არქივი

თქმულება ნადირთ ღვთაებისა და მონადირის მიჯნურობის შესახებ

1d42ecf56d48
მრავალფეროვანი სამონადირეო მითოსი არაერთ მშვენიერ თქმულებას შეიცავს ნადირთ ღვთაებისა და რჩეული მონადირის მიჯნურობის შესახებ. . .
გარე-ბუნება არაეგზოგამიურ სივრცეს წარმოადგენდა ანუ ამ სამყაროსთან დაახლოება ხდებოდა მონადირისა და ნადირთ მფარველის საღვთო ქორწინების – იეროგამიის გზით.ქართულ მითოსსა და რელიგიურ წარმოდგენებში დალი მხოლოდ რჩეულ მონადირეებთან ამყარებს კავშირს. ვაჟკაცობით გამორჩეული მონადირე ნადირთ ღვთაების მიჯნურია. სვანური ეპოსი მდიდარია რჩეულ მონადირეთა რიცხვით: ბეთქილი, ბეთქენი, მეთქი და სხვანი ქალღმერთის მიჯნურებს წარმოადგენენ. მათ თავად ეცხადებათ ღვთაება და თავის სიყვარულს სთავაზობს, მაგრამ აქვე იდება საღვთო ქორწინების ურყევი პირობა-სასიყვარულო ურთიერთობების ტაბუირება და ერთგულება. რჩეულ მონადირეებს აღკვეთილი აქვთ ქორწინების უფლება მანამდე, სანამ თავად “დედოფალი დალი” არ დართავთ ამის ნებას, მაგრამ თუ დალის შეყვარების შემდეგ მათ ცოლის გარდა სხვა, ხორციელ ქალთან იქონიეს კავშირი – დალი აუცილებლად დაღუპავთ.

3c3c4046cd88

სამონადირეო ეპოსის ტრაგიკული ფინალით გამოირჩევა ბეთქილის თქმულებათა ციკლი. ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, განთქმული ვაჟკაცი ბეთქილი, რომლის გულსაც სიკვარული არ გაკარებია, უშბაზე წავიდა სანადიროდ. ბედი არ სწყალობდა ვაჟკაცს; რამდენჯერმე მოეცარა ხელი; უნძიმდა ხელცარიელი დაბრუნება სახელმოხვეჭილ მონადირეს. ამ დროს მის წინ კლდე გაიპო და ჯიხვი გამოვარდა. მონადირე მას დაედევნა და საოცარი სილამაზის ხეობაში მოხვდა. ერთ-ერთ ჩანჩქერთან დაინახა ულამაზესი ქალღვთაება, რომელმაც იგი დაატყვევა. გავიდა ხანი, ჭმუნვა შემოაწვა მის გულს, მოენატრა სოფელი და გულთამხილავ ნადირთ ღვთაებას შინ წასვლის ნება გამოსთხოვა – უკან დაბრუნების პირობით. სოფელში გაიგო, რომ მისი დაკარგვით დამწუხრებული, მის საძებნელად წასული ვაჟკაცები უგზოუკვლოდ დაკარგულიყვნენ. იცნო რა ამ საქმეში დალის ხელი, სიყვარული უკვალოდ გაქრა. მის გულსი თანასოფლელის – თამარის სიყვარულმა დაიბუდა. სამი დღე-ღამე გრძელდებოდა ქორწილი. ამ დროს ჯიხვმა ჩამოირბინა. ხალხი ორად გაიპო. თავხედ ნადირს ყველამ გაკვირვებით შეხედა. ვინ დაედევნებოდა მას ბეთქილის მეტი – იგი ხომ რჩეული მონადირე იყო და ისიც უყოყმანოდ შეუყვა საბედისწერო გზას.

