არქივი

იშვიათი საქორწინო ტრადიციები

2a5135d69d72

ყველა ქვეყანას მისთვის დამახასიათებელი საქორწინო ტრადიციები აქვს, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ უცნაურია, ზოგიც მრავალფეროვანი და ჩვენთვის გაუგებარი რიტუალით დატვირთული, მაგრამ გარკვეულწილად სწორედ საქორწინო ტრადიციები გამოხატავს ამა თუ იმ ერის ხასიათს. საქორწინო რიტუალების უმრავლესობამ ხომ ჩვენამდეც მოაღწია.
იაპონიაში ნეფე-პატარძალი ცხრა ყლუპ საკეს (ბრინჯის არაყი) სვამს. პირველივე ყლუპის შემდეგ წყვილი ოფიციალურ ცოლ-ქმრად ცხადდება.

ჩინური ქორწილი – თუ ორივე მხარე თანახმაა, მაშინ მომავალი წყვილი ჰოროსკოპს ადგენს, რათა დარწმუნდნენ შესაფერისობაში. მომავალ მეუღლეებს ქორწილამდე შეხვედრა არ შეუძლიათ. მომავალი მეუღლეები ქორწილზე წითელ ფერის ტანსაცმელში ეწყობიან, რადგან წითელი-სიხარულის და ბარაქის ფერია. სახლში მისვლისას წყვილი საკურთხევლის წინ მუხლს იყრის და ზეცის, მიწის და წინაპრებისგან კურთხევას ითხოვს, ამის შემდეგ ახლად დაქორწინებულები ცალკე ოთახში მიყავთ.

63e10dda7576

შოტლანდიური ტრადიციით, ნეფე პატარძალს ფიცის წარმოთქმის შემდეგ მხრებზე ჭრელ მანდილს ახვევს, რომელზეც მისი ოჯახური კლანის ყვავილებია ამოქარგული, და ვერცხლის სარჭით უმაგრებს.
ბერძნულ ქორწილში ძალიან ბევრს ცეკვავენ. არსებობს საგანგებო “ფულის ცეკვაც”, რომლის დროსაც სტუმრები ნეფე-პატარძალს ტანსაცმელზე ფულს ამაგრებენ. საბერძნეთის ზოგიერთ სოფელში კი საქორწინო სარეცელზე პატარა ბავშვებმა უნდა გადაირბინონ, რათა მომავალ ოჯახს კეთილდღეობა არ მოაკლდეს.

მუსულმანური ქორწილი – მამაკაცი აუცილებლად მუსულმანი უნდა იყოს. ქორწინება ქალისა და მამაკაცის თანხმობით ხდება, მხოლოდ ქალს მამა წარადგენს. ქორწილის დროს პატარძალზე მისი ორი ახალგათხოვილი ნათესავი ზრუნავს. საპატარძლოს წინასწარ ამზადებენ. სამკაულებით რთავენ, ზოგჯერ კი ხნით სხეულს უხატავენ. ეს ნახატები ერთგვარი ამულეტებია და წარმოადგენს ნაყოფიერების სიმბოლოს. წვეულების დროს საპატარძლო ტანსაცმელს შვიდჯერ იცვლის. თითოეული ტანსაცმელი მდიდრული უნდა იყოს. წვეულების პირველ ნახევარში ქალები და მამაკაცები სხვადასხვა შენობაში არიან. მოგვიანებით სასიძო საპატარძლოს მოსაყვანად მიემართება, იმამი წყვილს მოწმეების თანდასწრებით აქორწინებს.

