არქივი

ტყუპების სიხშირე-ეკოლოგიური მდგომარეობის ინდიკატორი

f44cfe3dd738
რაც უფრო უარესია ეკოლოგიური მდგომარეობა რეგიონში,მით მეტია ტყუპების გაჩენის ალბათობა.

ასეთი დასკვნა გამოიტანეს გერმანელმა მეცნიერებმა.ისინი პროფესიული და ეკოლოგიური მედიცინის სფეროში ატარებენ გამოკვლევებს.მათ ისიც დაადგინეს,რომ უნაყოფობა უფრო ხშირად ეკოლოგიურად კეთილსაიმედო რეგიონებში მცხოვრებ ქალებს აწუხებთ.
მკვლევარებმა გაარკვიეს,თუ რა სიხშირით უჩნდებათ ტყუპები უშუალოდ ტოქსიკური ნივთიერებების გადამამუშავებელი ქარხნების მახლობლად მცხოვრებ ქალებს. დაბინძურებულ გარემოში დაბადებული ტყუპი ბავშვების რაოდენობა შეადარეს ორი მეზობელი რეგიონის პროცენტულ მაჩვენებელს,სადაც ეკოლოგიური პრობლემა აშკარად არ იყო გამოხატული.ქარხნის მახლობლად ტყუპების შობადობის მაჩვენებელი 50%-ით მაღალი აღმოჩნდა,ვიდრე 2 სხვა დასახლებულ რეგიონში.

c88b67774579

გამოკვლევის ავტორებმა დაასკვნეს,რომ გარემოს დაბინძურებასა და ტყუპების შობადობას შორის უშუალო კავშირია.
ნიგერიაში ტყუპების გაჩენის საკუთარი მეთოდები აქვთ.ქალაქ იგზო ორაში,ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით,ტყუპი თითქმის ყოველ ოჯახში იბადება და ტურისტებს ხშირად მხედველობის ”გაორებისა” და ”გასამებისგან” თავბრუ ესხმით.ქალაქის მკვიდრთ სწამთ,რომ ტყუპს ოჯახში სიმდიდრე და კეთილდღეობა შემოაქვს.მათ მიმართ,ვისაც ტყუპი არ ჰყავს,საზოგადოება არაკეთილგანწყობილია,ამიტომ ისინი იძულებულები არიან,შვილები მანამდე აჩინონ,სანამ ტყუპები არ ეყოლებათ.თუმცა წარმატება არცთუ შორია -ნიგერიელებს ამაში კვების სპეციალური რაციონი ეხმარებათ.

მსგავსი ამბები

Back to top button