e970caf91faf

ასევე გასათვალისწინებელია დაუწერელი სამონადირეო კოდექსი – ნადირის ხოცვისას ზომიერების დაცვა, რომლის დარღვევის დროსაც განრისხებული ქალღვთაება სასიკვდილოდ იმეტებს მონადირეს. ამაზე მეტყველებს მ. გუჯეჯიანის მიერ სვანეთში ჩაწერილი მასალა, რომლის მიხედვით, თორმეტი ჯიხვის მოკვლისათვის განრისხებულ ქალღვთაებას ზვავი მოუწყვია და სოფელი ლესერი მოუტანებია.
მეგრული სამონადირეო მითოსის თანახმად, ნადირთ მფარველს წარმოადგენს “ტყის მეფე” ანუ “ტყაში მაფა”, რომელიც კავშირს ამყარებს რჩეულ მონადირესთან, რის შედეგაც იგი განსაკუთრებული იღბლიანობით გამოირჩევა. “ტყაში მაფაც” ბარაქით აჯილდოვებს მონადირეს, ტაბუს წმინდანად შენახვისთვის გულუხვად სწყალობს მას, თუმცა ცნობილია ის შემთხვევებიც, რომ ამგვარი ტაბუს დარღვევის შემთხვევაში იგი სცემს, აგიჟებს მონადირეს.

2f3d2de0383d

უფრო არქაულია ი.ტეპცოვის მიერ სამეგრელოში ჩაწერილი თქმულება. ჯვარში ცხოვრობდა მონადირე, რომელსაც მეტად ლამაზი ცოლი ჰყავდა. მონადირეს “ტყაში მაფა” შეუყვარდა. მასთან დაახლოების შემდეგ ისეთი იღბალი დაეცა, რომ თითქმის გაწყვიტა იმ მიდამოში ნადირი. ცოლი ჩააცივდა და ათქმევინა “ტყაში მაფას” სიყვარულის საიდუმლოება. იმავე დღიდან მონადირემ ნადირობაში იღბალი დაკარგა. ერთხელ დაინახა ირმები, ესროლა მათ, მაგრამ ააცდინა. ირმებმა კლდეზე აიტყუეს მონადირე და იქ ქვად აქციეს.

c753c1939045

აქ პატარა გადახვევას გავაკეთებ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ საინტერესო თქმულებებს შემოგთავაზებთ:-)
გარეული ცხოველები ნაყოფიერების მომცემი დედა-ღვთაების ზოომორფული ინკარნაციებია, რომელსაც მსვენივრად იცნობს ზეპირსიტყვიერი მასალა. აქ “წმინდა ნადირი” ზებუნებრივი ფუნქციის მატარებალია. ირმის ძუძუნაწოვი გმირები განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევიან. საისტორიო წარსულის მიხედვით, ქართლის ერისთავი გუარამი “ერისთავი ქართლისა და მამა ბაგრატიონთა” ირმის ძუძუნაწოვია. ხალხურ წარმოდგენებს ასეთად წარმოუდგენიათ ლაშა-გიორგი, ერეკლე ||. ერეკლესა და მის გამზრდელ ირემზე არსებობს საყოველთაოდ ცნობილი ხალხური ლექსი.

c38e2af27330

ერთი ლეგენდის მიხედვით, თამარს ბავშვი არ უნდოდა, მზის სხივი დაეცა და დაორსულდა, ბავშვი საიდუმლოდ შვა და გამდელს უბრძანა უსიერ ტყეში მიეტოვებინა. ტყეში ბავშვს ირემი მოევლინა მსხნელად. ერთხელ თამარმა ნადირობის დროს ნახა ეს ბავშვიანი ირემი და შეაპყრობინა. ამის შემდეგ ბაგრატიონები ირმის ხორცს არ ჭამენო, ნათქვამია თქმულებაში.

P.S კიდე ბევრი დამრჩა დასაწერი, მაგრამ ეს ერთი პოსტი ნამდვილად ვერ დაიტევს. .
მგონი ძალიან საინტერესო იყო და მოგეწონათ :-)

მსგავსი ამბები

Back to top button