ყველაფერი მობილურ ტელეფონს დააბრალეს
ეგვიპტელი ექიმები საგონებელში ჩავარდნენ: მათ ვერ აუხსნიათ, თუ რას შეიძლება გამოეწვია ერთი უცნაური შემთხვევა. ახლად დაბადებული მუჰამედ ალ-აზაზი, პირდაპირი გაგებით, გარშემო მძლავრ ელექტრულ იმპულსებს ასხივებს, რომელთა სიმძლავრე ელექტროშოკის ხელსაწყოს სიდიდისაა.
ადგილობრივი გაზეთები განცხადებით, ექიმები მოითხოვენ, ბავშს სპეციალური გამოკვლევა ჩაუტარდეს. აღმოჩნდა, რომ ჩვილის სხეულის ელექტროწინაღობა ჩვეულებრივზე გაცილებით მცირეა. რაც, შესაძლოა, ასეთი მოვლენების სათავეც გახდეს. თუმც, ყველაფერი მხოლოდ სპეციალური გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.
გამოითქვა ვარაუდი, რომ მიზეზთა მიზეზი, შეიძლება, მობილური ტელეფონი აღმოჩნდეს. ბავშვის დედა ფეხმძიმობის პერიოდში მუდმივად სარგებლობდა მობილური ტელეფონით. ჩვილის საწოლთან კი, როგორც აღმოჩნდა, მუდმივად იდო ტელეფონი. აქედან გამომდინარე, ბავშვი პრაქტიკულად მუდმივად ელექტრომაგნიტური ტალღების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. რამაც, ალბათ, გავლენა იქონია მასზე. არ არის გამორიცხული, რომ ცვლილებები გენეტიკურ დონეზე მიმდინარეობდა.
თუ ეს მოსაზრება დადასტურდა, მობილური ტელეფონების მწარმოებლებს სერიოზული ტექნიკური ცვლილებების გატარება მოუწევთ.
სტატია დაცულია საავტორო უფლებით. შეუთანხმებლად მისი გამოყენება, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით!