საკითხავისასარგებლო

ეგზოტიკური ხილი


10 ეგზოტიკური ხილი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ ( რა თქმა უნდა თუ ამის შანსი გექნებათ)

1. Rambutan

ამ ხილს მარადმწვანე ხე ისხამს. ხშირად გვხვდება მალაიზიაში. როგორც ხედავთ ის წითელი ფერისაა და აქვს ეკლები. გემოთი ტკბილი და წვნიანია. მისგან ამზადებენ მურაბებს , მაღაზიებში დაკონსერვებულ Rambutan-საც ნახავთ.

2. Jackfruit

ეს ხილი გავრცელებულია აზიაში და ავსტრალიაში. აღიარებულია ერთერთ ყველაზე დიდ ხედ, რომელიც საჭმელად ვარგის ნაყოფს ისხამს. წვნიან რბილობს დაახლოებით ანანასის გემო აქვს, მაგრამ ანანასთან შედარებით უფრო მეტად რბილია. ამ ხილის ხეს იყენებენ სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად, ამიტომაც Jackfruit ძალიან გამოსადეგი და სასარგებლო ხეა.

3. Passion Fruit

მშობლიური ქვეყანაა სამხრეთ ამერიკა, გავრცელებულია ინდოეთში, ახალ ზელანდიაში და ბრაზილიაში. ნაზი და წვნიანი ხილია, რომელიც სავსეა თესლებით. არსებობს მისი ორი სახეობა: ოქროსი (maracuyá) , რომელსაც გრეიფრუტის გემო აქვს და არსებობს მუქი იასამნისფერი (gulupa), რომელიც ზომით დაახლოებით ლიმონისხელაა. მუქი იასამნისფერი საჭმელად უვარგისია, რადგან მომწამვლელია.

4. Lychee

ლიჩის ხის წარმოშობის ადგილია ჩინეთი, თუმცა პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს. არის მარადმწვანე, ნაყოფი პატარა თეთრი წვნიანი ხილია, რომელიც დაფარულია წითელი დახორკლილი კანით. ლიჩი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს. ის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული გაყინული ან დაკონსერვებული სახით.

5. Star fruit

გავრცელებულია ინდონეზიაში. „ვარსკვლავ“ ხილს ისხამს კარამბოლა, რომელსაც აქვს ვარდისფერი ყვავილები და რომელიც გავრცელებულია ამერიკაში. მოოქროსფრო-მოყვითალო ხილი ხრაშუნა და ტკბილია. მისი გემო მოგაგონებთ ანანასის, ვაშლის და კივის ნარევს. ამ ხილის ორი სახეობა არსებობს: ტკბილი და მომჟავო, ორივეში დიდი რაოდენობითაა ვიტამინი C. „ვარსკვლავი“ ხილისგან ღვინოცაც კი აკეთებენ.

6. Mangosteen

Mangosteen არის კიდევ ერთი მარადმწვანე ხე, რომელიც ისხამს უცნაური ფორმის ხილს, რომელიც გარედან იასამნისფერია, შიგნიდან წითელი და ძალიან რბილი. აქვს თეთრი კურკები. დაახლოებით ატმის გემო აქვს. მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მენციერების აზრით, მას შეუძლია ისეთი საშიში დაავადებები ააცილოს თავიდან ადამიანს, როგორიცაა მაგალითად კიბო. არსებობს ლეგენდა, რომ დედოფალმა ვიქტორიამ ჯილდო დააწესა იმისთვის, ვინც მიუტანდა ამ ხილს.

7. Kumquat

გავრცელებულია მხოლოდ ჩინეთში. ეს არის პატარა საჭმელად ვარგისი ხილი, რომელიც იზრდება ციტრუსოვან ხეზე. როგორც სხვა ციტრუსები Kumquat-საც უმს ჭამენ. ხშირად გამოიყენება მარმელადში და ჟელეში ,ასევე ალკოჰოლურ სასმელებში. ტაივანში მისი არომატით მიირთმევენ ჩაის, ზოგან ხარშავენ და იყენებენ ყელის ტკივილის საწინააღმდეგოდ.

8. Durian

ცნობილია ხილის მეფის სახელითაც, რადგან მეტად სპეციფიური სუნის არომატული ხილია. არაჩვეულებრივი გემო აქვს და დაფარულია მაგარი ჩენჩოთი. აღსანიშნავია, რომ მისი სუნი მეტად უსიამოვნოა, რასაც ვერ ვიტყვით გემოზე. გავრცელებულია ინდონეზიაში და მალაიზიაში.

9. Dragon Fruit

დრაკონის ხილი: მაწყვის მსხალი ან პიტაია მიეკუთვნება კაკტუსის სახეობას, აქვს ტკბილი გემო და რბილი შიგთავსი. ყველაზე გავრცელებული დრაკონის ხილია წითელი პიტაია, ასევე არსებობს ყვითელი და კოსტა რიკის პიტაია. მისგან ამზადებენ წვენებს და ღვინოს, ყვავილებით კი ჩაის აკეთებენ. გავრცელებულია მექსიკაში და ცენტრალურ ამერიკაში.

10. African cucumber

აფრიკული კიტრი მოგაგონებთ ნესვს. მისი შიგთავსი არის მწვანე და სავსეა თესლებით. ხშირად მას გამოიყენებენ დეკორატიულ ხილად, თუმცა ასევე აქტიურად გამოიყენება ხილის ნაყინში. სახელიდან გამომდინარე ძნელი მისახვედრი არაა, რომ გავრცელებულია აფრიკაში.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close