საკითხავისასარგებლოუცნაური

მაუნდები – საიდუმლოებით მოცული ძეგლები

02b25828b563

ამერიკის ჩრდილოეთ კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში დღემდეა შემორჩენილი ინდიელთა ძველი, მართლაც განსაცვიფრებელი და იდუმალებით მოსილი ნაგებობანი – „მაუნდები“ , რომელთა ქართულ შესატყვისად ყორღანებს ხმარობენ.

ზოგადად, მაუნდებს მიწაყრილებს, თიხისა და ქვის ერთგვარ ნაგებობებს ეძახიან. ამ ნაგებობათაგან ზოგიერთი, ყორღანივით მართლაც სამარხია, ზოგიერთი ხელოვნური ბორცვის წაკვეთილ თავზე კი ხის სამლოცველო-ტაძრებია აგებული. არის კიდევ სხვა სახის – ტერასული მაუნდები, რომლებსაც პირამიდებს უწოდებდნენ. კაჰოკიის მაუნდი ყველაზე დიდი „პირამიდაა“ ჩრდილოეთ ამერიკაში. მისი ფუძის ზომაა 350 X 210, ხოლო სიმაღლე – 30 მ-მდე. ეს არის 635 000 მ3 მიწის მასა, როგორც ჩანს, მაუნდების ასაგებად მრავალი წელი მუშაობდა ათასობით და ათიათასობით ადამიანი, გასაოცარი ის არის, რომ ამ დროს ინდიელებმა არც იცოდნენ, რა იყო ნიჩაბი ან ურიკა.

7419a164acb6

a5f11362a077 (კაჰოკიის მაუნდი)

ან ნაგებობათა ყველაზე საინტერესო ჯგუფია ფიგურული მაუნდები, რომლებიც მრავლად გვხვდება აშშ-ის ყველა შტატში. ეს არის სხვადასხვა ცხოველის ფიგურები. მაგ: „დიდი გველის მაუნდი“ სიგრძე 300მ-ია და ბოლოვდება გიგანტური სპირალით (ოჰაიოს შტატი) ; „ნიანგის მაუნდი“ 60 მ-ს აღწევს (ლიკინგის დასახლებასთან, ვისკონსინის შტატი); ყველა ეს მაუნდი, როგორც ჩანს, ტოტემურ ცხოველთა გამოსახულება იყო და წმინდა რელიგიურ – რიტუალური დანიშნულება ჰქონდა.

d1a76c568646

9bf2a4f52cc9 (დიდი გველის მაუნდი)

მაუნდებს თავდაცვით ნაგებობებადაც იყენებდნენ, ასეთია, მაგალითად, ენშენტის მაუნდი, რომლის სიგრძე 5.5 კმ-ია, სიმაღლე 2.6 მ.
XX ს-ის მოღვაწე ამერიკანისტთა გამოკვლევებმა საკმაო ნათელი მოჰფინა ამ იდუმალ ბორცვებთან დაკავშირებულ ისტორიას.
დღეისთვის დადგენილია, რომ მაუნდების კულტურა დაახლობით 3 ათასი წლის წინათ წარმოიშვა. ყოველ შემთხვევაში, ჩვ. წ-მდე VIII – VII საუკუნეთა მიჯნაზე მისი ასრებობა არქეოლოგიურად დამტკიცებულია. ამ ნაგებობათა შემქმნელი ხალხი ისტორიკოსებმა „ადენის კულტურის“ ხალხად მონათლეს.

16e981331249

ადენის კულტურა განავითარა ახალმა – „ჰოუპველის კულტურამ“ , რომელმაც ჩვ. წ. VIII – X სს-მდე იარსება. ჰოუპველის ხალხი არა მხოლოდ აღმართავდა გიგანტურ მიწაყრილებს, არამედ მათ ყორღანის დანიშნულებასაც ანიჭებდა და სამარხებად იყენებდა. ამ ხალხმა წაკვეთილი ბორცვის პლატფორმაზე პირველმა შეასრულა სამგლოვიარო რიტუალები.

d42fe4fb8f91 (სამგლოვიარო მაუნდი)

ჰოუპველის კულტურას ფეხდაფეხ მოსდევს „მისისიპის კულტურა“. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა გიგანტური ტაძარ-მაუნდები და საფეხურიანი (ტერასული) მიწის პირამიდები. მისისიპის კულტურა ჩრდილოეთ ამერიკის ამ ნაწილში გავრცელებული კოლუმბამდელი კულტურების განვითარების უმაღლესი საფეხურია.

წყარო: ” საყმაწვილო ენციკლოპედია ”

p.s ეს ჩემი პირველი პოსტია. ბოდიშს გიხდით სურათების სიმცირისთვის, ესენიც ძლივს ვნახე ინტერნეტში  =)

მსგავსი ამბები

Back to top button