გართობაკულტურა

ამბები შოუ ბიზნესიდან

e612d92d7e88

1.სკანდალი ევროვიზიაზე

ევროვიზია -2010″ -ის გამარჯვებული, 17 წლის გერმანელი მომღერალი ლენა მაიერ-ლანდრუტის კონკურსში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ მდგარა. ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ ვიდეო, რომელზეც არასრულწლოვანი ლენა მაიერი საცურაო აუზში სექსით იყო დაკავებული. დიდი ყოყმანის შემდეგ გერმანელებმა მაინც მისცეს საკუთარ წარმომადგენელს კონკურსში მონაწილეობის უფლება.

ვიდეო შარშან არის გადაღებული. მაშინ მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ “ევროვიზიის” მონაწილე გახდებოდა და უფრო მეტიც, გაიმარჯვებდა, ამიტომაც მიიღო მონაწილეობა ამ საეჭვო პროექტში. სცენარის მიხედვით, ის და ახალგაზრდა ვაჟი ღამით უცხო ტერიტორიაზე შეიპარებიან და წყლით სავსე აუზში სექსით დაკავდებიან. სკანდალური სცენა სულ სამი წუთი გრძელდება.

“მე ეს გავაკეთე, მაგრამ სულ არ მრცხვენია. ეს პორნოგრაფია არ ყოფილა – განაცხადა ლენამ ბერლინში სატელევიზიო შოუზე. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ამ ვიდეოს ტელევიზიით აჩვენებდნენ. დღეს ამას არ გავაკეთებდი”.

რაც შეეხება რომანტიკულ ურთიერთობებს, ლენამ აღიარა, რომ მას ბელორუსი წარმოშობის ნორვეგიელი მომღერალი ალექსანდრ რიბაკი უყვარს. ეს ურთიერთობა უკვე სამი წელია, რაც გრძელდება.

2.უმა თურმანი სახლს ყიდის

უმა თურმანი იმ ვარსკვლავთა რიგს შეუერთდა, რომლებიც იძულებული არიან, მდიდრულ ბინებს, სახლებსა და სასახლეებს გამოეთხოვონ. უმამ, ნიუ-იორკში მდებარე ხუთსართულიანი სახლი, რომლის 450 კვმ ფართობზე 7 საძინებელი ოთახი და 6 აბაზანაა განთავსებული, გასაყიდად გამოიტანა. თურმანის გარდა, ფინანსური პრობლემები ჰოლივუდის კიდევ რამდენიმე ვარსკვლავს შეექმნა: სკარლეტ იოჰანსონი ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის ბორცვზე მდებარე სახლს 4,95 მლნ დოლარად ყიდის; ბენ აფლეკმა ცოტა ხნის წინ, ასევე ლოს-ანჯელესში მდებარე სახლი 30%-იანი ფასდაკლებით გაყიდა;

მელ გიბსონი კონეკტიკუტში მდებარე მამულს გამოეთხოვა და ამ გარიგებაში თითქმის 10 მლნ დოლარი დაკარგა, რადგან ქონების თავდაპირველი ფასი 39,5 მლნ იყო, მაგრამ 3 წლის განმავლობაში მყიდველი არ გამოჩნდა და საბოლოოდ, გიბსონი 29,5 მლნ-ს დასჯერდა; ბრიტნი სპირსი ბევერლი-ჰილზზე მდებარე სახლის მყიდველს ეძებს;

ლინდსეი ლოხანმა ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ რაიონში მდებარე ბინის შენახვა ვეღარ შეძლო და უძრავი ქონება სასაცილო ფასად – საწყისზე ექვსჯერ ნაკლებად, სულ რაღაც 1,2 მლნ დოლარად გაყიდა… მაგრამ ყველაზე მძიმე მდგომარეობა მაინც, ნიკოლას კეიჯს შეექმნა. გაკოტრებული მსახიობი იძულებულია, რამდენიმე ობიექტი, მათ შორის – ციხე-კოშკი ინგლისში და საკუთარი კუნძული გაყიდოს, რათა საგადასახადო სამსახურის წინაშე დაგროვილი ვალი – 7 მლნ დოლარი გადაიხადოს.

3.ნაომის 40 წლის იუბილე მოსკოვში 4 მილიონი დაუჯდა

დაბადების დღის იუბილე ნაომი კემპბელს და მის მეუღლეს ვლადისლავ დორონინს 4 მილიონი დოლარი დაუჯდათ, – წერს Lifenews.
”შავმა პანტერამ” 40 წლისადმი მიძღვნილი წვეულება Москва-Сити-ში გადაიხადა.

ვიპ-სტუმრებისთვის მოსაწვევი ბილეთები 3-დან 6 ათას დოლარამდე ღირდა. ამ ფასად ნაომი კემპბელის, ვლადისლავ დორონინის, ჯენიფერ ლოპესის და მარკ ენტონის გარემოცვაში მოხვედრა იყო შესაძლებელი.

დღესასწაულის მუსიკალური თანხლება Duran Duran-ს ეკუთვნოდა. რუსული ელიტის წარმომადგენელთათვის კი იქ შესვლა – სულ რაღაც 50 000 რუბლი ღირდა, – იუწყება გაზეთი “Аргументы и Факты”.

ნაომი კემპბელი ყველა სტუმარს პირადად ხვდებოდა. დღის ბოლოს მათ afterparty-ზე რესტორან «Монэ»-ში გადაინაცვლეს.

4.მომღერალი რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაეხსნა გარდაიცვალა

სამხრეთ აფრიკელი საოპერო მომღერალი სიფივო ნჩებე, რომელსაც იოჰანესბურგში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაეხსნა, 34 წლის ასაკში ქალაქ პორტ – ელისაბედის კლინიკაში, მენინგიტით გარდაიცვალა.

”ეს ყველასთვის უდიდესი დანაკარგია, ვისაც მუსიკის უყვარს, იგი მომაჯადოებელი ხმის პატრონი იყო, მისი მუსიკა კი შეუდარებელი ”, – განაცხადა ხმის ჩამწერი კომპანია Epic Records-ის ხელმძღვანელმა ნიკ რაფაელმა.

სწორედ მათ განაცხადეს პირველებმა ნჩებეს გარდაცვალების შესახებ.

სიფინო ნჩებე საუკეთესო ტენორად ითვლებოდა, მას კარუზოსა და პავაროტის ადარებდნენ.

5.ნინო ქათამაძე საცხოვრებლად უკრაინაში გადადადის

ცნობილი მომღერალი ნინო ქათამაძე უახლოეს მომავალში საქართველოს დატოვებს და საცხოვრებლად უკრაინაში გადავა.

”ჩვენ დავუკავშირდით ნინოს, რომელმაც კიევში ცხოვრების სურვილი დაადასტურა” – აცხადებს საქართველოს ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე, რომელსაც მომღერალთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.

”ნინო უკრაინაში საცხოვრებლად ოჯახთან – მეუღლესთან და 2 წლის შვილთან, ნიკოლოზთან ერთად გადავა”.

გაზეთ “Сегодня”-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნინო ქათამაძე კიევში მეუღლის, დავითის გამო გადადის, რომელსაც უკრაინაში სამსახური შესთავაზეს. ის ქირურგია. თბილისში მომღერალი ბინას და ბათუმში კერძო სახლს ტოვებს.

ნინო ქათამაძე ბოლო დროს თითქმის ყოველ წელს მართავდა კონცერტებს კიევში. მომღერალი თავის ჯგუფთან Insight-თან ერთად მოსკოვშიც ხშირად ჩადის.

წყარო:AMBEBI.GE

მსგავსი ამბები

Back to top button