გართობა

უცნაური ძაღლის ჯიშები

germany dog show

არესობობს მსოფლიოში ბევრი ძაღლის ჯიში, მაგრამ ამ ჯიშებიდან ზოგი ძალიან უცნაურია და სასახილო :) 

1. კომანდორი

წარმომავლობა. კომანდორი წარმოიშვა ლეგენდარული ტიბეტური ძაღლებისაგან და ჩამოყვანილ იქნა უნგრეთში მომთაბარე მადიარების მიერ დაახლოებით 1 000 წლის წინ. მის მერე, ასეული წლების მანძილზე ეს ძაღლები იცავენ ნახირებს უნგრეთში. ზუსტად არაა ცნობილი ის, თუ როგორ ჩამოყალიბდა ძაღლის ამჟამინდელი ტიპი – ტომობრივი მუშაობისა თუ მგლებთან ბუნებრივი შეჯვარების შედეგად. მსოფლიო ცნობადობა და მსოფლიოს მეძაღლეთა სიყვარული კომანდორმა მოიპოვა 1920 წელს დოგ-შოუზე მისი წარდგენის შემდეგ. ასევე არაა ზუსტად ცნობილი თუ საიდან მოდის ძაღლის სახელი, მაგრამ იგი საკმაოდ ხშირად ასახავს მის ხასიათს: ერთგულობასა და უდრეკობას.

36925329fk1

2. ბერგამასკო

bergamasco

წარმომავლობა. დაახლოებით 2 000 წლის წინ ფინიკიელმა ვაჭრებმა ევროპაში ჩამოიყვანეს სხვადასხვაგვარი გაბურძგვნილი ნაგაზები. თავიდან ისინი ბინადრობდნენ ტასკანიაში, სადაც ფორმირებულ იქნა მარემა, შემდეგ გავრცელდნენ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ფორმირება დაიწყო ბერგამასკოს ჯიშმა. ჯიშის დასახელება მოდის ბერგამოს პროვინციის ხეობებიდან. სწორედ აქედან მოხვდნენ ფინიკიელი ნაგაზები საფრანგეთსა და ესპანეთში, სადაც ჩაუყარეს საფუძველი მრავალი შესანიშნავი ჯიშის ფორმირებას. ამგვარად, ხშირი და მყარი ბეწვის მასის მოშორებისას, ეს ძაღლი ძალიან ჰგავს ბრიარს.

მსგავსი ამბები

Back to top button