არქივი

რთული პაროლის შედგენის წესები

87c2bdaeed10

პაროლი წარმოადგენს კოდურ სიტყვას, რომელიც მხოლოდ თქვენ იცით და რომლის საშუალებითაც ახორციელებთ წვდომას თქვენსავე ფასეულ მონაცემებზე.

პაროლის ზოგადი განმარტება

თქვენ პერსონალურ კომპიუტერში ინახავთ ფასეულ მონაცემებს და ინტერნეტში რეგისტრირდებით მრავალ რესურსზე, რომელთაც თქვენთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია. ასეთი სახის ინფორმაციის დაცვაში, არაავტორიზებული წვდომისგან, გვეხმარება პაროლები.

პაროლი წარმოადგენს კოდურ სიტყვას, რომელიც მხოლოდ თქვენ იცით და რომლის საშუალებითაც ახორციელებთ წვდომას პერსონალურ კომპიუტერზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, პირად ანგარიშებზე, ფასეულ ინფორმაციაზე და სხვა.

რთული პაროლის შედგენის წესები

თუ თქვენი პაროლი მარტივია, კომპიუტერული კრიმინალები ადვილად შეძლებენ მის გატეხვას ავტომატიზირებული ხელსაწყოების გამოყენებით და შედეგად განახორციელებენ არაავტორიზებულ წვდომას თქვენს ფასეულ მონაცემებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მიერ შედგენილი პაროლი იქნას რთული, რაც გულისხმობს:

•მინიმუმ 8 სიმბოლოს, მაღალი და დაბალი რეგისტრის ასოებს, ციფრებსა და სპეციალურ სიმბოლოებს (მაგალითად: !@#$%^&*()_+).
•პაროლის შესაქმნელად არ გამოიყენოთ ისეთი მარტივი სახის ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად: სიტყვები ლექსიკონიდან, პირადი სახელები, დაბადების დღეების თარიღები და სხვა.
•აუცილებელია, რომ შედგენილი პაროლი იცვლებოდეს ყოველ 90 დღეში.
•პაროლის შეცვლისას, არ ამოირჩიოთ ახალი პაროლი წინა 4-ჯერ გამოცვლილი პაროლიდან.

მარტივი პაროლია: staera
რთული პაროლია: Sta3Ra!#89@

მსგავსი ამბები

Back to top button