არქივი

”მოცურავე კონტინენტები”

1618111c457b
დღეს მე მინდა გესაუბროთ ” მოცურავე კონტინენტებზე ” . შეიძლება ეს თემა ბევრისთვის ნაცნობია,მაგრამ მაინც გადავწყვიტე
უფრო დაზუსტებით მომეყოლა ყველაფერი.

დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები ფიქრობდნენ,რომ დედამიწის მყარი გარსი გავარვარებული პლანეტის გაცივების შედეგად წარმოიქმნა.
ამიტო,ისინი ვარაუდობდნენ,რომ დედამიწის ქერქი მუდმივად ”დაცურავს” ამ გამდნარ მასაზე.ჩამოყალიბდა წარმოდგენა,რომლის თანახმადაც თანამედროვე კონტინენტები უძველესი ერთიანი სუპერკონტინენტების ნაწილებია.1910-1912 წწ. გერმანელმა მეცნიერმა ალფრედ ვეგენერმა ეს ჰიპოტეზა საბოლოოდ გაამყარა კონტინენტების სანაპირო მოხაზულობაზე დაკვირვებით.

c9f0a342446f

თანამედროვე კონტინენტების განლაგება

დედამიწის გეოლოგიური განვითარების ისტორიის დასაწყისად დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინანდელი დროა მიჩნეული.დედამიწაზე ყველაზე ძნელი არქეული ეონის ქანებია.ისინი ქმნიან საძირკველს სხვა ,უფრო ახალგაზრდა,ანუ მოგვიანებით წარმოქმნილი ქანებისთვის და დედამიწის თავდაპირველ ქერქს წარმოადგენენ.დედამიწის გეოლოგიური განვითარების არქეული დროის შესახებ არსებული ფაქტობრივი მასალის სიმცირის გამო ბევრი რამ მხოლოდ ვარაუდის დონეზეა ცნობილი.არც ის ვიცით ზუსტად,არქეული ეონის ბოლოს ქარმოშობილი კონტინენტური ქერქი ერთიანი იყო თუ ცალკეული კუნძულების სახით წარმოდგენილი.მკვლევართა ვარაუდით,უფრო მისაღებია ის აზრი,რომ იმ დროს დედამიწაზე იყო ერთიანი კონტინენტი პანგეა,რომელსაც გარს ეკრა ერთიანი ოკეანე პანთალასა.

პანგეა

52609febb9ec

700e865c3a47

პროტოროზოული ერის ბოლოს ქარმოიშვა თეტისის ოკეანე,რომელმაც პანგეა ორად გაყო – ჩრდილოეთ და სამხრეთ კონტინენტებად – ლავრაზიად და გონდავნად.შემდგომში ორივე კონტინენტი განიცდიდდა დაშლას,თუმცა სამხრეთის კონტინენტი ისევ შეერთდა,ხოლო ჩრდილოეთისა კი რამდენიმე ნაწილად დაიყო.ამრიგად,პალეოზოური ერის დასაწყისისთვის დედამიწაზე ხუთი კონტინენტი (ლავრენცია,ფენოსკანდია,ციმბირი,ჩინეთი და გონდვანისი)არსებობდა,მათი გამყოფი ოკეანეებით.შემდგომში ,მილიონობით წლის განმავლობაში კონტინენტები სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობდნენ,ხან ერთდებოდნენ ხან კვლავ იშლებოდნენ.პერმული პერიოდის მიწურულს საბოლოოდ და კიდევ ერთხელ პანგეა ერთიანი სუპრკონტინენტი გახდა.ეს სწორედ ის პანგეაა რომელიც ზემოთ ხსენებულ ალფრედ ვეგებერს ჰქონდა მხედველობაში თავისი ცნობილი ვარაუდის წამოყენების დროს.ამის შემდეგ პანგეამ ისევ დაიწყო დაშლა რის შედეგადაც ჩამოყალიბდა კონტინენტები იმ სახით.რომლითაც ისინი დღესაა.

f56a43eeecd0

წყარო : ინფორმაცია ჩემი გეოგრაფიის წიგნი.
ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ ეს ჩემი 1 პოსტია :yvavili:

მსგავსი ამბები

Back to top button