კულტურა

სიმსივნე იკურნება!

:)

მინდა ეს სასიხარულო ფაქტი ყველას გაცნობოთ. ონკოლოგიური დაავადებები ძალიან საზარელი და სამწუხარო მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში. თანამედროვე მეცნიერები და საუკეთესო ექიმები ყველანაირად ცდილობენ სიმსივნის განკურნებას. მგონი დადგა დრო, როცა შეგვიძლია ვთქვათ, სიმსივნე იკურნება!

სიმსივნის ერთ-ერთი პირველი განკურნება დაფიქსირდა 2009 წლის თებერვალში, ამერიკელებმა კიბოთი დაავადებული ხალხი მისივე იმუნური უჯრედებით განკურნეს.მათ არაოპერირებადი მეტასტაზირებული კიბოთი დაავადებული 55 წლის მამაკაცი მისივე იმუნური უჯრედების მეშვეობით განკურნეს. თერაპიის შემდეგ ორი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ექიმები პაციენტს გამუდმებით აკვირდებოდნენ. მას სიმსივნის არავითარი ნიშანი არ გამოვლენია. ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში მდებარე ფრედ ჰატჩინსონის სახელობის კიბოს შემსწავლელი ცენტრის თანამშრომლებმა მოახერხეს საზარდულის ლიმფურ კვანძებსა და ფილტვებში მეტასტაზირებული მელანომისგან კიბოს საწინააღმდეგო პოპულაციების – T-ლიმფოციტების იზოლირება. სიმსივნური უჯრედების ცილების (NY-ESO-1) ამომცნობ უჯრედულ კულტურას ორი თვის განმავლობაში ზრდიდნენ ლაბორატორიაში, რის შემდეგაც 5 მილიარდი უჯრედი პაციენტს ერთდროულად შეუყვანეს. ლაბორატორიაში გამოზრდილმა თ-ლიმფოციტებმა დაავადებულის ორგანიზმში სიმსივნის ყოველგვარი ნიშანწყალი მოსპო. მკვლევართა ჯგუფმა ახალი მეთოდი კიდევ 8 პაციენტისთვის გამოიყენა, მაგრამ, ექსპერიმენტის ხელმძღვანელის თქმით, მათ განკურნებაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია. უნდა ითქვას, რომ მკურნალობის ექსპერიმენტული მეთოდი მელანომით დაავადებულ ყველა პაციენტს ვერ უშველის. ის ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ავთვისებიან სიმსივნეს ისეთივე ანტიგენური ბუნება აქვს, როგორიც ჰქონდა გამოჯანმრთელებული პაციენტის სიმსივნეს.

დრეს კი გახდა ცნობილი, რომ ოტავას უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეძლეს გენოინჟინერული ვირუსის JX-594-ს შექმნა, რომლის მეშვეობითაც განკურნეს კიბოს უმძიმესი ფორმით დაავადებული ექვსი ადამიანი. ახალი პრეპარატის გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 23 -მა მოხალისემ, რომლებიც კიბოს მძიმე ფორმით იყვნენ დაავადებულნი. ისინი დაყოფილნი იყვნენ 5 ჯგუფად და მათ ორგანიზმში ვირუსის სხვადასხვა დოზები შეჰყავდათ. ექსპერიმენტის დაწყებიდან 8 დღეში 8 პაციენტიდან 7 -ს იმ ჯგუფში, სადაც მკურნალობა ყველაზე მაღალი დოზით მიდიოდა ინფექცია სიმსივნემდე ჩამოუქვეითდა და გაწოვა დაიწყო, შვიდიდან ექვს პაციენტთან კი ზრდა შეწყვიტა. ამის მიუხედავად. მეცნიერები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ადრეა საუბარი კიბოს საბალოოდ დამარცხებაზე. კანადის ექსპერიმენტი პირველია ისტორიაში, როდესაც კიბოს მკურნალობისათვის ვირუსი იქნა გამოყენებული. ვირუსი გრძნობს ონკოლოგიურ სიმსივნეს და ახდენს მის დაზიანებას. ამასთან JX-594-ს შეუძლია თვითწარმოქმნა. JX-594-ს აქვს მინიმაური ქმედითი ეფექტები და მისი სიმპტომები მწვავე რესპირატულ დაავადებას გვაგონებს. ვირუსი არ ეხება ჯანმრთელ ქსოვილებს.

ამ ფაქტმა ძალიან გამახარა და მინდა ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ!

 

წყრაო: mkurnali.ge და ghn.ge

მსგავსი ამბები

Back to top button