აფრიკული ქორწილი – აფრიკულ ქვეყნებში საქორწინო ტრადიციები განსხვავდება რეგიონების მიხედვით და მეტად მრავალფეროვანია. წყვილს შორის პრობლემას მთელი ოჯახი აგვარებს. მეუღლეები უნდა დაემორჩილონ ოჯახურ გადაწყვეტილებას. პირველ ეტაპზე ოჯახები მოილაპარაკებენ გამოსასყიდზე, თუმცა ის აუცილებელი არ არის. საპატარძლოს ოჯახის გამოსასყიდს „ნსუა” ეწოდება. ქორწინების მთავარია მიზანი შთამომავლობის გაჩენაა, ამიტომ უშვილო წყვილის ქორწინება შეიძლება გაუქმდეს. ცერემონიის დღეს საპატარძლოს ოჯახს და მეგობრებს წარუდგენენ. მას მამამთილისთვის ძღვენი მიაქვს, რითაც ახალი ოჯახისადმი თავის კუთვნილებას გამოხატავს. აფრიკელები ახალ სამყაროში მოხვედრის მიუხედავად ყველანაირად ცდილობენ ნაციონალური საქორწინო რიტუალების შენარჩუნებას. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ შეიტანეს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ნეფე-პატარძალი ცერემონიის დროს ცოცხს უნდა გადაახტეს. მრავალი აფრიკული ტომისთვის ცოცხი ახალი ოჯახური კერის სიმბოლოა.

სამხრეთ აფრიკის მკვიდრ გკატლას ტომში არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც ქორწილის მეორე დღეს პატარძალმა სხვა ოჯახების ქალებთან ერთად შიდა ეზო უნდა დაგავოს. ამით ის ადასტურებს მზადყოფნას, ვიდრე საკუთარი სახლი ექნება, სხვა დიასახლისებს დაეხმაროს საოჯახო საქმეებში.

ad12b41c1c7e

ინგლისელმა პატარძალმა კი ცალი ხელით უნდა ასწიოს სკივრის თავსახური – ასე ამოწმებენ მის ამტანობას.
გერმანულ ქალაქ ბრემენში საქმრომ ქალაქის კიბეები უნდა დაგავოს, საპატარძლომ კი ყურადღებით შეამოწმოს მის მიერ დაგვილი მიდამო – მომავალი ქმარი სისუფთავის მოყვარული უნდა იყოს.

ნიგერიაში სასიძომ რჩეულთან მისვლამდე მისი ნათესავების ალყა უნდა გაარღვიოს. ნათესავები ჯოხებით არიან შეიარაღებულები და სასიძოს ურტყამენ – ამით მის ამტანობას და სირთულეებთან გამკლავების უნარს ამოწმებენ.
რუსეთში პატარძალი სასიძოსთან ერთად მისმა მეგობრებმაც უნდა გამოისყიდონ. ქალის ნათესავები და მეგობრები კი ცდილობენ, მათ რაც შეიძლება მეტი ფული გამოსძალონ. კუპიურებს მაგიდის ოთხივე კუთხესა და შუაგულში აწყობენ. როგორც კი საქმრო და მისი მეგობრები პატარძალს ხელით შეეხებიან, ის გამოსყიდულად მიიჩნევა.

ჩეჩნეთში ქალებისა და მამაკაცებისთვის საქორწინო სუფრა ცალ-ცალკე იშლება. პატარძალი, რომელსაც სახე ფატით აქვს დაფარული, მთელი დღე კუთხეში დგას. “წყალი მოიტანე!” – მიმართავენ მიმლოცველები, მის მიერ მოტანილ თასს ცლიან და შიგ ფულს უდებენ.
ინდური ქორწილი – ინდოეთში მრავალი რელიგიის არსებობის გამო საქორწინო ტრადიციები მეტად განსხვავებულია. ის შედგება ბევრი რიტუალისგან. ხშირად გვხდება წინასწარ მოლაპარაკებული ქორწინება, ოჯახები ხვდებიან გამოსასყიდის რაოდენობაზე მოსალაპარაკებლად, ქორწინების თარიღის შესათანხმებლად. შემდეგ საპატარძლოს ძმა კორტეჟით მიდის სასიძოს და სტუმრების წამოსაყვანად ქორწინების ადგილზე. პატარძლის ოჯახი უმასპინძლდება სტუმრებს, წვეულების დამთავრების და კურთხევის მიღების შემდეგ ნეფეს პატარძალი სახლში მიყავს.

წყარო: ambebi.ge /avtoradio.ge/

corpse bride

gamacocxles da ....

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button