საკითხავისასარგებლოუცნაური

Johann Petursson-გიგანტი ვიკინგი


Johann Petursson იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ადამიანი დედამიწაზე. ისლანდიელი გმირი ცოცხლობდა დიდხანს და ხალხს ახსოვს იგი, როგორც ნიჭიერი ცირკის შემსრულებელი და არაჩვეულებრივი მსახიობი, და არა, როგორც ავადმყოფი ადამიანი

Johann K. Petursson დაიბადა დალვიკში (ისლანდია) 1913 წლის 9 თებერვალს. იგი მესამე ბავშვი იყო 9 შვილიან ოჯახში. 1924 წელს უნიკალურ ისლანდიელს ძალიან შთამბეჭდავი ზრდის ტემპი ჰქონდა (ზოგიერთი წყაროს მიხედვით 231 სმ, ხოლო მეორე – უფრო მეტი ვიდრე 246 სმ, ვიკიპედია ამბობს, რომ მხოლოდ 221 სმ), იწონიდა 135 კილოგრამს და ფეხსაცმელს ატარებდა 56 ზომას. ეს არის მისი ფეხსაცმლის ფოტო, რომელიც მუზეუმში ინახება.

მიუხედავად ვულკანური შესახედაობისა სა ძალისა Petursson იყო ნამდვილი ჯენტლმენი, ის არ იყენებდა ბინძურ სიტყვებს და არც არავისთან არ უხეშობდა. ბავშვებს უყვარდათ მასთან თამაში და ისიც მათთან ერთად დაცოცავდა კლდეებზე. იოჰანს დიდი პრობლემები ჰქონდა სამსახურთან დაკავშირებით, უდიდესი ზომიდან გამომდინარე ვერსად ვერ შოულობდა.

1934 წელს იოჰანი გაემგზავრა დანიაში,სადაც რეალურად შეეძლო გამოემუშავებინა თანხა საცხოვრებლად. ჯოანამ, მისმა დამ, შეუკერა რამოდენიმე ელეგანტური კოსტიუმი და ჩვენი გიგანტი გმირიც (:-)) გაემგზავრა ტურნედ ევროპაში. მას ჰქონდა გამოსვლა Music Hall_ში ორ “გნომთან” ერთად. ჯუჯები უკრავდნენ მინიატურულ აკორდიონზე, ხოლო Petursson-გიგანტური ზომის ინსტრუმენტზე. აუდიტორიას შეუყვარდა იგი. საკონცერტო ტურნეს ხელი შეუშალა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ და იოჰანმაც დაკარგა სამსახური კოპენჰაგენში. მან გემზე ტვირთის მზიდავად დაიწყო მუშაობა და ტომრების ტარებაში გადააგორა ომი.
ომი დასრულდა და ისლანდიელმაც განაახლა შოუები. ის გადაიყვანეს Ringling Brothers_ში, მდიდარი ამერიკული ცირკის მფლობელებმა.

იქ იოჰამი იღებდა 200$ კვირაში. იგი თავად აწარმოებდა ბეჭდებს პლასტმასისგან ან ლითონისგან-ოქროსგან, ვერცხლისგან და ტყვიისგან. ისინი ხედავდნენ ანტიკვარს, რომელსაც ატარებდნენ საუკუნეების წინ ისლანდიელი ვიკინგი დამპყრობლები.

Ringling Petursson-ის შოუ შეწყდა, რადგან აუდიტორია ვერ ხედავდა საინტერესოს ამაში იოჰამის შესახებ, იგი იყო კვლავ ჩვეულებრივი გიგანტი. ახალმა დამსაქმებელმა, შოუმენმა გლენ პორტერმა გადაწყვიტა ისლანდიელი გამოეყვანა, როგორც რეალური ვიკინგი, წვერით და ნუზარადით. ეს იდეა კარგად იქნა მიღებული, რამაც დიდი მოგება მოიტანა.
5 წლის განმავლობაში მან 50000$ დააგროვა. გიგანტურმა ვიკინგმა გადაწყვიტა გაეხსნა საკუთარი ერთი კაცის შოუ, სახელწოდებით “Just About”. ბეჭდები კი კვლავ იყიდებოდნენ.

იოჰან პეტურსონმა ითამაშა 3 ფილმში: 1950 წელს “Prehistoric Women” -ში ჯეინი მანსფილდთან ერთად, 1980 წელს – “Carney” _ში ჯოდი ფოსტერთან და გარი ბუსეისთან ერთად, 1981 წელს კი- დოკუმენტურ ფილმში “the man with two faces”, კოლეგასთან და მეგობერთან რობერტ მელვინთან ერთად.

Pitursson გადადგა, როდესაც მან მიაღწია 69 წელს. ჩვეულებრივ, გიგანტები არ ცხოვრობენ ისე დიდხანს. იოჰამი გაემგზავრა ფლორიდაში, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალზედ გაუარესდა. ცოტა ხნის შემდეგ იგი წავიდა ძმასთან ერთად ისლანდიაში, რადგან ვერ ზრუნავდა თავის თავზე. იგი გარდაიცვალა 1984 წლის 26 ნოემბერს. Petursson_ის ნივთები გამოფენილი იყო მუზეუმში, რომელიც არც თუ ისე შორს მდებარეობდა მისი საფლავისგან.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close