გასართობისაკითხავი

გველები

fab732bc706c
ცოტაოდენი ინფორმაცია გველებზე :):):)

8d331da70646
გველების ზომა მერყეობს რამდენიმე სმ-იდან 10 მ-მდე (ბადებრივი პითონი); შხამიან გველებს შორის ყველაზე დიდია სამეფო კობრა (4 მ-ზე მეტი). ყველაზე ძლიერი შხამი ზღვის გველებს აქვთ. გველები იკვებებიან ცოცხალი საკვებით, ძირითადად წვრილი ხერხემლიანებით, მხოლოდ ზოგი ფორმის საკვებია ფრინველთა კვერცხები, მწერები, მოლუსკები. გველების უმრავლესობა კვერცხისმდებელია, არიან კვერცხცოცხლადმშობნიც. ბინადრობენ უმეტესად ხმელეთზე. გველების შხამისაგან მზადდება სამედიცინო პრეპარატები ჰემოფილიის, ეპილეფსიის, ნევრალგიის და სხვა დავადებათა სამკურნალოდ. მას ფართოდ იყენებენ ბიოლიმიური კვლევის დროსაც.

ტროპიკულ ქვეყნებში შხამიან გველებს დიდი ზიანი მოაქვთ. შხამიანი გველების უსისტემო ჭერამ ბევრ ქვეყანაში მკვეთრად შეამცირა მათი რიცხვი. ამის გამო შუა აზიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებში მთავრობის დადგენილებები გველების დაცვის შესახებ.

მათ ყველაზე ახლო ნათესაობა აკავშირებთ ხვლიკებთან. არსებობს რამდენიმე ხვლიკების უკიდურო სახეობებიც, რომლებიც გარეგნულად გველების იდენტურნი არიან. მაგრამ ეს მსგავსება მხოლოდ გარეგნულია.

გველების მიმართ ინტერესსა და სიყვარულს ოპიოფილია ჰქვია, ხოლო შიშს ოპიდიოფობია.

გველები მსოფლიო რელიგიებში
7f28e997c4cf

გველი წარმოდგენილია მსოფლიოს თითქმის ყველა მითოლოგიაში. იგი დაკავშირებულია ნაყოფიერებასთან, მიწასთან, მდედრობით და მამრობით საწყისებთან, სახლის კერასთან და ციურ ცეცხლთან. ზედა პალეოლითის დასასრულის გამოსახულებები გვაძლევენ საშუალებას დავაკვირდეთ გველის კულტის განვითარებას უძველესი დროიდან. თავიდან მითოლოგიური გველი ჩვეულებრივი გველისგან მხოლოდ ზომით განსხვავდებოდა. ზედა პალეოლითის მითოლოგიაში განვითარდა გველის და ფრინველის ბრძოლა, გველი, ქვესკნელის არსება ეომება ფრინველს, რომელიც ცის ძალებს განასახირებდა. (ინდუისტურ მითოლოგიაში ფრინველი გარუდა ეომება ნაგებს). საბოლოოდ, გველი და ფრინველი გაერთიანდა და გახდა ფრთიანი გველი – დრაკონი, რომელიც სიკეთესაც და ბოროტებასაც აღნიშნავს. ინდუისტურ, ელამურ და ზოგ სხვა მითოლოგიებში განვითარდა გველტანიანი და ადამიანისთავიანი არსებები (ინდ.მით. ნაგა). იაპონელთა და ინდიელთა მითოლოგიებში ძალზედ განვიტარდა რქიანი გველის ტრადიცია.

ეს ჩემი პირველი პოსტია და არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა და კომენტარები დამიტოვეთ :):):)

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button