10, გადაშენების პირას მისული ცხოველი მსოფლიოში
ცხოველთა სახეობების გადაშენება დამოკიდებულია ადამიანის საქმიანობაზე და მის აქტიურობაზე. საერთაშორისო გლობალიზაციამ, ახალი მიწების ათვისებამ და ადამიანური ცივილიზაციის სხვა სასიკვდილო პროცესებმა რამდენიმე სახეობა უკვე მიიყვანა უფსკრულის პირამდე. ველური ბუნების საერთაშორისო ფონდის კვლევებმა ცხადყო, რომ ფლორისა და ფაუნის მრავალი სახეობა გაქრობის პირასაა მისული. ამასთანავე ველური ბუნების წარმომადგენელთა გადაშენება ყველა დღე პროგრესირებადია. შოტლანდიის საერთაშორისო ფონდის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს ”ნაღვლიანი” სია იმ 10 სახეობის ცხოველისა, რომელიც გადაშენების ზღვარზეა.
უკანასკნელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მსოფლიოში მხოლოდ 3200 ვეფხვი ფიქსირდება.
თეთრი დათვები კლიმატის გლობალური ცვლილებების მსხვერპლნი არიან, კარგავენ რა თავინთ საცხოვრებელ ადგილებს.
წყნარი ოკეანის ლომვეშაპებიც, აგრეთვე კარგავენ ყინულის სამყაროს.
მაგელანის პინგვინები ოკეანის დინების გათბობის გამო შიმშილით კვდებიან, რადგან თევზების გუნდი (მათი კვების წყარო) იცვლიან თავიანთ მარშუტს.
ტყავიანი კუების რიცხვი ძალიან შემცირდა, განსაკუთრებით წყნარ ოკეანეში, სადაც მხოლოდ 2300-ია შემორჩენილი
ლურჯ თინუსს სერიოზული საფრთხე ემუქრება , არარეგულირებული თევზაობის გამო ატლანტიკისა და ხმელთაშუაზღვაში
მთის გორილის რაოდენობა საკამოდ შემცირდა – 720მდე.
პეპელა მონარქი (ასევე Danaus plexippus) ასევე გადაშენების პირასაა, კლიმატის ცვლილებისა და მექსიკაში ტყის გაჩანაგების გამო, სადაც ეს სახეობა ზამთარში მიგრირდება აშშ და კანადიდან.
იავანური მარტორქა ითვლება ყველაზე მსხვილ ძუძუმწოვარად, რომელსაც ემუქრება გადაშენება. მსოფლიოში ამ ცხოველის მხოლოდ 2 პოპულაცია ფიქსირდება და საერთოდ ჯამში კი – 60.
დიდი პანდა – გადაშენების პირას მისულ ცხოველთა საერთაშორისო სიმბოლო, ველური ბუნების საერთაშორისო სიმბოლო. მკვლევარების შეფასებით, ველურ ბუნებაში მხოლოდ 1600 პანდა ფიქსირდება და მათი მომავალი ძალიან ბუნდოვანია ეკონომიური ბუმის ფონზე ჩინეთში, სადაც ისინი ბინადრობენ.