათლად ასახავს ყოველივეს.

ასევე იხილეთ რამდეინე შედარებითი ანალიზის შედეგი,სადაც ჩანს თუ როგორ ემთხვევა სამხრეთ ამერიკის კონტინენის თანამედროვე კონტურები პირი რეისის რუკის კონტურებს.

პირი-რეისი ასევე თავისი უნიკალური რუკის ერთ-ერთ “მასალად” ასახელებდა კოლუმბის რუკას.მეცნიერებმა ჩათვალეს რომ ეს შეიძლება ყოფილიყო კოლუმბის ე.წ “დაკარგული რუკა”,რომელიც კოლუმბმა ექსპედიციების დროს შექმნა,თუმცა ეს რუკა რამდენიმე საუკუნოვანი ძებნის შემდეგაც ვერ იპოვეს.აქაც მრავალი ფაქტი ბუნდოვნად დარჩა,თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება რომ პირი რეისის რუკა უნიკალურია.

აღსანიშნავია,რომ პირი-რეისის ეს რუკა გამოსახულია თურქეთის ეროვნულ ვალუტა ლირაზე,კერძოდ კი 10 ლირიანზე.

გარდა ზემოთაღნიშნული უნიკალური რუკისა პირი-რეისს ეკუთვნის სხვა არაერთი რუკაც სადაც ასახულია ევროპის კონტინენტი,სხვადსახვა კუნძულები,ქალაქები და ა.შ.

ევროპა

სტამბული

ვენეცია

ეგეოსის ზღვა

როდოსი

კრეტა

ანკონა

სარდინია

სიცილია

მალტა

მარსელი და ტულონი

ტუნისი

გენუა

ალექსანდრია

კორსიკა

Don Mindia

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close