არქივი

ნავაგიოს სანაპირო,კონტრაბანდისტების ყურე

99524eb1438d
ძველი გემის ნამსხვრევები, თეთრი ქვიშა, გამჭვირვალე და საოცრად სუფთა წყალი < ეს არის რამოდენიმე მიზეზი, რამაც კლდეებით გარშემორტყმული ნავაგიოს სანაპირო პოპულარული გახადა ტურისტებში

ნავაგიოს ნაპირზე დაინახავთ ლითონის გემის ნამსხვრევებს, იგი ნახევრად თეთრ სილაშია ჩაფლული. ეს სანაპირო ყველაზე მეტად მოსაწონი და ყველაზე ხშირად გადაღებადი ადგილია საბერძნეთში. იგი მდებარეობს ქალაქ Zakynthos-დან ჩრდილო დასავლეთით 36,5 და ქალაქ Volimes – დან სამხრეთით 4 კილომეტრზე. ნაპირს მისადგომი მხოლოდ ზღვის მხრიდან აქვს. თუმცა შეგიძლიათ მაღლიდანაც გადმოხედოთ ნავაგიოს, უზარმაზარი კლდეებიდან, რომელიც კუნძულს გარშემო აკრავს.

9438afeb8d64

სახელი „ნავაგიო“ ბერძნულად დამსხვრეულ გემს ნიშნავს, სანაპიროს სხვა სახელითაც იცნობენ „კონტრაბანდისტების ყურე“. ძალიან ცოტას ახსოვს, მაგრამ არავინ იყენებს მის ოფიციალურ სახელს „Aghios Georgios“. ეს სახელი ეწოდა სანაპიროსთან ახლოს მდებარე მონასტრის გამო , რომელსაც იგივე სახელი ერქვა.

გემის ამბავი  გვახსენებს ძველი მეკობრეების ისტორიას. ეს იყო 1980 წელი, როცა საბერძნეთის ხელისუფლებმა აღმოაჩინეს გემი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო სიგარეტების და ლიქიორის კონტრაბანდაში და რომელიც მიცურავდა იონის ზღვაში. ბერძნები დაედევნენ მათ. ცუდი ამინდის გამო გემი იძულებული გახდა გაჩერებულიყო ახლოს მდებარე ყურეში, სადაც იმ დროიდან დღემდე დგას. გემი საკმაოდ ძველი იყო, 1937 წელს შოტლანდიაში აშენებული . ყურეში შესვლისას ბერძენ მდევრებს ხელსაყრელი მომენტი მიეცათ, იმისთვის , რომ კონტრაბანდისტი მეკობრეები შეეპყროთ. რა თქმა უნდა მეკობრეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მდევრებმა ყველა ამოხოცეს.

9226f7e24a2b

4463a0de25ef

სანაპირო, სწორედ ამ გემის ნარჩენების არსებობის გამო ითვლება ყველაზე ფოტოგრაფირებულ ადგილად. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ ნავაგიო ათენის აკროპოლისზე მეტად საყვარელი ადგილია ფოტოგრაფებისთვის.

ნავაგიოს ნაპირს ათასობით ვიზიტორი ყავს, უმეტესობა დამსხვრეული გემის სანახავად და სურათების გადასაღებად მოდის, ასევე კრისტალურად სუფთა ზღვაში საცურაოდაც, თუმცა სანამ წყალში შეხვიდოდეთ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზღვა ამ ადგილებში ძალიან ცივია.

70d6cdeb9d64

3aae3714e377

სანაპიროზე მოხვედრა შესაძლებელია ზღვიდან, ტურისტები ძირითადად ნავებით და კატერებით მიდიან ნავაგიოზე. რა თქმა უნდა შესაძლებელია მანქანითაც მიხვიდეთ კონტრაბანდისტების ყურეში, მაგრამ უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ. ქალაქ Zakynthos-დან სამანქანო გზა ნავაგიომდე 37 კილომეტრია.

d98b9673b55e

7b9970cc3a42

მსგავსი ამბები

Back to top button