საკითხავისასარგებლოსურათები

ცნობილი ადამიანების ცნობილი ფოტოები


ჯუდი გარლანდი
კინომსახიობი და მომღერალი, უკეთ ცნობილი დოროთი გეილის როლით კინოფილმში “ოზის ჯადოქარი” (The Wizard of Oz).

დაიბადა მოხეტიალე მსახიობების ოჯახში. სცენაზე გამოსვლა ბავშვობიდან დაიწყო – სიმღერებს ტრიოში ასრულებდა საკუთარ დებთან ერთად. 13 წლის ასაკში პირველი გრძელვადიანი კონტრაქტი დადო კინოსტუდია მეტრო-გოლდუინ-მაიერთან. 19 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა დევიდ როუზს, თუმცა ოთხ წელიწადში დაშორდა. 1945 წელს რეჟისორ ვინსენტ მინელის გაჰყვა, ვისგანაც ეყოლა ქალიშვილი – ლაიზა მინელი, თუმცა 1951 წელს ეს ქორწინებაც დასრულდა. მესამედ გარლანდი 1952 წელს პროდიუსერ სინდი ლუფტს გაჰყვა ვისგანაც ქალ-ვაჟი შეეძინა. 1965 წელს კვლავ განქორწინდა. შემდეგ კიდევ ორჯერ იქორწინა – მარკ ჰერონზე (1965-66) და მიკი დინზე (1969).

1969 წლის 22 ივნისს მეუღლემ აბაზანაში მკვდარი იპოვა. გარდაცვალების მიზეზი ბარბიტურატებით დოზის შემთხვევითი გადაჭარბება იყო. დაკრძალულია ნიუ-იორკის ფერნკლიფის სასაფლაოზე.
თარიღი: უცნობია. ფოტოგრაფი: Publicity shot for “The Wizard of Oz”

მიკ ჯაგერი

ოქროს გლობუსის და გრემის ჯილდოზე გამარჯვებული ინგლისელი მომღერალი, კომპოზიტორი და პერიოდულ მსახიობი, The Rolling Stones ვოკალისტი . თარიღი და ფოტოგრაფი: უცნობი.

სტივენ ჯობსი

სტივენ პოლ ჯობსი, საყოველთაოდ ცნობილი, როგორც სტივ ჯობსი, (ინგლ. Steven Paul Jobs, Steve Jobs. 1955 წლის 24 თებერვალი, კალიფორნია, მაუნთინ–ვიუ.) ამერიკელი ინჟინერი და მეწარმე, კორპორაცია „Apple Inc.“–ის, დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ასევე სტუდია „Pixar“–ის ყოფილი გენერალური დირექტორია.

1970–იანი წლების დასასრულს ჯობსმა „Apple“–ის თანადამფუძნებელ სტივ ვოზნიაკთან ერთად ერთ–ერთი პირველი კომერციულად წარმატებული პერსონალური კომპიუტერი შექმნა. 1980–იანი წლების დასაწყისში ჯობსი პირველი იყო, ვინც მაუსის მომხმარებლის გრაფიკულ ინტერფეისთან გამოყენების კომერციული პოტენციალის დანახვა შეძლო.

1985 წელს, დირექტორთა საბჭოსთან უთანხმოების შემდეგ, სტივი კომპანია „Apple“–დან წავიდა და კომპიუტერული კომპანია „NeXT“ დააარსა. 1997 წელს სტივი დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის თანამდებობაზე „Apple“–ში დაბრუნდა და თავისი კომპანია „Apple–ის“ კორპორაციასთან გააერთიანა. ჟურნალ „Fortune“–მა ის 2007 წლის ყველაზე გავლენიან მეწარმედ დაასახელა. 2009 წელს კი წლის ტოპ–მენეჯერების სიაში მოხვდა.
თარიღი და ფოტოგრაფი:Unknown.

