არქივი

ვარსკვლავების რთული ბავშვობა

e08bb395f301

ჰოლივუდის ბევრ ვარსკვლავს, ან უბრალოდ ცნობილ ადამიანს ძალიან რთული ბავშვობა ჰქონია. ზოგი ამაზე საუბარს თავს არიდებს ზოგი პირიქით რთულ და მტკივნეულ თემაზე სუაბრობს.

f29bf271dc78

უმა თურმანი მისივე თქმით წყნარი და ჩაკეტილი ბავშვი ყოფილა. მომავალ ვარსკვლავს საკუთარი თანაკლასელების დაცინვა გულს ძალიან ტკენდა. მას მხოლოდ იმის გულისთვის დასცინოდნენ რომ მეტისმეტად მაღალი და გამხდარი იყო. უმას აკომპლექსებდა თავისი სახელიც, არ მოსწონდა თავისი სახე. ბავშვობაში კი ის სულაც არ ოცნებობდა პოპულარობაზე, უნდოდა რომ გამხდარიყო ვეტერინარი.

3a14a7847fdc

მილა იოვოვიჩი უღიმღამოდ იხსენებს თავის ბავშვობას. მისი ყველა ამერიკელი მეგობარი მინიქვედაბოლოებს ატარებდა, ის კი სიღარიბის გამო ჩინური სპორტული შარვლით დადიოდა. სკოლაში წასვლის წინ დედა ქილაში ბორშჩს უსხამდა, შესვენებებზე კი კლასელები მისი მაგიდის გარშემო გროვდებოდნენ და თვალს ადავნებდნენ უცნაურ “სუპს.” და ყველაზე საშინელი ის იყო რომ მსახიობს არავინ უნიშნავდა პაემანს.

51b9545f20ae

ანჯელინას ბავშვები მუდმივად დასცინოდნენ სიგამხდრის, სათვალის და კბილების გასაწორებელი რკინების გამო. იგი ყოველთვის აგროვებდა დანებს. “ვერ ვიტყვი რომ კარგი ურთიერთობა მქონდა თანატოლებთან, გამუდმებით მარტოსულად ვგრძნობდი თავს. თითქოს საკუთარ თავს ვტანჯავდი და ეს ჩემთბის თერაპია იყო.” 14 წლიდან იგი მხოლოდ შავ სამოსს ატარებდა, ჰქონდა პირსინგები და სხვადასხვა ტატუები. გადახრა მაზოხიზმისკენ.

8f3db46d0c1e

ჯულია რობერტს თანაკლასელები თავს აბეზრებდნენ. მათ მომავალ მსახიობს მეტსახელიც მოუფიქრეს – ბაყაყი. მეტისმეტად დიდი პირისა და სქელშუშიანი სათვალის გამო. ბავშვობაში იგი მუშაობდა “ბასკინ რობინსიში” ნაყინის მიმტანად და სპორტულ მაღაზიაში ეხმარებოდა კლიენტებს კეტების მოსინჯვაში.

00b00a176352

ძნელი დასაჯერებელია ბავშვობაში ნიკოლ კიდმანი პუტკუნა ყოფილა, ჯაგრისის მაგვარი თმებით. გოგონა ყოველ დღე ისწორებდა თმებს უთოთი, რომ როგორმე მისთვის ფორმა მიეცა. ბავშბობაში ძალიან მორცხვი იყო.დის მსგავსად არ იყო გატაცებული სერფინგით, ცურვით. გართობას სახლში წოლასა და წიგნის კიტხვას ამჯობინებდა. ასევე ხშირად ოცნებობდა. ამის გარდა საშინლად ეშინოდა პეპლების და ალერგია ჰქონდა მარწყვზე.

5bde2360ccb4

შერლიზ ტერონიც არასდროს არ გახდებოდა მსახიობი რომ არა ბავშვობაში მიღებული ტრამვა და ლოსანჯელესში გადმოსახლება. ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ გოგონას დედამ საკუთარი ქმარი მოკლა. მართლაც, მსახიობის მამა ერთი ლოთი იყო რომელიც ხშირად არ ერიდებოდა გოგონას ცემას.

2daf31c9222a

მერლინ მონრო დედის მესამე შვილი იყო მეორე ქმრისგან. იგი ბავშვთა სახლშლი იზრდებოდა. რამოდენიმე წლის განმავლობასჰი რამოდენიმე ბავშვთა სახლი გამოიცვალა. 16 წლისა კი იძულებით გაათხოვეს.

ასე რომ მგონი არცერთ ვარსკვლავს არ ჰქონია კარგი და უზრუნველი ბავშვობა :)

მსგავსი ამბები

Back to top button