გასართობიუცნაური

უცნაური რესტორნები

Image Hosted by ImageShack.us

კანიბალიზმის მოყვარულთათვის (იაპონია)
ეს იაპონური რესტორანი, პირაპირ გაძელვთ იმის შანს, რომ შეჭამოთ ადამიანი. არა შეიძლება ცოტა გადავამეტე და პირდაპირ ადამიანს იქ არავინ არ ჭამს, მაგრამ რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ცომეულისაგან დამზადებული ადამიანის ფორმის ფიგურები იმდენად რეალურად არის შექმნილი, რომ ადამიანის ჭამის მოყვარულს შეუძლია გაჭრას ცომისაგან დამზადებული ფიგურა და შიგნით აღმოაჩინოს პედანტური სიზუსტით განლაგებული ადამიანის ორგანოები, რომლებიც რა თქმა უნდა, არ არის რეალური ორგანოები თუმცა გაჭრის შემთხვევაშჳ წითლი სითხეც კი გამოდის, რაც კანიბალიზმის ეფექტს ამძაფრებს.

რესტორანი ტუალეტი (ტაივანი)

Image Hosted by ImageShack.us

ტაივანში, არც მეტი არც ნაკლები ხალხს ტუალეტში ჭამა უყვარს. მე ოველ შემთვევაში ამ მოვლენას მეტი ვერაფრით ვერ ვხსნი. ამ რესტორნის მეპატრონე თვლის, რომ მისი რესტორანი ხალხს საკვების გარდა სხვა განსხვავებულ რამესაც სთავაზობს, ალბათ მას, რომ არ ეთქვა ჩვენ თვითონაც მივხვდებოდით, ის ამბობს, რომ ეს რესტორანი საჭმე ადგილთან ერთად გასართობი ადგილიც გახლავთ, ამიტომაც არის, რომ ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალში.

ცაში გამოკიდებული რესტორანი (ბელგია)

Image Hosted by ImageShack.us

ეს რესტორანი ზგადად ბელგიაში მდებარეობს, კონკრეტულად ნებისმიერ ადგილას სადაც მას ამწე წაიღებს, მასზე 22 ადამიანს შეუძლია ისაუზმოს, ისადილოს ან გადაიხადოს ძმაკაცის შვილის ნათლობა ეს სიამოვნება ნებისმიერ მათგანს რვა ათასი ევრო დაუჯდება და ბოლოს ეს რესსორანი მდებარეობს მიწიდან 45 მეტრზე. ჩანგლები არ გადმოყაროთ!

ბნელი რესტორანი (ჩინეთი)

Image Hosted by ImageShack.us

ამ რესტორანში შესვლისას თქვენ გეკრძალებათ ნებისმიერი ნივთის შეტანა, რომელიც სინათლეს გამოსცემს, თუნდაც პატარას, ოთახში ისე ბნელა, რომ თვალთან თითს ვერ მიიტან, მაგიდამდე მიმტანები მიგაცილებენ, რომლებსაც ღამის ხედვის აპარატები აქვთ, ერთადერთი ადგილი სადაც სინათლე ანთია ტუალეტია და ტუალეტამდეც მიმტანმა უნდა მიგაცილოთ. ეს ყველაფერი კი იქიდან მომდინარეობს, რომ ჩჳნელები თვლიან: თუ ადამიანს, დაქვეითებული ან პარალიზებული აქვს, რომელიმე გრძნობის ორგანო ის სხვა გრძნობის ორგანოებს, უფრო აქტიურს ხდის. ასე რომ ადამიანები სიბნელესა და სიჩუმეში უფრო გემრიელად მიირთმევენ საკვებს და უფრო მეტად ერგებათ იგი ვიდრე სინათლეში და ხმაურისას.

პრეზერვატივების რესტორანი (ტაილანდი)

Image Hosted by ImageShack.us

საოცარი რესტორანი, უფრო სწორედ რესტორნების ქსელი ტაილანდში, სადაც ყველგან სადაც არ უნდა გაიხედოთ კონდომებს დაინახავთ. უსაფრთხო სექსის პროპაგანდა და თან გასართობი ადგილი. უბრალოდ მიმტანებს არ გაუმართლად ამ რესტორანში.

რესტორანი ზღვის ქვეშ (მალდივი)

Image Hosted by ImageShack.us

სამაგიეროდ ამ რესტორანში გაუმართლად მიმტანებს. ეს არის მსოფლიოში პირველი წყლის ქვეშა რესტორანი, რომელიც წყლის ქვეშ ხუთი მეტრზე მდებარეობს. თქვენ შეგიძლიათ ჩახვიდეთ ინდოეთის ოკეანის ქვეშ ისადილო, ისაუზმოთ და გააგრძელოთ თქვენი დღე, ჰა როგორია?

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close