არქივი

Microsoft Surface Pro 3 – პლანშეტი და ნოუთბუქი ერთად

850b7f1c68ae
Microsoft Surface Pro 3 – პლანშეტი და ნოუთბუქი ერთად.

5f01d4fe12f1
ადრე პლანშეტები გარე კლავიატურებით ძალიან გავდნენ მსუბუქ და კომპაქტურ ულტრაბუქებს. კომპანია Microsoft აცხადებს, რომ თავის ქმნილებით – Surface Pro 3-ით საერთოდ წაშლის ზღვარს ამ ორ მოწყობილობას შორის.
1414193d0553
დავიწყოთ ზომებით. Surface Pro 3-ის დიაგონალი შეადგენს 12 დიუმს, რაც ხდის მას ერთ-ერთ ყველაზე დიდ სერიულ პლანშეტს და გაბარიტებებით უტოლდება ულტრაბუქებს. ამ მოწყობილობის წონა შეადგენს 800 გრამს, ხოლო სისქე კი არის 9,1 მილიმეტრი.
df299c9e29cf
Surface Pro 3 მოდელის მიხედვით აღჭურივლი არის Intel Core i3, Intel Core i5 ან Intel Core i7-ის პროცესორებით, ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 4-8GB-ს, ხოლო მუდმივი მეხსიერება კი არის 64-256GB. მოწყობილობა მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 8.1 Pro-ზე.
31df8045e0c9
Microsoft Surface Pro 3-ს ულტრათხელი კორპუსი აღჭურვილია მობილური სადგომით, რომლითაც პლანშეტის დადგმა მაგიდაზე შესაძლებელია 150 გრადუსით, რაც მასთან მუშაობას უფრო აადვილებს.
573d75137d7c
ყველაზე საინტერესო Microsoft Surface Pro 3-ში არის Type Cover-ის გარე კლავიატურა, რომელიც საშუალებას აძლევს პლანშეტს გადაიქცეს კომპაქტურ ნოუთბუქათ. ის ცალკე იყიდება და ღირს 130 ამერიკული დოლარი. პლანშეტი ასევე აღჭურვილია სხვა გარე მოწყობილობებითაც.
82f2b85142f7
თვითონ პლანშეტი Microsoft Surface Pro 3 ღირს 999-დან 1949 დოლარამდე, გააჩნია მოდელს.

მსგავსი ამბები

Back to top button