საკითხავისასარგებლოსურათები

ეგვიპტის 3 უდიდესი დედოფალი

f6970cc0dfa2

იხილეთ ეგვიპტის 3 უდიდესი დედოფალი.

3d8f88357a76
ნ ე ფ ე რ ტ ი ტ ი
ნეფერტიტი იყო დიდი ქალბატონი, მეუღლე ეგვიპტის ფარაონი ამენჰოტეპ IV-ის (მოგვიანებით ეხნატონი), და ფარაონი ტუტანხამონის სიდედრი. სავარაუდოდ ის თავადაც იყო მმართველი სახელით ნეფერნეფერუატენი მცირე ხნით მეუღლის გარდაცვალების შემდეგ და ტუტანხამონის გამეფებამდე. მისი სახელი დაახლ. ნიშნავს “ულამაზესი (უნაკლო) ქალბატონი მოვიდა”. საქვეყნოდ ცნობილი გახდა მისი ბიუსტის აღმოჩენიდან (ამჟამად ბერლინის ალტეს მუზეუმში). ბიუსტი ეკუთვნის სკულპტორ ჯუტმოსს და ნაპოვნი იყო მის სახელოსნოში. ბიუსტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ის დოკუმენტური ფაქტია ძველ ეგვიპტელთა წარმოდგენებზე რეალისტურ სახის პროპორციებზე.

c80a1dd127b2
ჰ ა ტ შ ე ფ ს უ ტ ი
ჰატშეფსუტი (დაახლოებით ძვ. წ. 1503 ― † ძვ. წ. 1480), ძველი ეგვიპტის დედოფალი (ფარაონი), ძვ. წ. XVIII საუკუნის დინასტიის წარმომადგენელი. თუტმოს I-ის ასული და მისი თანამმართველი 15 წლის მანძილზე.

ტახტს ერთმანეთს ეცილებოდნენ ჰატშეფსუტი, თუტმოს II (ჰატშეფსუტის ნახევარი ძმა და მეუღლე) და თუტმოს III. ჰატშეფსუტის მომხრე დიდებულთა პარტიამ თუტმოს III მმართველობას ჩამოაშორა და ჰატშეფსუტი გაამეფა. ეგვიპტის შიდა არეულობით ისარგებლეს ნუბიელებმა და აჯანყდნენ, მაგრამ ჰატშეფსუტმა ჩაახშო და სამხრეთ პალესტინაშიც გაგზავნა დამსჯელი ექსპედიციები. ჰატშეფსუტი არ ომობდა, ქვეყნის სიმდიდრე სამშენებლო საქმიანობისათვის გამოიყენა – აღადგინა ჰიქსოსების მიერ დანგრეული ძველი ტაძრები და ააგო ახალი (დაირ-ელ-ბაჰრი); განაახლა საბადოების დამუშავება სინის ნახევარკუნძულზე და მოაწყო სავაჭრო ექსპედიციები პუნტის ქვეყანაში.

ჰატშეფსუტის გარდაცვალების შემდეგ თუტმოს III მკაცრად მოექცა მის ხსოვნას და თითქმის ყველგან მოსპო მისი სახელი.

4d3ee04224ea
კ ლ ე ო პ ა ტ რ ა მეშვიდე

კლეოპატრა VII ფილოპატორი (ძვ.-ბერძნ. Κλεοπάτρα Φιλοπάτωρ, 2 ნოემბერი, ძვ. წ. 69. – 12 აგვისტო, ძვ. წ. 30) — ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პტოლომეუსების მაკედონური დინასტიიდან. ცნობილი იყო რომაელი დიდი მხედართმთავრის მარკუს ანტონიუსისადმი სიყვარულით. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რათა რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის ტყვედ არ ქმნილიყო.

კლეოპატრა ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პერსონაჟია როგორც ფერწერაში, ისე ლიტერატურასა და კინემატოგრაფში.

კლეოპატრა VII ეგვიპტეს ძმებთან – პტოლემე XIII და პტოლემე XIV ერთად (ტრადიციის თანახმად, ისინი მის მეუღლეებად მიიჩნეოდნენ), შემდეგ კი რომაელ მხედარმთავარ მარკუს ანტონიუსთან, ფიქტიურ ქორწინებაში თანაცხოვრებით, 21 წელი მართავდა. ის იყო ეგვიპტის უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველი, სანამ მის ქვეყანას რომის იმპერია დაიპყრობდა და ერთ-ერთ პროვინციად აქცევდა. საყოველთაოდ ცნობილი გახდა იულიუს კეისართან და მარკუს ანტონიუსთან სასიყვარულო კავშირის შედეგად. კეისრისგან ვაჟი ეყოლა, ანტონიუსისგან კი ორი ვაჟი და ქალიშვილი.

კლეოპატრა თავის სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდების გმირად, მისმა ტრაგიკულმა აღსასრულმა კი მის რომანტიზაციას შეუწყო ხელი.

კლეოპატრას იხსენიებენ პლუტარქე, აპიანი, იოსებ ფლავიუსი და სხვ., თუმცა, ძველი ცნობები მისადმი მთლად კეთილგანწყობილნი არ ჩანან. მაგალითად, ძველი რომაული წყაროები ასეთ ინფორმაციასაც კი გვაწვდიან: ”ის იმდენად გარყვნილი იყო, რომ ხანდახან მეძავობდა კიდეც, მისი სილამაზით დაბრმავებულ ბევრ მამაკაცს, მასთან ერთი ღამის გატარების საფასურად, თავიც კი წაუგია”.

წყარო:ვიკიპედია.

თეგები

Giorgi Chavle

davibade 1997 wlis 4 agvistos. var warchinebuli moswavle. mivige meore xarisxis diplomi leqsebis konkursshi.vcxovrob batumshi. samjer makvs migebuli 1 xarixis diplomi swavlashi. sayvareli sagania-biologia, sayvareli maswi-qartulis, bevri ram vici-egvipteze. ar miyvars-tyuili da geograpia :)

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close