არქივი

პირველყოფილი ადამიანები

fc692728373c

დედამიწაზე ადამიანების გაჩენის ბევრი ვერსია არსებობს,”დაბადების” წიგნით დაწყებული და ადამიანის კოსმოსური წარმომავლობით(უცხოპლანეტელობით)დამთავრებული. ისმის კითხვა: ვინ ვართ ჩვენ? როდის სავსახლდით დედამიწაზე? და ა.შ.

ადამიანის წარმოშობის მეცნიერული ვერსია კაცობრიობის წინარეისტორიის დასახასიათებლად იყენებს ცნებას “პირველყოფილობა” ანუ “პირველყოფილი ეპოქა”.ის ადამიანის განვითარების იმ სტადიებს აღნიშნავს,რომლებიც წინ უძღოდა ისტორიული ხანის დადგომასა და უძველესი ცივილიზაციების წარმოშობას.მაშასადამე, პირველყოფილი ეპოქა, სულ მცირე,5-6 მილიონი წლის წინ დაიწყო.ამ დროიდან აფრიკის კონტინენტზე ბინადრობდნენ თანამედროვე ადამიანების უშორესი წინაპრები.

თანამედროვე მეცნიერებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ ადამიანი არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ არსებას – ის მაღალგანვითარებული რგოლია სიცოცხლის განვითარების ჯაჭვში.მეცნიერთა ხატოვანი გამოთქმით, ადამიანი სიცოცხლის მძლავრ ხეზე ყველაზე პატარა რტოა , და თუ სიცოცხლის ისტორიას 1 წლად წარმოვიდგენთ, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ადამიანები 18 საათის წინ წარმოიშვნენ დედამიწაზე.

1476bf978ca9

დაახლოებით 2 მლნ.წლის წინ გაჩნდა “პითეკანტროპი”, რომელსაც ასევე “მარჯვე ადამიანი”(ჰომო ჰაბილის) შეარქვეს.იგი გამოირჩეოდა იმით, რომ იყო კარგი მონადირე, ჰქონდა თანამშრობლობის, ორგანიზებისა და დაკვირვების უნარი. გარდატეხა მოხდა 30-40 ათასი წლის წინ. ჩამოყალიბება დაიწყო”გონიერმა ადამიანმა”(ჰომო საპიენს) , რომლის თანამედროვე სახე დღევანდელი ადამიანია. მეცნიერები განაგრძობენ არქეოლოგიურ კვლევებს და წლიდან წლამდე აფართოებენ ჩვენს წარმოდგენებს ადამიანის წარმოშობა-განვითარებაზე.ახლახან გაკეთდა აღმოჩენები საქართველოში,ესპანეთსა და ჩინეთში. ისინი გვაძლევენ იმ დასკვნების გაკეთების საშუალებას,რომ 1 მლნ.წელზე მეტი ხნის წინათ(საქართველოში ყველაზე ადრე – 1,8 მლნ. წლის წინათ ) აფრიკიდან წამოსულმა “გამართულად მოსიარულე ადამიანმა” ევრაზიის კონტინენტის ათვისება დაიწყო.

3b83bb8ca04c

ასეთი სახეები აღუდგინეს დმანისში ნაპოვნ ჰომინიდებს.იმის გამო,რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, მათ პირობითად მზია და ზეზვა დაარქვეს.

50e28dd94d46

მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია მიგვიჩინეს ადგილი ბიოლოგიურ სისტემატიკაში, რომელიც ასე გამოიყურება :
კლასი-ძუძუმწოვრები
რიგი- პრიმატები
ოჯახი-ჰომინიდები
გვარი-ჰომო
სახეობა-ჰომო საპიენს-მოაზროვნე ადამიანი

და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი და ადამიანის მსგავსი მაიმუნების გენების 92-95% მსგავსი აღმოჩნდა,გვაქვს ერთნაირი სისხლის ჯგუფები და რეზუს ფაქტორი.

წყარო: მე_7 და მე_9 კლასის სახელმძღვანელოები ;)

მსგავსი ამბები

Back to top button