სოფი ლორენი


ყველა დროის ერთ ერთი წარმატებული მსახიობი

თარიღი: 1986. ფოტოგრაფი: Anne Clifford

Migrant Mother

დოროთეა ლანგის 1936 წლის თებერვალში ნიპომოში ფირზე აღბეჭდილი მიგრანტი დედისა და მისი შვილების ფოტო, რომელიც თითქმის ყველა წამყვანი ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდა და საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ფოტოზე აღბეჭდილი ქალი მსოფლიომ დიდი დეპრესიის სიმბოლოდ აღიარა.
თარიღი: 1936. ფოტოგრაფი: Dorothea Lange.
მერილინ მონრო

მერილინ მონრო იგივე ნორმა ჯინ მორტენსონი, რომელიც დაიბადა კალიფორნიაში 1926 წლის 1 ივნისს.
იყო ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ჰოლივუდის ერთგვარი “ხატი”, კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო.
ის იყო ცნობილი თავისი კომედიური ხასიათის როლებითა და ეკრანებზე ხშირი გამოჩენით. მონრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი 1950-იანი და ახლო 1960-იანი წლებისა.
თავისი კარიერის შედარებით გვიან „საფეხურებზე“ ის მუშაობდა სერიოზულ როლებზე და მისი წარმატება აღემატებოდა მისივე დროის ყველა დანარჩენი მსახიობისას.
მერილინის ნაადრევი სიკვდილი მიჩნეული იყო როგორც შესაძლო თვითმკვლელობა.
თარიღი: 1954. ფოტოგრაფი: Milton H. Greene.

ჯიმმი მორრისონი

ჯიმმი მორრისონი დაიბადა 1943 წლის 8 დეკემბერს, ქალაქ მელბურგში , კლერ და სტივ მორრისონების ოჯახში. იგი ბავშვობიდანვე წერდა ლექსებს და ჩამოყალიბდა, უპირველეს ყოვლისა, პოეტად და შემდგომ წლებში კი გენიალურ მუსიკოსად და მომღერლად!იგი გახლავთ ფსიქოდელიური როკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მან და მისმა ლეგენდარულმა როკ-ჯგუფმა, სახელად ”დოორს” დიდი გადატრიალება მოახდინა 60-70-იან წლების მსოფლიო როკ და კონტრ-კულტურაში!
თარიღი: 1967.
ფოტოგრაფი: ჯოელ ბროდსკი.

პაბლო რუის ი პიკასო

პაბლო რუის ი პიკასო (Pablo Ruiz y Picasso) (დ. 25 ოქტომბერი, 1881, მალაგა, ესპანეთი ― გ. 8 აპრილი, 1973, მუჟენი, საფრანგეთი), ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ჟორჟ ბრაკთან ერთად კუბიზმის დამფუძნებელი.თარიღი: 1954. ფოტოგრაფი: Yousuf Karsh.
ელისაბედ როზმონდ ტეილორი

ელისაბედ როზმონდ ტეილორი (Elizabeth Rosemond Taylor; დ. 27 თებერვალი, 1932) — ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი.

ჰოლივუდის ვარსკვლავი მისი აყვავების პერიოდში, ელისაბედ ტეილორი ორჯერ დაჯილდოვდა ამერიკის კინოაკადემიის ოსკარით ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ის იყო პირველი მსახიობი ქალი, რომლის ჰონორარი მილიონობით დოლარს აჭარბებდა. მის სამსახიობო კარიესრასთან ერთად ყურადღების ცენტრში იყო მისი პირადი ცხოვრება (და მისი რვა ქორწინება).თარიღი: 1951. ფოტოგრაფი: Unknown.

მარკ ტვენი

ამერიკელი ავტორი და პირველი იუმორისტი.
ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს მისმა ნაწარმოებმა “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” და “ტომ სოიერის თავგადასავალი”. თავისი ცხოვრების მანძილზე მეგობრობდა ამერიკის პრეზიდენტებთან, ევროპელ სამეფო ოჯახების წევრებთან, ცნობილ მხატვრებთან და მეწარმეებთან.
თარიღი: 1907. ფოტოგრაფი: უცნობი.

ენდი უორჰოლი

უორჰოლი ყველაზე უკეთ ცნობილია მისი სავაჭრო პროდუქტების შეფუთვების გაფორმებით, ყოველდღიური ობიექტების, როგორიცაა კემპბელის სუპის ქილების, ყაყაჩოს ყვავილების გამოსახულებებით და ბანანით ველვეტ ანდეგრაუნდის როკ-მუსიკის ალბომზე, ასევე მეოცე საუკუნის პოპულარული ვარსკვლავების მერილინ მონროს, ელვის პრესლის, ჟაკლინ კენედის, ჯუდი გარლანდისა და ელისაბედ ტეილორის მისი სტილიზებული პორტრეტებით. უორჰოლის ეკუთვნის აგრეთვე ცნობილი სასმელის Coca-Cola -ს ეტიკეტის დიზაინი.თარიღი: 1986. ფოტოგრაფი: ენდი უორჰოლი.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close