არქივი

ერთხელაც ვცდი…

3acbade87452
ანეკდოტებში არ მიმართლებს, ანუ რამდენჯერაც ანეკდოტი დავამატე არ მოეწონა არავის. მაგრამ ეს ერთხელაც ვცდი, სულ ცინცხალი ანეკდოტებია, ჯერ წაუკითხავი :(
პატარა მიშიკო მანქანას ხელს უწევს:

– ძია, სკოლამდე მიმიყვანე, რა!

– მე სხვა მხარეს მივდივარ.

– მთლად უკეთესი!

* * *

ვაჭარი შვილს ცდის:

– რამდენი იქნება სამჯერ ორი?

– ოთხი.

– არაა სწორი.

– ვიცი, სამჯერ ორი ექვსია, მაგრამ წაგევაჭრე.

* * *

– რატომ დაგიჭირეს? – ეკითხებიან სვანს საკანში.

– მარტორქას მოკვლას მაბრალებენ.

– სვანეთში მარტორქა სად ნახე?!

– ქორწილში. თურმე თამადა სვამდა ყანწით და იმას ვხიე თოფი.

* * *

ხანდაზმული ქალი ავტობუსში თავზე ადგას სკამზე მჯდომ გოგონას, რომელიც არ აპირებს, ადგილი დაუთმოს. ქალს მოთმინების ფიალა ევსება:

– უკაცრავად, შვილო, მაგრამ ჩემს ახალგაზრდობაში გოგონები ხანდაზმულებს ადგილს უთმობდნენ.

– რა კარგია, დეიდა. შენს ახალგაზრდობაში ვინ ორსულდებოდა ჩემს ასაკში?

* * *

– რატომ მოკალი დედ–მამა?

– ტელევიზორმა თქვა, ობლებს შემწეობას ვაძლევთო.

* * *

– რატომ არქმევენ გრიგალებს ქალის სახელებს?

– იმიტომ, რომ ქალები ჭეშმარიტად გრიგალივით იქცევიან.

– როგორ?

– ჯერ წყნარები და ამოუცნობები არიან, მერე სახლებს და მანქანებს გვართმევენ.

* * *

კაცი თავის ბინაში რეკავს, ყურმილს უცხო მამაკაცი იღებს.

– თუ შეიძლება ჩემს ცოლს სთხოვეთ.

– ვთხოვე, ბატონო, უკვე, ვთხოვე! ცოტა ხნის მერე დარეკეთ, ბანაობს.

* * *

– რა ჰქვია კაცს, რომელიც პრეზერვატივს არ ხმარობს?

– მამა!

* * *

ქუთაისელი ცდილობს, მეზობელი ტრავმატოლოგი ტელეფონით გააშაყიროს:

– ექიმო, წამწამი მტკივა.

– არ გადამრიო, მარჯვენა თუ მარცხენა?

– მარცხენა.

– მოტეხილია თუ ნაღრძობი?

* * *

– ძალიან საეჭვოა, რომ თქვენი სახლი დაზღვევიდან მეორე დღესვე დაიწვა, მაგრამ თქვენ სოლიდური კლიენტი ხართ და ჩვენ მზად ვართ, აგინაზღაუროთ ზარალი. აბა, დავიწყოთ აღწერა.

– დავიწყოთ, – გამოცოცხლდა დაზარალებული, – ათი ლიტრა ნავთი…

* * *

კაცმა პირველად წაიყვანა ცოლ–შვილი ზღვაზე.

– დედააა! – აღტაცებას ვერ მალავს პატარა ბიჭი, – შეხედეთ, შეხედეთ, რა ჩქარა გარბის კატერი!

– ისეთი გიჟი რომ მოგდევდეს თხილამურებით, შენ უფრო ჩქარა გაიქცეოდი! – ეუბნება დედა.

* * *

– რა ხუჭუჭა თმები გაქვს, ალბათ დედისგან გამოგყვა, არა? – ეკითხება მასწავლებელი პირველკლასელს.

– მე მგონი, უფრო მამისგან.

– საიდან ასკვნი?

– მამას თავზე ერთი ღერიც აღარ აქვს…

* * *

ორი ექთანი პალატაში ავადმყოფებს ამოწმებს.

– ეს ის მოკრივეა, მოტოციკლისტი რომ დაეჯახა?

– არა, ეს ის მოტოციკლისტია.

* * *

– ბიძა მყავს ამერიკაში, მილიონერია. მომწერა, დავბრმავდი და ჩამოდი, ჩემს ბიზნესს მიხედეო.

– ბიჭო, ჩამოვიდეს საქართველოში თავისი მილიონებით და აქ აწარმოოს ბიზნესი.

– დაბრმავდა–მეთქი, კი არ დარეხვილა.

წყარო sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button